დღის ლუსტრაცია: საქართველოს ავტორიტარულ მიტაცებაში მონაწილე 3 პირი [ENG ⬇️]
დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტის წევრი) — რეჟიმის „შემსრულებელი“ და ძალადობის ორგანიზატორი. სანქცირებულია უკრაინის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ოპოზიციაზე თავდასხმების გამო.
კახა ბექაური (კომუნიკაციების კომისიის ექს-თავმჯდომარე) — მარეგულირებელი ორგანო კრიტიკული მედიის სადამსჯელო იარაღად აქცია. სანქცირებულია უკრაინისა და ლიეტუვის მიერ. ფიგურირებს საეჭვოდ დაგროვილი ათეულობით მილიონიანი ქონების სკანდალში.
ზვიად ცეკვავა (თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე) — სანქცირებულია ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ პოლიტიკური დევნისთვის. უკანონოდ აკავებს და სჯის პროევროპული აქციების მონაწილეებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს.
კახა კალაძე
თბილისის მერი
საქმე: მმართველი პარტიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ავტორიტარულ პოლიტიკასა და ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ბოროტად იყენებს მუნიციპალურ რესურსებს საჯარო სივრცის შესაზღუდად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად. 2025 წლის საპროტესტო აქციების დროს წაახალისა ძალადობა დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე, იყენებდა შეურაცხმყოფელ ენას ქალი მომიტინგეების მიმართ და საჯაროდ უჭერს მხარს დემოკრატიული, ანტიკორუფციული ინსტიტუტების რღვევას.
სტატუსი: სანქცირებულია ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ (სავიზო შეზღუდვები), ასევე უკრაინის მიერ (აქტივების გაყინვა) დემოკრატიული უკუსვლისა და ავტორიტარული პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
ნუ მისცემთ რეჟიმს ანონიმურობის უფლებას!
გაეცანით საქართველოს ავტორიტარულ მიტაცებაზე პასუხისმგებელ პირთა სიას და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს: thelist.sabcho.org
* * *
ნინო სახელაშვილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
საქმე: მონაწილეობს სასამართლო კორუფციაში, ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეების დევნაში. ბოროტად იყენებს სასამართლო ძალაუფლებას ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სამიზნეში ამოსაღებად. მან პოლიტიკური ნიშნით, არაპროპორციული და პროცედურულად უსამართლო განაჩენით, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. მისი გადაწყვეტილებები ემსახურება მმართველი პარტიის რეპრესიულ პოლიტიკას და უშუალოდ უწყობს ხელს კანონის უზენაესობის რღვევას.
სტატუსი: სანქცირებულია ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ (სავიზო შეზღუდვები) ჟურნალისტების, ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან რეპრესიებში მონაწილეობისთვის.

მარი მეშველიანი
პროკურორი
საქმე: ბოროტად იყენებს საპროკურორო უფლებამოსილებას პოლიტიკური ოპონენტებისა და პროტესტის მონაწილეების სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიზებულ საქმეებში ოპოზიციის ლიდერების (მათ შორის ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის) წინააღმდეგ. მისი საქმიანობა პირდაპირ ემსახურება ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და პროევროპული აქციების ჩახშობის გამართლებას.
სტატუსი: სანქცირებულია ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ (სავიზო შეზღუდვები) პოლიტიზებული სასამართლო პროცესების, მანიპულირებული მტკიცებულებების გამოყენებისა და ოპოზიციის დევნაში მონაწილეობისთვის.
* * *
ზურაბ მახარაძე
პრორუსული პროპაგანდისტი და „ალტ-ინფოს“ ლიდერი
საქმე: პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდისტული ქსელის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. უშუალოდ მონაწილეობდა, ხელმძღვანელობდა და ფინანსურად უზრუნველყოფდა 2021 და 2023 წლებში მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს.
სტატუსი: სანქცირებულია აშშ-ის მიერ „გლობალური მაგნიტსკის აქტით“ (აქტივების გაყინვა) ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისთვის. ასევე დაწესებული აქვს სავიზო შეზღუდვა ესტონეთის მიერ.

პაატა სალია
იუსტიციის მინისტრი
საქმე: საკვანძო ფიგურა მედიის მიტაცებასა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის რანგში მან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა გაანადგურა. ამჟამად, როგორც იუსტიციის მინისტრი, იგი უშუალოდ არის პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესუსტებაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სამართლებრივი ზეწოლის განხორციელებასა და რეჟიმის ავტორიტარულ კონსოლიდაციაზე.
სტატუსი: სანქცირებულია ესტონეთის მიერ (სავიზო შეზღუდვა) მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის დევნაში მონაწილეობისთვის.
* * *
ლაშა სალუქვაძე
პოლიციის მაღალჩინოსანი
საქმე: აქტიურად მონაწილეობს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ დარბევასა და განსხვავებული აზრის დევნაში. ვიდეომტკიცებულებებით იდენტიფიცირებულია, როგორც 2024 წლის ნოემბერში, ცესკოს შენობასთან ქალ მომიტინგეებზე მოძალადე პირი. გარდა ამისა, პირადად მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო, იყენებს საპოლიციო მექანიზმებს სამოქალაქო აქტივისტების (მათ შორის, ნათია გაბრავასა და ია მელითაურის) სოლიდური სადამსჯელო ჯარიმებით დასაშინებლად.
სტატუსი: მხილებულია სამოქალაქო და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცრუ ჩვენებების მიცემაში.

