დავსვათ კითხვები და მივიღოთ კომპეტენტური პასუხები. მე დავიწყებ.
გივიმ საპენსიო ასაკს რომ მიაღწია, მრავალი წლის ემიგრაციის შემდეგ ჩამოვიდა სამშობლოში. საქართველოს მოქალაქე იყო, აქაური პენსიაც ეკუთვნოდა და "პენსიონერის დაზღვევაც". ერთ დღეს ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხა, უცებ მთელს ტანზე გაურკვეველი სისხლჩაქცევები გაუჩნდა. მიაშურა უახლოეს კლინიკას, ისეთი ნაცნობი არ ყავდა ეკითხა სად ჯობდა მისვლა, თან არც გაუფიქრია რომ მანიპულაციის მსხვერპლი გახდებოდა, ყველა ექიმმა ხომ ჰიპოკრატეს ფიცი დადო.
მივიდა ექიმთან, ექიმმა გააგზავნა კვლევებზე: სხვადასხვა ტიპის ანალიზები, შემდეგ ეხო - იმის, ამის, კიდე რაღაცის, მერე კიდე განმეორებით, რაღაც არ გამოჩნდაო. მაინც არ გამოჩნდა ის რაღაცა და მოდი ემ-ერ-ტე-თ გადავამოწმოთო. მოკლედ 1000 ეროვნულამდე დაუამგარიშეს ყველაფერი ექიმის კონსულტაციასთან ერთად.
1) იფიქრა პენსიონერმა, 10% იქნება ჩემი გადასახდელი მხოლოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 100% მისი გადასახდელია, რადგან (აი ამ მომენტიდან კარგად ვერ დაიმახსოვრა რა უთხრეს, ანუ რატო არ ფარავს დაზღვევა), დაახლოებით ასეთი რაღაც უთხრეს - რაღგან თავისი ფეხით მივიდა კლინიკაში და ეს ყველაფერი სადიაგნოსტიკო იყო და არა სამკურნალო. შეიძლება ზუსტად ვერ გადმომცა, ასაკიც თავისას შვრება, მაგრამ ფაქ-ისთვის კარგი კითხვა უნდა იყოს, ბევრი ვერ ერკვევა ასეთ საკითხებში და ასეთ კითხვებზე ზოგადი განათლების აწევა კარგი იქნება, თუ ვინმე კომპეტენტური გაცემს პასუხს. რატო არ დაუფინანსდა ამ შემთხვევაში და რა შემთხვევაში როგორ ხდება?
2) ხარაშო. გავაგრძელოთ მეორე კითხვით. გადაიხადა გივიმ ეს ყველაფერი, ჩაიტარა კვლევები, სერვისზე არ დაუჩივლია. ავიდა ბოლოს ექიმის კაბინეტში, სადაც გამოუწერეს წამლები. გრძელი სია, კალმით თაბახის ფურცელზე, და გადასცეს პაციენტს.
გივი, როგორც ყველა პატრიოტი ემიგრაციაში სულ კითხულბდა საქართველოს ახალ ამბებს, და ახსოვდა 2-3 წლის წინ წაკითხული, რომ "ამიერიდან ყველა რეცეპტი მხოლოდ ელექტრონულად უნდა გამოიწეროსო". არაფერი უთქვამს ექიმისთვის, მაგრამ კითხვა კითხვად დარჩა. პასუხს იმედია აქ წავიკითხავთ. იქნებ არ მიიღეს ეს კანონი, ან მიიღეს და გააუქმეს ისევ, ან მიღეს და ყველას კიდია. თუ კიდია- რატო კიდია? კლინიკებს ზედამხედველი ორგანო არ ყავთ?
