მოგესალმებით, მას შემდეგ რაც ეს კეისი ამოვხსენით:
ყველაზე იდუმალი სიმღერა ინტერნეტშიდავიწყე ქართული ნაკლებადცნობილი სიმღერების მოგროვება და უკვე მაქვს რეალურად უნიკალური რამდენიმე ჩანაწერი - მაგალითად, შატილის ასულოს ორგინალი ვერსია, ჩაწერილი თუშეთში, 1979 წელს, ან "თოვს თოვს მასველებს" -ის ორგინალი ვერსია, ჩაწერილი 1989 წლის ოქტომბერში (რომლის ავტორი სულაც არაა გიორგი კაშია როგორც ბევრს გონია, არამედ თემურ ფაშალიშვილია)
მაგრამ არის ერთი იდუმალი ჩანაწერი, რომელიც ვერაფრით ვერ ამოვხსენით. ძალიან კარგი სიმღერაა ერგემლიძე/სეფაშვილის სტილში, მაგრამ ორივე იძახის რომ არააო ჩემი და მე არ ვმღერივარო. ასევე ველაპარაკეთ გია მაჭარაშვილს, რომელმაც მხოლოდ საქსოფონისტის ამოცნობა შეძლო - დიდი ალბათობითო ეს უჩა კორძაია არისო, ხოლო კიდევ ერთმა მაგ დროის მუსიკოსმა ამოიცნო სინთეზატორი - Korg T3, რომელიც 1989 წელს გამოვიდა.
აგერ თვითონ სიმღერაც (ფრაგმენტი):
https://voca.ro/14HE4txKSHbRრა ინფორმაცია გვაქვს - ჩაწერილია კასეტაზე მკ 60-5, რომელსაცაწერია გამოშვების თარიღი - 89 წელი.
სინთეზატორი რომელიც გამოყენებულია ამ სიმღერაზე, ასევე არის გამოშვებული 89 წელს.
სიმღერა ჩაწერილია ტელევიზორიდან, სავარაუდოდ რაღაცა საახალწლო ღონისძიებიდან (ასე ახსოვს კასეტის პატრონს)
კასეტაზე ასევე ისმის პატარა ბავშვის ტიტინი, რომელშიც ამ კასეტის პატრონმა თავისი შვილი ამოიცნო, რომელიც დაიბადა ასევე 1989 წელს, და ხმის მიხედვით არის 3-4 წლის. შესაბამისად, სიმღერა ჩაწერილია 92-93 წლის პერიოდში, თუმცა არისო შანსი რო ეს მეორე ბავშვის ხმააო და მაშინ გამოდის 96-97 წლები (98 -ში პატრონი ამერიკაში წავიდა და ვეღარ ჩაწერდა)
ანუ გვაქვს პერიოდი 92-97 წელი, ტელევიზია, გადაცემა.
პირველი არხის რამდენიმე მხცოვან თანამშრომელს ველაპარაკეთ - მათაც არ ახსოვთ.
იქნებ ვინმეს გეცნოთ?
მადლობა წინასწარ!