14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.
1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/87...34-celi-gavida/
იელცინი ქმნის "ჩრ.კავკასიელთა კონფედერაციას" და მას სათავეში ყაბარდოელ მუსა შანიბოვს უყენებს, კრემლის შეიარაღებით ჩრ. კავკასიელთა ბანდები, თავს დაესხნენ საქართველოს 1992 წელს.
* * *
* * *
* * *
"მაზლისშვილი, 15 წლის ბიჭი, მოგვიკლეს. აქეთ უნდოდა გადმოსვლა, პრიმორსკიდან საქართველოში, და წამოვიდა სამი ბიჭი. იქ დახვდნენ პარტიზანები - უნდა გამოეცილებინათ ეს ბავშვი.
ამ დროს მოხდა შეტაკება, ამბობენ, ფეხში დაიჭრა, დაიჭირეს და წაიყვანეს. მერე ვეძებდით - ვუყურებდით მიცვალებულების გაცვლას, მაგრამ ჩემი ვიტალი არსად იყო.
ჩემმა ძმამ მაცნობა: „გავცვალეთ და დავასაფლავეთო“.
შეამოწმეს - თვალები ამოთხრილი ჰქონდა, ცხვირი მოჭრილი, მუცელშიც რაღაც საგნით - 12 ნახვრეტი, მერე ბავშვის ის მოუჭრიათ. პუტკუნა ბავშვი იყო და მხრის ხორცი მთლიანად მოუჭრიათ. მერე გავიგეთ, რომ ვიღაც აფხაზის ორმოცი ყოფილა და იქ უწამებიათ ეს."
აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი 82 წლის სოველი უზარაშვილი. ქალბატონი 1993 წლის 29 სექტემბრამდე სახლი არ დაუტოვებია, შემდეგ კი წამოსვლა მოუწია.

ამ მოკლული ბაღანას მჭრილ სხეულზე დააწერეს რუსულად: "იყიდება ქართული ხორცი"!
This post has been edited by ჩეკო on 14 Aug 2026, 21:59
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24