"იაფი დენი იხარჯება, შემოსავალს არ ვიღებთ და ენერგო ბალანსი აღარ დგება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, მიღებული ენერგეტიკული დისბალანსი, რაც საბოლოოდ, დენის მასშტაბურ ავარიულ გათიშვებში აისახება, პირდაპირ კავშირშია საქართველოში კრიპტომაინინგის მკვეთრ ზრდასთან, რომელიც სინამდვილეში რუსულ სანქცირებულ ეკონომიკასა და სამეხდრო ინდუქსტრიას ხმარდება.
როგორც ელგუჯა ხოკრიშვილი განმარტავს, იაფი ჰიდროენერგია ქვეყნიდან გადის, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავალი კი თითქმის 0-ს ტოლფასია
"მიზეზი ჯერ კიდევ დგინდება და დღემდე არავინ იცის დიაგნოზი""გასულ 48 საათში ორი ქვეყნის მასშტაბის ბლექაუთი (დენის ავარიული გათიშვა).
სამი განსხვავებული ვერსიის გავრცელების შემდეგ მიზეზი ჯერ კიდევ დგინდება და დღემდე არავინ იცის დიაგნოზი.
ვინ სარგებლობს სინამდვილეში იაფი ელექტროენერგიით.
2025 წლის იანვარი-ნოემბერი: კრიპტომაინინგმა მოიხმარა 675 მილიონი კვტ/სთ. ეს არის ქვეყნის მთლიანი მოხმარების 5-6%. ზრდა ერთ წელიწადში თითქმის 80%.
ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, სადაც 0% მოგების გადასახადი. 0% დღგ. ნულოვანი საიმპორტო გადასახადი მაინინგის აპარატურაზე.
იაფი ჰიდროენერგია ქვეყნიდან გადის. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავალი თითქმის 0-ს ტოლფასია.
სად მიდის ეს კრიპტო.
გერმანიის ARD-ის ჟურნალისტური გამოძიება „კრიპტოომი - როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით" (2026 წლის ივლისი) აჩვენებს, რომ:
რუსული კრიპტოსისტემა A7 / A7A5-ის გავლით 2025 წლის დასაწყისიდან განხორციელდა 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციები ჩინეთთან, საუდის არაბეთთან, ირანთან, დაახლოებით რუსეთის საგარეო ვაჭრობის 60 პროცენტი.
ამით ფინანსდება ნავთობი, გაზი, მიკროჩიპები, სენსორები, დრონების ტექნოლოგია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტური გამოძიება: A7A5-ს სანქციები დაუწესა აშშ-ის ხაზინამ, ევროკავშირმა კი ეს ტოკენი ისტორიაში პირველად მთლიანად აკრძალა", - წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.
მისივე განმარტებით, საქართველო ამ სქემაში როგორც იაფი დენის წყარო და რეგისტრაციის მისამართი, ისეა გამოყენებული.
"საქართველოს როლი?
იაფი დენი და რეგისტრაციის მისამართი.
ივლისში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კრიპტოპლატფორმას. ეროვნული ბანკის განცხადებით, არცერთი მათგანი მის მიერ არასდროს ყოფილა ლიცენზირებული ან ზედამხედველობის ქვეშ.
ანუ იაფი დენი იხარჯება, შემოსავალს არ ვიღებთ და ენრგო ბალანსი აღარ დგება.
ენერგო მოხმარება 2025-ში: +3%
საკუთარი გამომუშავება: −3%
სხვაობას ავსებს რუსეთი.
რუსული ელექტროენერგიის იმპორტი 2026 წლის პირველ კვარტალში ათი წლის მაქსიმუმი, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 23-ჯერ მეტი.
რუსული გაზი. 2020 წელს მოხმარების 8%, დღეს დაახლოებით მესამედი (30%).
პარალელურად ქვეყნის ბიუჯეტიდან 139 მილიონი დოლარს ჯარიმის სახით „ინტერ რაოს" ვუხდით. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ენერგოკომპანია, რომელსაც ეკუთვნის „თელასის" 75% და რომელიც აკონტროლებს ხრამჰესებს და რომელიც დედაქალაქს დენს აწვდის.
450 მილიონ დოლარზე მეტი უნდა გადავუხადოთ „ენქას", ნამახვანისთვის. ელექტროსადგურისთვის, რომელიც არასდროს აშენებულა.
ჯამში თითქმის 600 მილიონი დოლარი პროექტებისთვის, რომლებიც არ არსებობს. მიმდინარე საარბიტრაჟო მოთხოვნები 3,3 მილიარდამდეა.
ასე გამოიყურება ოცნების წარმატებული ეკონომიკური ზრდის და ქვეყნის წინსვლის მოდელი", - წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.
https://www.bpn.ge/article/154930-iapi-deni...Kg5Ohje7cm8UdBQდასკვნა: ხარბი ხიხოს მაინინგს ეწირება ქვეყანა!
ანაკონდას საქველმოქმედო ფონდი ფულის სარეცხი მანქანაა* * *
რუსულ გადატრიალებებზე და ივანიშვილის რუსულ ფესვებზე
2012 წლის არჩევნებზე და რა უნდა მოგვიყვეს სააკაშვილმა
დენის კრიზისზე
დიდი ჰესები თუ ატომური ელექტროსადგური
აფხაზეთში მოპარულ დენზე
ბიტკოინებზე და მაინინგზე
ყულევის რუსულ ნავთობზე
ივანიშვილის კორუფციაზე
საბოტაჟის ახალ საქმეზე
კორიდორზე დარუბანდიდან ნიკოფსიამდე
ევროპულ, ბრიტანულ და ამერიკულ სანქციებზე
პოლიტიკოსების თავისუფლებით ვაჭრობაზე
This post has been edited by ჩეკო on 26 Jul 2026, 20:45
#ხიხონახუი! ჟარიმა ₾500 © სქროლვა-სქრინვის სააგენტო. ცქიფო
"მხოლოდ კოღოს დაჯდომა ყვერებზე, გაიძულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას" - კონფუცი
"აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ბიძინა შევა უფლის სასუფეველში." მათეს სახარება 19:24