წინა თემა:
აშშ / ისრაელის ომი ირანთან 2026სასურველია მხოლოდ ომზე ანუ საბრძოლო მოქმედებებზე პოსტვა.
დაბომბვები. ლიკვიდაციები. დაზიანებული ობიექტები. ძალების მობილიზება რეგიონში.
არა სასურველია ჟღალი მიმინოს, ნავთობის ფასის და ათასი სისულელის განხილვა.
გაიხსენეთ : ,, ადამიანები არასდროს ისე არ იტყუებიან, როგორც ომის დროს, არჩევნების წინ და ნადირობის მერე"
დაიკიდეთ საჯაროდ ვინ რას ამბობს.
მთავარია რა ხდება ცაზე, ზღვაში და ხმელეთზე!
იიი ტრამპმა ეს თქვა იიი ტრამპმა ის დაწერა.
ერთი ტრამპის გამონათქვამების თავზეც გავიარე!
მთავარია საქმე!
ასევე შიგადაშიგ სასურველია ლიბანში, ჰუსიტებთან და ღაზაში პარალელურად რა ხდება იმის დაწერაც.
ახლა რაც შეეხება საქმეს:
მოგეხსენებათ ფანატიკოსი შიიტებით დაკომპლექტებული მთავრობით მართულ ირანს დედის დღეს უწყობენ აშშ და ისრაელი. უნადგურებენ სამხედრო პოტენციალს. ირანი საპასუხოდ რეგიონის ქვეყნებს ამწარებს, ნუ პლიუს ისრაელს და აშშ-ს ბაზებს ბომბავს რეგიონში. სავარაუდოდ ვოვა და პანდა რაღაცეებში ეხმარებიან. აქვე ყველაზე აქტიურები ირანის რეჟიმიდან პერიოდულად 72 ქალწულთან იგზავნებიან.
გარდა იმისა, რომ ირანის ახლანდელი მმართველები შაჰ აბასის და აღა მაჰმად ხანის სულიერი მემკვიდრეები არიან და მათი ხვნა უნდა გვიხაროდეს გვაქვს სხვა პრაგმატული მიზეზიც რათა მათი დამუზვლა გვაწყობდეს.
შიზოიდების ხელში ბირთვული იარაღის არ მოხვედრა, ასევე სარაკეტო პოტენციალის განადგურება რათა ყველა არ აშანტაჟონ.
მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუბიოს ზარის მერე (სამკუთხას ჩიჩილაკთან) ირანის ელჩმა საქართველოში შაითან ტრუბით დაგვემუქრა თუ მოძრაობას გავაკეთებთ!

ამასობაში მე-3 ავიამზიდი GEORGE BUSH შევა სამხედრო მოქმედებათა არეალში სულ მალე.
პარალელურად ხდება საზღვაო ქვეითების და რეინჯერების მობილიზება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მხარდამჭერი ავიაციით.
ყველაფერი მიუთითებს, რომ სახმელეთო ოპერაცია გარდაუვალია (მისი მოცულობა ცალკე საკითხია). დიდი ალბათობით სპარსეთის ყურის კუნძულებს აახევენ მოლებს. შეიძლება ირანის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზე მოხდეს გადასვლა და პლაცდარმის მოწყობა.
არაა გამორიცხული პასექის დღესასწაულის გასვლის მერე (რომელიც დღეს დაიწყო და 5 აპრილს მთავრდება) ირანს უფრო კატასტროფული რაღაც დამართონ ვიდრე აქამდე.
აღდგომა და ხვალეო.
ვნახოთ!
დაახლოებით 20 საათი არ უსვრია უშუალოდ ირანს დასახლებული რაიონებისთვის ისრაელში და დღეს პასექი ,,მიულოცეს" ზალპებით. თან ირანის თავზე დღეს ძირითადად ღრუბელია ამიტო გამშვებები რთული დასაფიქსირებელია.
,,ატვეტკა" ,,იასნია" იქნება ამაზე!
პ.ს. ჩვენი სამკუთხედის გათვლებით ყველაფერში მასონები, გლობალური ომის პარტია და დიფ სტრიტია დამნაშავე თუ არა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მგელი და კრავი ერთად იკუნტრუშებდნენ მდელოზე.

პ.პ.ს. თხოვნა მოდერებთან:
ნუ დაარქმევთ პოლემიკას ან დებატებს არა თემატურ პოსტებს.
პირველი ასეთი პოსტი ვორნი. მეორეზე ბანი.
იუზერების მიერ ჭუჭულიკების დაზომებამდე ნუ დავიყვანთ ამხელა გეოპოლიტიკურ ძვრას რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება.
გააოფა თემა? გადაუჭირა ვორნი!
კიდე არ მოიშალა? სთხლიშა ბანი!
მოიხადა სროკი, დაბრუნდა და ისევ აოფებს? უფრო ხანგრძლივი ბანი
და ა.შ.
ბოლო.
რუბიოს ზარის მერე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი.
Boeing C-17 Globemaster არის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. flyradar 24 მონაცემებით, ამერიკის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფRინავი თბილისში, გერმანიიდან ჩამოფრიდა.
მარშრუტზე აფრენის ადგილად გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამერიკული ბაზაა მითითებული. ის ემსახურება აშშ-ის საჰაერო ძალებს ევროპაში.
ცენტრკომის თემაშია.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 1 Apr 2026, 16:50