ვულოცავ ამ გამწარებულ ხალხს გამარჯვებას, კორუმპირებულ ქოცხროვის გატეხვას და მათ იძულებას, რომ გამოჰყონ საჭირო თანხები საბრალო ბავშვების გადასარჩენად.

ყოჩაღ თქვენ! აფერუმ თითოეულ მოქალაქეს რომელმაც სძლია ბოროტსა - რამეთუ სიკეთის არსება გრძელია!

ჩვენი მოთხოვნა იყო - „წამალი ბავშვებს“, ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. პირველ რიგში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება ეს მედიკამენტებიც. ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით, რადგან ჩვენთვის პირველი-ორი წამალი არის ძალიან დიდი მიღწევა - ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის უკვე გადარჩენილი , - ამის შესახებ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა კახა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა წიქარიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, მშობლები კმაყოფილები არიან.
„მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვება არის მთელი საქართველოს გამარჯვება. აქ არ შეიძლება რაიმე ეჭვი გაჩნდეს, ვის ეკუთვნის გამარჯვება.ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას.
ჩვენი მოთხოვნა იყო - წამალი ბავშვებს, ჩვენი ბავშვები მიიღებენ წამალს. პირველ რიგში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორ წამალზე. რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, კარები დარჩა ღია, ე.ი. სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება ეს მედიკამენტებიც. ასე რომ ხელისუფლებას ამ ნაწილში ჩვენ ულტიმატუმს ვერ წავუყენებდით იმიტომ, რომ ჩვენთვის პირველი-ორი წამალი არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან დიდი გამარჯვება. ვიმეორებ, რაც შეეხება დანარჩენ ორ მედიკამენტს, კარები ღია რჩება დაიქნება შემდგომი განხილვებისა და დისკუსიის საგანი. ეს მედიკამენტებიც ჩვენს ჩამონათვალში შედიოდა, ჩვენ ამასაც ვითხოვდით და ამ მედიკამენტებზეც მსოფლიოში უკვე არსებობს ძალიან მზარდი და გავრცელებული პრაქტიკა. ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ კმაყოფილები. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი, ეს არის მთელი საზოგადოების ბრძოლის შედეგი და ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
მისი თქმით, ყოველდღიური აქციები დასრულდება, კვირას კი გაიმართება მადლობის მარში.
„გაიმართება მადლობის მარში იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ მხარდამჭერებს, მთელ საქართველოს და ასევე ხელისუფლებას, რომელიც ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა და ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ბავშვების სიცოცხლე არის უკვე გადარჩენილი, შეიძლება ვთქვათ. ერთი მიზანი, რაც გვამოძრავებდა ამ ვითარებაში რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური გამოსავალი, მას მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, რაც მივიღეთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლესთან დაკავშირებით, არის მიღწეული“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება" - დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი"ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს - ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში," -ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 1.5-2 თვის ვადაში მედიკამენტები იქნება უკვე საქართველოში, ბავშვები დაიწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას.
„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის გამარჯვება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მუშაობა იწყება კონკრეტულ მედიკამენტებზე დღეიდან. 1.5-2 თვის ვადაში მედიკამენტები იქნება უკვე საქართველოში, ბავშვები დაიწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას. მთავარია, რომ დიუშენის თემა გადაწყდა ჩვენს ქვეყანაში. გადაიდგა უკვე ნაბიჯები. დღეიდან იწყება უკვე მუშაობა, შეიქმნება სამუშაო გუნდი, სადაც ვართ ჩვენც, მშობლებიც. ყველა ეტაპზე და ყველა შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას.
ორი მედიკამენტით დაიწყება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. ცოტა მეტი პროცესი სჭირდება დანარჩენ მედიკამენტებს. გრძელდება მუშაობა, არ დასრულებულა, უბრალოდ პირველ ეტაპზე, ყველაზე მოკლე ვადაში რა გადაწყვეტილებაც შეიძლება რომ მიგვეღო და სასწრაფოდ დაეწყოთ ბავშვებს მკურნალობა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 მედიკამენტით დაიწყებენ. ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს. დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში“, - განაცხადა თაკო გოგალაძემ.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
This post has been edited by ჩეკო on 4 Jun 2026, 19:10
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24