ძალიან დიდხანს ვეძებე თემა, რომელშიც წავაწყდებოდი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საინტერესო სამართლებრივ დისკუსიებს, თუმცა უშედეგოდ

ამან კი გადაწყვეტინა ამ თემის შექმნა :დ
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პირობებში და განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, ვფიქრობ საინტერესო იქნება ვიმსჯელოთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით. ასევე შევაფასოთ ბოლო დროინდელი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო გაუქმდა და ამ სფეროს ზედამხედველობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის ქვეშ მოექცა.