კობა ჩაგუნავა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
საქმე: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. მან არაერთხელ გამოიტანა სადამსჯელო გადაწყვეტილებები, გამოიყენა მკაცრი ადმინისტრაციული პატიმრობა და მსხვილი ჯარიმები აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დასასჯელად (მათ შორის არიან ნიკა გვარამია, დავით ქაცარავა, ქეტა ციცქიშვილი და სხვები). მისი ქმედებები ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს, უხეშად არღვევს კანონის უზენაესობას და ხელს უწყობს რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობას.
სტატუსი: სანქცირებულია ოპოზიციისა და მომიტინგეების პოლიტიკური დევნისთვის. სანქციები დაწესებული აქვს ესტონეთის, ლიეტუვასა და ჩეხეთის მიერ.
* * *
თეა წულუკიანი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა (ყოფილი იუსტიციისა და კულტურის მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი)
საქმე: აქტიურად მონაწილეობს ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებასა და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟში. მინისტრის პოსტებზე ყოფნისას მან ცენტრალური როლი შეასრულა სახელმწიფო და კულტურული ინსტიტუტების მიტაცებაში, განსხვავებული აზრის მქონე კადრების წმენდასა და სამოქალაქო საზოგადოების შესუსტებაში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა პოლიტიკურად მოტივირებულ საგამოძიებო კომისიას, რომელიც ოპონენტების დევნასა და დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
სტატუსი: სანქცირებულია დემოკრატიული უკუსვლისა და ავტორიტარული პოლიტიკის ხელშეწყობისთვის. შესვლა აკრძალული აქვს ლიეტუვასა და ესტონეთის მიერ, ხოლო უკრაინამ მისი აქტივები გაყინა.

გიორგი ჩარექაშვილი
სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელი / პოლიციელი
საქმე: უშუალოდ მონაწილეობდა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ჩახშობაში და აძლევს ცრუ ჩვენებებს აქტივისტების (მათ შორის, დავით გოგილაშვილის) წინააღმდეგ. მისი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ფაბრიკაციასდა სამოქალაქო საზოგადოების დევნას ემსახურება.
სტატუსი: სანქცირებულია პროტესტის ძალადობრივი ჩახშობისა და ცრუ ჩვენებების მიცემისთვის. შესვლა აკრძალული აქვს ლიეტუვასა და ესტონეთის მიერ.
* * *
ნინო გალუსტაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
საქმე: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ახალგაზრდების მიმართ მკაცრი, მრავალწლიანი პატიმრობის გამოსატანად. მისი სადამსჯელო გადაწყვეტილებები ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს, რაც პირდაპირ უწყობს ხელს რეჟიმის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობას.
სტატუსი: სანქცირებულია პროტესტის მონაწილეთა და ოპოზიციის დევნისთვის. შესვლა აკრძალული აქვს ლიეტუვასა და ესტონეთის მიერ, ხოლო ჩეხეთმა მისი აქტივები გაყინა.

შალვა თადუმაძე
შს მინისტრის მოადგილე (ყოფილი გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი)
საქმე: ახორციელებს ზედამხედველობას ძალებზე, რომლებიც ძალადობრივად უსწორდებიან მშვიდობიან მომიტინგეებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებს. მისი ხელმძღვანელობით, უწყება დემოკრატიული უკუსვლისა და რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.
სტატუსი: სანქცირებულია პროტესტის ძალადობრივი ჩახშობისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. შესვლა აკრძალული აქვს ლიეტუვას მიერ, ხოლო უკრაინამ მისი აქტივები გაყინა.
* * *
დავით ანთაძე
შსს, პოლიციელი
საქმე: მონაწილეობს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში და აძლევს კოორდინირებულ, ცრუ ჩვენებებს აქტივისტებისა და ჟურნალისტების (მათ შორის, მზია ამაღლობელის) წინააღმდეგ. ამით იგი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების და განსხვავებული აზრის ჩახშობას.
სტატუსი: სანქცირებულია პროტესტის ძალადობრივი დარბევისა და ცრუ ჩვენებების მიცემისთვის. შესვლა აკრძალული აქვს ლიეტუვას მიერ.

გულიკო კაჟაშვილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
საქმე: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების (მათ შორის, სტუდენტების) დასასჯელად. მისი გადაწყვეტილებები ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს და ხელს უწყობს სასამართლო სისტემის რღვევას.
სტატუსი: სანქცირებულია მომიტინგეების უკანონო პატიმრობისთვის. შესვლა აკრძალული აქვს ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ.
* * *
ალექსანდრე დარახველიძე
შს მინისტრის მოადგილე
საქმე: ზედამხედველობს დანაყოფებს, რომლებიც ძალას იყენებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სტატუსი: სანქცირებულია ბრიტანეთის მიერ არაადამიანური მოპყრობის გამო. შესვლა აკრძალული აქვს ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ, ხოლო ჩეხეთმა მისი აქტივები გაყინა.
https://www.facebook.com/CivicCouncilGE This post has been edited by ჩეკო on 26 Jul 2026, 03:33