#62542779 · 4 Apr 2026, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, რადგან მივხვდი ერთ უდიდეს ჭეშმარიტებას, რასაც მგონი სამედიცინო სახელმძღვანელოებში არ წერენ. პრობლემა: ბოლო პერიოდია პირის ღრუს სოკოვანი პრობლემებით ვიტანჯებოდი. ხან ენა, ხან ყელი, ხან რა... მოკლედ, დისკომფორტი 24/7-ზე. რა არ ვცადე: - სრული ჰიგიენა: დღეში ორჯერ კბილების ხეხვა (ნამეტანი მონდომებით). -სავლებები: სოდა, გვირილა, ათასი "ხალხური" და "სამედიცინო" ხსნარი. - დიეტა: ამოვიღე შაქარი, შევზღუდე ნახშირწყლები. მოკლედ, ვიყავი ერთ დიდ სტრესში და მაინც არ მქონდა საშველი. რაც მეტს ვფაფხურობდი, მით მეტად მიმწვავდებოდა. გამოსავალი: ორი დღის წინ საბოლოოდ მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და გადავედი "ყლეზე მკიდიაობის" რეჟიმში. -ორი დღეა საერთოდ არაფერს ვივლებ. - კბილებს ვიხეხავ დღეში მხოლოდ ერთხელ (ისე, რომ ენას პასტა არ მოხვდეს). -ვჭამ და ვსვამ ყველაფერს, რაც მინდა . შედეგი: არ დაიჯერებთ და, ამ ორი დღის შემდეგ თითქმის აღარაფერი მაწუხებს. დასკვნა: მივხვდი, რომ სტრესი და ზედმეტი მონდომება ყოფილა ყველაფრის თავი და თავი. ორგანიზმს თავისი რესურსი აქვს, რომ მოერიოს პრობლემას, ჩვენ კი ჩვენი "წამლებით" და ნერვიულობით მხოლოდ ხელს ვუშლით. როგორც კი დავიკიდე, იმუნიტეტმაც ამოისუნთქა. ხოდა, დაიმახსოვრეთ: ამ ცხოვრებაში "ყლეზე მკიდიაობა" ყველაზე დიდი ნიჭია და ხშირად ყველაზე მაგარი მკურნალიც. ვის გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როცა მხოლოდ მას შემდეგ გეშველათ, რაც პრობლემას "დაატორმუზებინეთ"?
This post has been edited by andro-andro22 on 4 Apr 2026, 23:00
|