
ალბათ გაიგებდით რომ პირველ აპრილს NASA-მ მთვარისკვენ გააგზავნა რაკეტა Artemis II 4 ასტრონავტით. რეიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. მათი მიზანია შემოუარონ მთვარეს და გრავიტაციული მანევრით დაბრუნდნენ დედამიწაზე. ეს არის პროექტი არტემიდას მეორე ეტაპი. პირველი იყო უპილოტოდ მთვარის შემოვლა და
დედამიწაზე დაბრუნება. ეკიპაჟი დაბრუნდება 10 აპრილს.
აპოლონისგან განსხვავებით არტემიდას საბოლოო მიზანი იქნება მთვარის სამხრეთ პოლუსზე, შაკელტონის კრატერში შეიქმნას მუდმივ მოქმედი ბაზა. სადაც იმუშავებენ მეცნიერები. უფრო შორეულ პერსპექტივაში შეიქმნება სადგური საიდანაც კოსმოსური ხომალდები ღრმა კოსმოსში გაფრინდებიან. სამხრეთ პოლუსი არჩეულია იმ მიზეზით რომ ის მუდმივად მიქცეულია მზისკენ და ამიტომ შესაძელებელი გახდება მუდმივი ენერგიის მიღება მზის ბატარეებიდან. მთვარეზე დედამიწის გრავიტაციის 1/6 რაც შეუდარებლად უფრო იაფს ხდის რაკეტის გაშვებას რადგან რაკეტას აღარ მოუწევს იმდენი საწვავის დაწვა მიზიდულობის გადასალახად ან სხვანაირად რომ ვთქვათ გრავიტაციული ჭიდან ამოსასვლელად. მთვარის სამხრეთ პოლუსზე არის წყალი რაც უზრუნველყოფს ბაზას წყლით, საკვებით (საჭიროა ნიადაგის და თესლის ატანა) და ჟანგბადით, წყლის წყალბადათ და ჟანგბადათ დაშლით. ბაზა აშენდება ადგილობრივი მატერიალის, რეგალიტის გამოყენებით, საამშენებლო 3D პრინტერით, მშენებლობის ტექნიკით. მთვარეზე ასევე არის სხვა რესურსები, რომლის მეშვეობითაც შესაძელებელი იქნება კოსმოსური ხომალდისთვის საწვავის საწარმოებლად. ანუ თუ კოსმოსური ხომალდი წავა მარსზე მას აღარ მოუწევს მთელი საწვავის დედამიწიდან წაღება რაც დაამძიმებს მას და კიდევ უფრო მეტის საწვავის წაღება იქნება საჭირო. დედამიწიდან გაფრინდება ორბიტაზე გასასვლელად საჭირო საწვავით და შემდეგ მთვარეზე დაიტვირთება უკვე პლანეტათაშორისი მანძილის გადასალახად საჭირო რაოდენობით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საგრძნობლად გააიაფებს ფრენას.


This post has been edited by 4L3X on 3 Apr 2026, 13:34