#62660090 · 14 Jul 2026, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთავარი კითხვა, რომელიც მუდამ უნდა ისმოდეს ქოცური ბინძური, ანტიევროპული პროპაგანდის გასანულებლად, სანამ ეს ანტიკონსტიტუციური უმსგავსობა გრძელდება, მაგრამ კითხვა, რომელიც არ ისმის. ეს კითხვა ვერ იქნება ერთ წინადადებაში ჩატეული, რადგან კითხვა ეშმაკთა მანქანით ნაქსოვი სიცრუის პროგაგანდას უნდა დაესვას და ეშმაკები სიცრუეთა გრაგნილს ისეთი სიპრიალით აოვალებენ, რომ ძალზე ძნელია ხელი ჩაავლო სლიპინა გრაგნილს; მაშ ასე, როდესაც ქოცი ამბობს, რომ ევროპა საქართველოსგან ითხოვს ისეთი პირობების შესრულებას, რომ თუ ქვეყანა ამ პირობების შესრულებას დათანხმდება, მაშინ ქვეყანა დაკარგავს თავის იდენტობას. ბატონი კობახა მუდმივად აპელირებს დილემის ამგვარ კონსტატაციაზე და არასდროს არ ამბობს ნათლად და მკაფიოდ იმას, თუ რეალურად რას და როგორ ჰკარგავს საქართველო ჩვენთვის შესასრულებელ პირობათა შესრულების შემთხვევაში. არა, ამ კითხვის დასმას ჟურნალისტები ვერ ახერხებენ მათი დაბალი კვალიფიკაციის გამო და თუ ვინმე კითხვის ამგვარ დასმას მიუახლოვდა, სიცრუის მამის შვილი მყისვე იგრძნობს საფრთხეს და მყისვე გადახერგავს კითხვასთან მისავალ სივრცეს. ის აშენებს გაუვალ ბარიკადებს დემაგოგიური სიტყვების ნაყარ-ნუყარით. რა არის ეს ხარახურა სიტყვები? ეს სიტყვები უკვე ქართულ ეროვნულ და მეტწილად ძალზე არაცნობიერ შრეებს უღიტინებს და ცნობიერში კი ქოცი აჟრიალებს კაცთა გათხოვებას, მამაკაცის რძეს, წარმოსახვაში კი სურათხატებს, როგორ კოტრიალებენ შიშველი კაცები ლოგინებში. ქართველ, გაუწმენდავ ასტარალური სხეულის და სამშვინველის კაცებს თუ ქალებს გონება გვებინდება და არასასიამოვნო ჟრუანტელების გავლენით შესაძლოა ყმუილი აღმოგვხდეს: არა წამხდარ ევროპას! ამ ყმუილს ცეცხლს შეუგზნებს ქოც-ტროლ-ბოტთა ათასეულების წივილ-კიველი: ძიირს გეების ევროპა, ძირს ამერიკა. წარმატებები პრემიეროოოოო! მესანთლე ცუცა და მამაო ჰანთუყი ლოყებს დაიხოკავენ. სინამდვილეში ასეთი მარტივია ამ დიდი სიცრუის მოკლე და თიხის ფეხები, მაგრამ ეშმაკი ჭკვიანია და საქმეს მისტიფიცირების ბონდოვანებაში ხვევს. აქვე, ამგვარ კითხვას ვინც დასვამს, უნდა დასვას კითხვის თანმდევი მეორე ელემენტიც: რას გვავალებს ევროპა ისეთს, რომელიც არ დაუვალებია ყველა ევროკავშირში შემსვლელი ქვეყნებისთვის, რატომ შეგვიჩნდა მხოლოდ ჩვენ? ე.ი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ აძალებს კაცების გათხოვებას, მაგრამ ჩვენ ვალდებულად გვხდის? (სიტყვასიტყვით). ვისაც შეგიძლიათ საკითხი კიდევ უფრო გაამარტივოთ, - გაამარტივეთ! რას ჰკარგავს ქოცი და არა საქართველო? - ქოცები ჰკარგავენ ხელისუფლება - ძალაუფლებას, რომელი ინსტრუმენტის დაკარგვითაც ჰკარგავენ ქვეყნის სიმდიდრის უკონტროლო ძარცვის შესაძლებლობას, ჰკარგავენ ბიუჯეტის პირდაპირ ყვლეფის საშუალებას, კონსტიტუციის შეურაცხყოფის უნარს, ყველა სახელმწიფო შტოს კონტროლს, გაუპატიურებულ საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებითი პუტჩის უკვე მერამდენედ განხორციელების საშუალებას და ა.შ. ქოცი დაჰკარგავს იმ პროპაგანდისტური სიცრუის ინსტრუმენტად ხმარების საშუალებასაც, რომ საზოგადოება თურმე აღშფოთებულია ევროკავშირის რეზოლუციებით და ა.შ. საზოგადოება ქოცური საბედნიეროდ ნამდვილად არ არის. ქოცებს საზოგადოება კი არა, ფულით და პროპაგანდით გამრავლებული მრევლი ჰყავს, რომელიც რაღაც უბადრუკ და წარმავალ ლუღლუღს წარმოადგენს.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|