რა ხდბა?
„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორი - აფხაზეთი აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე - წყალსაცავში წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს
01.04.2026 / 15:58
https://www.interpressnews.ge/ka/article/86...s-srulad-paravsოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა.
„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ გუშინ რუსულ მედიას განუცხადა, რომ 31 მარტიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, რუსეთიდან ელექტროენერგიის გაგზავნა, რაც ზამთრის ენერგოდეფიციტის გამო აუცილებელი იყო, შეწყდებოდა.
„31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკადის ზრდა და წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, - განაცხადა ჯინჯოლიამ.