#62508962 · 11 Mar 2026, 18:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ნებისმიერი რბოლის სახეობის დედა ვატირე გაზგაყრილი რო მიდიხარ პრიამიკზე და ბოლიდი ნელდება, არა ბუნერბივია ძმაო, ###ობაა, ბუნებრივ რეფლექსს ეწინააღმდეგება. გაზარდონ ბატარიის მოცულობა ბლიად! |
ვერ გაზრდიან - მაშინ უნდა დაამძიმონ მანქანა და მთელი არქიტექტურა შეცვალონ. ეხლანდელი ბატარია 25 კილომდეა და მეტს ვერ დაიტევს. თან გაითვალისწინე რომ ელექტრო მანქანა არაა. მთლიანად საწვავზე დაფუძნებული მანქანაა, რომელსაც აქვს აგრესიული ენერგიის აღდგენის მექანიზმი (ე.წ. მგუ-კ).
ანუ არა აქვთ ტრადიციული ელექტრო ბატარეა, როგორიც EV-ებზეა, რომელსაც ტენიან. აქვთ 1.1 კვს ბატარეა, რომელიც თავისით იტენება და იცლება წრეზე რამდენჯერმე იმ ენერგიით, რომელსაც საწვავის მოტორი გამოიმუშავებს. შედარებისთვის ჩემს EVს აქვს 77კვს ბატარეა და 550 კმ-ს მატარებს ერთ დატენვაზე. (მაგრამ თუ ორჯერ დატენი ამ ერთ კილოვატიან ბატარიას წრეზე, 50 წრიან რბოლაში უკვე 100კვ-ს გამოიყენებ).
ვერც ბენზინის ძრავს გაზრდიან, რადგან რადგან მაშინ უნდა ბენზინის მოტორი გააძლიერონ და შეცვალონ, რაც დიდი რიდიზაინია. თან საწვავის რაოდენობაც უნდა გაზარდონ რაც წონას შეცვლის.
2025-ში საწვავის პიკ ძალა იყო დაახლოებით 650კვ, ანუ 850 ცძ, რომელსაც ემატებოდა კინეტიკური ძალა მგუ-კ ძრავიდან (რეგენერაციული დამუხრუჭებით) 120კვ, ანუ სადღაც 160ცძ. მთლიანობაში გამოდის 770კვ ანუ სადღაც 1000ცძ პიკზე. ანუ ბენზინის ძალა იყო 85% და კინეტიკური ენერგია დამატებით 15% იან ბუსტს გაძლევდა.
ახალი რეგულაციებით კიდევ შწძ-ს პიკი არის 400კვ, ანუ 550 ცძ, მაგრამ მგუ-კ-ს აქვს თითქმის ამდენივე დამატებითი ენერგია. 350კვ (470ცძ). ანუ მთლიანობაში იგივე ძალა აქვს რაც შარშან, რომელიც თანაბრადაა გადანაწილებული შწძ-ზე და მგუ-კ-ზე, ანუ თითქმის 50/50.
|