4 ოქტომბრის ერთ-ერთ მიმდინარე საქმეზე სასამართლო ბრალდებულების საბოლოო სიტყვებს ისმენს.
დღეს, 15 ივნისს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ზურა ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის, რამაზ მამულაძის საქმეზე ერთ-ერთ ბოლო სხდომას უძღვება.
‼ ვლადიმერ გველესიანის საბოლოო სიტყვა:
„ჩემი დაკავება სასაცილოც კია, საცირკო შოუ დამიდგეს სახლში“, — ამბობს გველესიანი და იხსენებს დაკავებას, რომელიც იმდენმა სპეცრაზმელმა განახორციელა, თითქოს, ტერორისტი ყოფილიყო.
„ერთი თითიც კი, სუბიექტზე კი არა, ობიექტზეც არ მაქვს დაკარებული. თურმე ღობე გადავანგრიე, ერთი კადრიც არ არსებობს, რომ ღობეს ფიზიკურად ვეხები, ან ვინმეზე ვძალადობ, ან ამის მცდელობა მაქვს. რომ მნდომებოდა, თქვენი აზრით, ვინმე გამაჩერებდა? წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის.
პროკურატურა 8 თვეა მიმტკიცებს, დამნაშავე ხარო. რაში ვარ დამნაშავე? როგორ შეიძლება აქციაზე დგომის გამო ადამიანს პროკურატურიდან 6- წლიანი ბრალი მოუტანო?
არ მრცხვენია და არ ვნანობ, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო მიწევს აქ ყოფნა.
დოქსოპულო კობახიძე დაგვპირდა, სიურპრიზს მოგიწყობთო და მოაწყო. ბრალდებულის სტატუსი მაქვს და კობახიძე ამბობს, დამნაშავეები არიან და თუ მოაწერენ საპროცესო შეთანხმებას ხელს, გარეთ გავლენო. ვინ მისცა მას ამის უფლება? მე არ ვარ დამნაშავე, მე ვარ ბრალდებული! სიცილით შევხვდები ჩემს განაჩენს, არა სასამართლოს უპატივცემლობის გამო. ეს იქნება დიდი სპექტაკლი, სადაც გამასამართლებენ და მე ვიქნები ტუსაღი.
ჩემს შვილებს ვეტყვი, სახლში პირველი ჭიქა სამშობლოს სადღეგრძელო დალიეთ, რაც გასწავლეთ, არ გადაუხვიოთ, იყავით პრინციპულები.
იბრძოლეთ, არ შეგეშინდეთ!“, — განაცხადა გველესიანმა.
ამ კონკრეტული საქმიდან რამდენიმე ბრალდებულმა [სერგო მეგრელიშვილმა, გიორგი რურუამ, გიორგი ქორქიამ, ლაშა ივანაძემ, ლევან ჯიქიამ, ხვიჩა გოგოხიამ] საპროცესო შეთანხმება დადო და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, გასულ კვირაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24