12 აპრილი - უნგრეთის არჩევნების - შემქმნელებისგან (არაფრის

) წარმოგიდგენთ
7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია (კვირას), მთავარი განმსაზღვრავი რათქმაუნდა წაგებული ომია და შესაბამისად სომხების მიერ მიწების დათმობა აზერბაიჯანისთვის. გამოდის ყველა - 101 ადგილი, სომხეთი 13 საარჩევნო რეგიონად იყოფა.
ისტორიულად სომხეთს პრორუსობის მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - თურქების მიერ მათი გენოციდის შემდეგ, მხარი არავინ დაუჭირა და იძულებული გახდნენ რუსების ვასალები გამხდარიყვნენ. საქმე მივიდა სამხედრო კავშირის შექმნამდეც კი, რომელიც ერთმანეთთან სამხედრო დახმარებას მოიაზრებდა, მაგრამ სომხებმა დაინახეს და ფაშინიანმაც ეს პირდაპირ აღნიშნა - მათი ალიანსის წევრი არ გამოცხადდა მაშინ როცა სომხეთს ომში უჭირდა, თუმცა კი - ეს ომი ოფიციალურ სომხეთთან არც არასდროს მიდიოდა.
მიუხედავად სომხეთის დასავლეთისკენ ფორმალური შემოტრიალებისა, სომხეთი რჩება ევრაზიული კავშირის წევრი (საერთო საბაჟო კავშირი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის) რომელიც პირდაპირ დაპირისპირებაშია ევროკავშირთან და ასევე სომხეთში რჩება რუსული სამხედრო ბაზა.
ფაშინიანმა ასევე მოახდინა დიდხანს ქართველების მიერ ნანატრი რუის-ურბნისის 2 კრების მსგავსი და იქაური პაპიკები ციხეში ჩაყარა. ასევე ფაშინიანის დროს მოხდა გაუგებარი კავშირი ამერიკასთან, კრასნოვმა დაიბრალა ომის დამთავრება და იქვე სამხრეთ კავკასია რუსეთის მიწებად გამოაცხადა, თუმცა უცნობია საერთოდ თუ ხვდებოდა რაზე საუბრობდა გეოგრაფიულად, აურია რა ქვეყნის სახელები.
ასეა თუ ისე სომხეთმა nVidia - ს დატაცენტრიც რაღაცნაირად მოიგდო და ამით მორიგი რეიტინგული ქულებიც მოარტყა, ამასთან ფაშინიანმა უზურპატორ ქოცებს ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გაყალბებული გამარჯვება. იმავდროულად არ ჩავიდა რუსეთში 9 მაისის აღლუმზე
შეიძლება ითქვას რომ ფაშინიანი ეფექტურად თამაშობს ორტრაკა თამაშს. თუმცა რუსები მიუხვდნენ და წინასაარჩევნოდ სერიოზული ჩარევა დაიწყეს:
პირველ რიგში დაარტყეს ეკონომიკაზე, აკრძალეს სომხური პროდუქტის შეტანა რომელიც მეტწილად სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ყვავილები, წყალი და ა.შ.
ასევე პუტინი პირდაპირ აკეთებს მუქარის შემცველ განცხადებებს სერიიდან "აბა ომი გინდათ?"
რაც შეეხება "პრიანიკს" პუტინი დაპირდა გაზზე ფასდაკლებას თუ სომხეთი დასავლეთისკენ გახედვას თავს დაანებებს
მეორეს მხრივ ევროკავშირმა უკვე გამოყო 50 მილიონი ევრო სომხეთის დასახმარებლად რუსული აკრძალვების კვალდაკვალ
ასევე პრესაში გაჟონა დაზვერვის ინფორმაციამ რომ რუსეთი ფაშინიანის ჩამოსაგდებად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორისაა რუსეთში მცხოვრები სომხების გადაფრენას ერევანში არჩევნებში მონაწილეობისთვის, პირდაპირ მოკვლას და სხვ.
მოკლედ ქართული ჭაობის პარალელურად სომხეთში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
გამოკითხვების მიხედვით, ფაშინიანის პარტია (ლურჯი) სადღაც 30%+ ფარგლებშია და იზრდება, ეს მაშინ როცა მისი ოპონენტების რეიტინგი პირიქით - ვარდება