საქართველოს მოქალაქეებს 2 აპრილიდან აშშ-ს ტურისტული ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე დეპიზიტის დადება მოუწევთ
მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს და კიდევ 12 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც აშშ-ში ტურისტული ან ბიზნესვიზით (B1/B2) გამგზავრება სურთ, 2 აპრილიდან 5 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის გადახდა მოუწევთ.
ახალი რეგულაცია, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შედის და საქართველო იმ 12 ქვეყნის სიაში ხვდება, რომელთაც სავიზო დეპოზიტის (Visa Bond) პროგრამა დაემატათ. პროგრამის მიზანია იმ პირთა რაოდენობის შემცირება, რომლებიც აშშ-ში ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ უკანონოდ რჩებიან.
პროცედურის მიხედვით:
გირაოს დაბრუნება: 15 000 დოლარი ვიზის მფლობელს უკან დაუბრუნდება, თუ ის აშშ-ს დათქმულ ვადებში დატოვებს და არ დაარღვევს სავიზო რეჟიმს.
რისკ-ჯგუფები: სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს იმ საიმიგრაციო რისკების მიხედვით არჩევს, რაც ვიზის ვადის გადაცილების (overstay) სტატისტიკას უკავშირდება.
reuters-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური და უსაფრთხოების მოტივებით ხსნის. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ერთი არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია აშშ-ის ბიუჯეტს საშუალოდ 18 000 დოლარი უჯდება. გირაოს დაწესებით კი ადმინისტრაცია ცდილობს, ეს ხარჯები თავად ვიზიტორებს დააკისროს და წახალისოს მათი სამშობლოში დაბრუნება.
საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ეთიოპია, მონღოლეთი, ნიკარაგუა და ტუნისი. მანამდე მსგავსი მოთხოვნა უკვე მოქმედებდა 38 ქვეყნისთვის, რომელთა უმეტესობაც აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებსაც აშშ-ის ვიზის მისაღებად დეპოზიტის გადახდა სჭირდებათ:
ალჟირი (2026 წლის 21 იანვარი)
ანგოლა (2026 წლის 21 იანვარი)
ანტიგუა და ბარბუდა (2026 წლის 21 იანვარი)
ბანგლადეში (2026 წლის 21 იანვარი)
ბენინი (2026 წლის 21 იანვარი)
ბუტანი (2026 წლის 1 იანვარი)
ბოტსვანა (2026 წლის 1 იანვარი)
ბურუნდი (2026 წლის 21 იანვარი)
კაბო-ვერდე (2026 წლის 21 იანვარი)
კამბოჯა (2026 წლის 2 აპრილი)
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (2026 წლის 1 იანვარი)
კოტ-დ’ივუარი (2026 წლის 21 იანვარი)
კუბა (2026 წლის 21 იანვარი)
ჯიბუტი (2026 წლის 21 იანვარი)
დომინიკა (2026 წლის 21 იანვარი)
ეთიოპია (2026 წლის 2 აპრილი)
ფიჯი (2026 წლის 21 იანვარი)
გაბონი (2026 წლის 21 იანვარი)
გამბია (2025 წლის 11 ოქტომბერი)
საქართველო (2026 წლის 2 აპრილი)
გრენადა (2026 წლის 2 აპრილი)
გვინეა (2026 წლის 1 იანვარი)
გვინეა-ბისაუ (2026 წლის 1 იანვარი)
ყირგიზეთი (2026 წლის 21 იანვარი)
ლესოთო (2026 წლის 2 აპრილი)
მალავი (2025 წლის 20 აგვისტო)
მავრიტანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
მავრიკი (2026 წლის 2 აპრილი)
მონღოლეთი (2026 წლის 2 აპრილი)
მოზამბიკი (2026 წლის 2 აპრილი)
ნამიბია (2026 წლის 1 იანვარი)
ნეპალი (2026 წლის 21 იანვარი)
ნიკარაგუა (2026 წლის 2 აპრილი)
ნიგერია (2026 წლის 21 იანვარი)
პაპუა-ახალი გვინეა (2026 წლის 2 აპრილი)
სან-ტომე და პრინსიპი (2025 წლის 23 ოქტომბერი)
სენეგალი (2026 წლის 21 იანვარი)
სეიშელის კუნძულები (2026 წლის 2 აპრილი)
ტაჯიკეთი (2026 წლის 21 იანვარი)
ტანზანია (2025 წლის 23 ოქტომბერი)
ტოგო (2026 წლის 21 იანვარი)
ტონგა (2026 წლის 21 იანვარი)
ტუნისი (2026 წლის 2 აპრილი)
თურქმენეთი (2026 წლის 1 იანვარი)
ტუვალუ (2026 წლის 21 იანვარი)
უგანდა (2026 წლის 21 იანვარი)
ვანუატუ (2026 წლის 21 იანვარი)
ვენესუელა (2026 წლის 21 იანვარი)
ზამბია (2025 წლის 20 აგვისტო)
ზიმბაბვე (2026 წლის 21 იანვარი)