3) იქვე, ეგრევე კიდევ ერთი ბოლოწლებში მიღებული ინიციატივა გაახსენდა გივის, რომელიც ამბობს, რომ თუ პაციენტს 5-ზე მეტი წამალი გამოუწერეს, მას შეუძლია გადააგზავნოს ეს სია ჯანდაცვლის რაღაც სტრუქრურაში და სპეც კომისია განიხილავს ამ ყველაფრის (დანიშნული წამლების და კვლევების) მიზნობრივობას და თუ ექიმი შემჩნეული იქნება რაღაც მაქინაციებში, ყვითელ ბარათს მიიღებს.
გივის 8 წამალი გამოუწერეს.
*** შენიშვნა #2 (იხილეთ ქვემოთ) 4) ამ 8 წამლიდან ბოლო 4-ზე ექიმის მხრიდან სპეციალური მითითება იყო. უნდა წასულიყო ჯაირ ბოლსანაროს #28-ში მდებარე აფთიაქში და იქ ეყიდა, სხვაგან არსად იყიდებოდა. "კონკრეტულის ნაცვლად ზოგადი ჯენერიკის დასახელების" კანონიც გაახსენდა გივის, მაგრამ დაბნეულმა ისევ არაფერი უთქვამს ექიმისთვის.
ადგილზე მისულს პატარა უსახელო აფთიაკის მაგვარი დახვდა, პერსონალი თბილად (სიხარულითაც კი) შეხვდა გივის, იკითხეს ვისი გამოგზავნილი იყო, ჩაინიშნეს და საბედნიეროდ ყველა საჭირო წამალი ადგილზე ქონდათ. გამოალაგეს , დათვალეს, მაგრამ რადგან ამ ყველაფრისთვის საჭირო 2 ათას რაღაცა ლარი ჯიბეზე არ აღმოაჩნდა

, გივიმ უკან შეალაგებინდა და წავიდა. ჩამოუარა ყველა დიდი აფთიაქის ქსელს, ბაზები შეამოწმებინა, არცერთში არცერთი ( ამ 4 გამოწერილი წამლიდან) არ აღმოჩნდა, ისევე, როგორც სხვა, პატარა აფთიაქებში, არც გუგლმა იცოდა ამ წამლების შესახებ რამე, გარდა იმისა, რომ საქათველოში შემომტანია შპს "ბიო-ვიტალ-მორტალ-ჯორჯია". არადა ექიმმა, ეს ბოლო 4 წამალი ყველაზე მნიშვნელოვანია და არცერთ შემთხვევაში არ გამოტოვოო.
წამალს ვამბობ, მაგრამ დავაზუსტებ, საკვები დანამატი აღმოჩნდა. ჯანდაცვის სამინისტრო კი არ არეგულირებს საკვებ დანამატებს და ალბათ შიშიც ნაკლებია "ექიმების" მხრიდან ასეთ დანიშვნებზე.
თითქოს ნათელი იყო ყველაფერი, მაგრამ კოგნიტიურმა დისონანსმა მაინც შეაწუხა. ვერ იჯერებდა რაც ხდებოდა, შორიდან (ევროპული ემიგრაციიდან) არ ჩანდა ეს ჭუჭყიანი დეტალები, ატკატების თემაზე ბოლოს შევარდნაძის დროს სმენია რამე. ნუთუ მართლა ხდება ესე პირდაპირი გაგებით ათასი ლარების, არაფრის მომცემი (ან შეიძლება საშიშიც კი) ტაბლეტების გამოწერა ჰიპოკრატეს სახელით? თუ თავის თავში მოიგონა ეს ყველაფერი გივიმ?
*** შენიშვნა #1.
This story is fictional. Names, characters, places and incidents either are products of the author's imagination or are used fictitiously.
*** შენიშვნა #2.
ექიმმა რომ გაიგო, გივი 20 წელი ემიგრაციაში იყო და მუშაობდა, პურცელი გამოართვა, დოზები გაუორმაგა და 2 ახალი წამალი დაუმატა (რომელიც რა თქმაუნდა იქვე აფთიაქში უნდა ეყიდა)