სკლინტებს რომ გვაჭმევდნენ, იმ ძმებისაა

პაპაშვილები მგონი. 50% მაგათია და 50% ვიღაც უკრაინელი კრიპტო-ანტრაპრანერის.
10 ლარს გჩუქნიან ბიტკოინში დარეგისტრირებისთანავე და 2 თვე 2% გერიცხება ქეშბექად (შემდეგ 0.5%). ქეშბექი ლარის გადახდებზეცაა და ევრო-დოლარშიც.
აპი ლამაზია და ფუნქციური. ვებ-აპი არ აქვთ.
კარგი კურსი (კურსი.ჯიზე უკეთესი). კარგი % ანაბარზე.
მე ვიყენებ 1 კვირაა და კმაყოფილი ვარ. ფიზიკური ბარათიც შევუკვეთე და მოვიდა ჩვეულებრივ.
ერთადერთი დიდი მინუსი ისაა, რომ მხოლოდ 1 ანგარიში შეგიძლია გქონდეს. ალბათ დაემატება მეტის ფუნქცია მალე.
მოდერ, იქნებ თემას სახელი შეუცვალო.