ახალი ლოკაცია, ახალი პირობები და ახალი სასწავლო წლიდან უკვე საქართველოში აღიარებული სასწავლო პროგრამა!
რა იცვლება?
- ახალ კამპუსში გადავდივართ, საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე.
- გვემატება წრეები სკოლის შემდეგ, როგორც ჩვენი ბავშვებისთვის, ისე სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის - პროექტული სწავლებითა და საინტერესო დისკუსიებით!
- აქამდე მხოლოდ ამერიკული აკრედიტაცია გვქონდა. ახალი სასწავლო წლიდან კი ჩვენი სასწავლო პროგრამა, რომელიც 24 ქვეყნის 300-ზე მეტ სკოლაშია აპრობირებული, საქართველოს მიერაც იქნება აღიარებული!
რა არ იცვლება?
- არ იცვლება პროექტული სწავლების და “მოსწავლის მიერ მართული განათლების” პროგრამა, რომელიც Acton Academy-ს სკოლების მსოფლიო ქსელისგან გადმოვიღეთ და უკვე 1 წელია წარმატებით დავნერგეთ ჩვენთან. ჰკითხეთ ჩვენს ოჯახებს!
- არ იცვლება მიდგომა მოსწავლეებთან. მათ ისევ ბევრი თავისუფლება, მაგრამ თან ბევრი პასუხისმგებლობაც ექნებათ. ყველაფერი კი გაკეთდება იმისთვის, რომ მათ ჩვენთან თავი ბედნიერად იგრძნონ და საკუთარი ტემპით განვითარდნენ. ისინი ისწავლიან როგორ ისწავლონ; როგორ გამოიყენონ ცოდნა რეალურ ცხოვრებაში; და როგორ იყვნენ კარგი ადამიანები.
- სკოლა ისევ მთელი წელი მუშაობს და თუ ამ ზაფხულს თბილისში ხართ, შეგიძლიათ უკვე მოიყვანოთ შვილი - საზაფხულო სკოლის საჭიროება აღარსოდეს გექნებათ.
ასე რომ, თუ ოდესმე გიფიქრიათ ჩვენთან ბავშვის გადმოყვანაზე და რამემ შეგაფერხათ, იჩქარეთ, უკვე დანერგილი და გამოცდილი მეთოდოლოგიით, საქართველოში აღიარებული პროგრამით და ახალი, მყუდრო კამპუსით დავბრუნდით.
თან სულ 100 ადგილია დარჩენილი: 70 პრე-სქულში და 30 დაწყებით კლასებში!
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd.../viewform?pli=1
This post has been edited by Dface on 22 Jun 2026, 14:49
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//