ისე რო დაუკვირდეთ, ეს ემიგრანტების ტრაგედიები ჩანს, იმიტომ, რომ შორს წავიდნენ და ბევრი დახარჯეს და ძნელია, მაგ დროს რომ მოტყუებული რჩებიან, თორე თბილისში ეგეთები ყოველდღე ხდება .
ჯერ მე რამდენი შემიძლია გავიხსენო--წიგნების ჯგუფში ვიყავი ხოდა ერთი წიგნი მქონდა, სტივენ კინგის "ის"- ძალიან საშინელი და საინტერესო წიგნია, სულ ახალი იყო, ვიფიქრე გაყიდვა და ვერ გავყიდე, მაგრამ განა მყიდველი არ იყო, ძალიან ბევრი ხალხი დამესია, მაგდენი წერილი ცხოვრებაში არ მიმიღია ერთად, მაღაზიის ფასთან შედარებით იაფად ვყიდიდი და თან ნერვიულობდნენ--აუუ, როგორ დამასწრო იმ ვიღაცამ..-- ვინც პირველად მომწერა, იმასთან შევთანხმდი მეთქი შეხვედრაზე, ეგრე ვპასუხიბდი ყველას. მაგრამ ის გაქრა, ვინც საყიდლად უნდა მოსულიყო.
ავტვირტე ეს წიგნი ისევ იმ საიტზე, დავწერე, რომ ადრე მომივიდა წაშლა. ვინც შემიტანხმდა, არ მოვიდა და ისევ იყიდება. და ისევ დამესია ხალხი, ის წიგნი აღარ წავშალე საიტიდან, ისევ რიგი დადგა და ისევ არავინ არ მოვიდა.. ეგრე სამჯერ გავაკეთე, ბოლოს დავწერე ცემი ტელეფონის ნომერი, მისამართი და არავის არ დავპირდები მეთქი და არ დაველოდები, უბრალოდ ვინც მოვა, აქ ვარ, ისევ იყიდება მეთქი და ვინც რარაცეების იპუტავდა ყიდვაზე, ისინიც არ გამოჩნდნენ. ბოლოს სტუმრად მოსულ ადამიანს მოეწონა და ვაჩუქე..
და იგივე სიტუაცია ხდება ნახატების საიტზეც, არის ფეისბუკის საიტი-- ქართველი მხატვრების აუქციონი და ყოველ მეორე დღეს განცხადება იდება, რომ-- ვიღაცა მომხმარებელი ადმინმა დაბლოკა და გააძევა, იმიტომ, რომ იმან აუქციონში მიიღო მონაწილეობა, ფასი დაწერა და გაიმარჯვა და აღარ იყიდა..

უბრალოდ ეხლა რამოდენიმე ათასი დოლარი ჩანს და წიგნის ფასი 25 ლარი ან ნახატის ფასი 300 ლარი ნაკლებად საპანიკოა, მაგრამ საქციელი ერთიდაიგივეა.