"საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულს.
მიუღებელია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება.
აზერბაიჯანს ყოველთვის პატივისცემით ჰქონდა აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ანალოგიური პატივისცემის დემონსტრირება ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელოვან საძირკველს წარმოადგენს.
სწორედ ამ კონტექსტში, საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს, გაუგებარია.
მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ კავშირებს.
ამასთან დაკავშირებით, სომხური ეკლესიისთვის ნაცნობი მიდგომების გამეორება ან მისი გზით სიარული რეკომენდებული არ არის.აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანული სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს," — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ დროს ვიღაც გეიდარას თბილისის ცენტრში მუზეუმს უშენებს ქოცობა
ტრაწა ერთდროულად ამტკიცებს, რომ მან ომი მოიგო, ამჟამად იგებს ომს, სჭირდება დახმარება ომის მოსაგებად და არ სჭირდება დახმარება ომის მოსაგებად
ეს ყველაფერი კი იმ ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად, რომელიც, მისივე მტკიცებით, გასულ წელს უკვე გაანადგურა.