ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო ხელოვნური ინტელექტის (AI) რეგიონულ ჰაბად ყალიბდება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა GAIN-მა მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი (MICM) ევროპის წამყვან AI კვლევით ცენტრებთან - DFKI-სთან (გერმანია) და Inria-სთან (საფრანგეთი) გააერთიანა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარებას.
შედეგად:
გადამზადდა 27 ქართველი მკვლევარი
MICM-ში შეიქმნა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
შეიქმნა AI ინსტრუმენტები ნეიროდეგენერაციული დაავადებების ადრეული გამოვლენისთვის
შეიქმნა დიდი ენობრივი მოდელები ქართული ენისთვის
შემუშავდა 4 მონაცემთა ბაზა, ღია წვდომის 5 პროგრამული უზრუნველყოფა და 2 AI მოდელი
წაიკითხეთ სრული ისტორია:
https://eu4georgia.info/4woawUO