გამარჯობა, მე მქვია დავითი, ვარ 38 წლის და წელს ვამთავრებ 3.5 წლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ზეინკალი შემდუღებლის პროფესიით რომელიც გერმანულად ჟღერს metallbauer. fachrichtung: konstruktionsmechaniker.
პარალელურად ვიღებ პრაქტიკულ და თეორიულ აკადემიურ განათლებას ეგრედ წოდებულ მასტერკლასს გავდივარ სადაც 100 ქულიდან არსად არ მაქვს 98ზე დაბალი.
სამუშაო პრაქტიკა მაქვს როგორც კიბე მოაჯირი და სხვა სამშენებლო კომპონენტებზე, ასევე მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილების ჩასაბმელებზე და სხვადასხვა მარკის ფოლადზე.
შემიძლია როგორც აქტიური ასევე ინერტული გაზით შედუღება ელექტროდი მიგი მაგი ტიგ და ასევე სპილენძის შედუღება ავტოგენით. მაქვს ძალიან სუფთა ხელი და ხარისხიანი ნაკერი. შემიძლია თერმული ჭრა აცეტილენით. შემიძლია დეფორმაციების გასწორება პროპანის გაზით და ასევე შემიძლია ნახშირის ან პროპანის სამჭედლოში მუშაობა - მაქვს გამოცდილება პატარა ფუნქციონალური დეტალების ჭედვის და შესაფერისი სიმტკიცის მიცემის გამოცდილება.
შემიძლია ნახაზების კითხვა და ასევე ესკიზების და ნახაზების შექმნა. შემიძლია სამშენებლო მატერიალის სტანდარტის შესაფერისად შერჩევა და შემიძლია ეკონომიურად მუშაობა (სწორ დროს სწორი ხელსაწყოს გამოყენება) მაგალითად საღებავს შკურკით არ ვაცლი და ა.შ.
ვდგები დილით ექვსის ნახევარზე, მიჩვეული ვარ დისციპლინირებულ მუშაობას და ასევე პატივისცემას ჩემდამი და ჩემი საქმისადმი, ასევე პატივს ვცემ და ვაფასებ გარემოს სადაც ვმუშაობ. ექიმთან მივდივარ აუცილებლობის შემთხვევაში. რათა შემდეგ უფრო დიდხანს არ მომიწიოს სახლში ჯდომა.

სამსახურს ვეძებ იქითა წლის ზაფხულიდან.
დამოუკიდებლად შემიძლია დავთვალო მასალის ზუსტი გასავალი და შესრულებული შეკვეთის თვითღირებულება. ვმუშაობ აუჩქარებლად, არასოდეს არ ვტოვებ შეცდომას გამოუსწორებლად - საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდები.
თვეში 3500 ლარიანები ნუ მომწერთ, ამ ხელობის ფასიც ვიცი და ჩემი თავის ფასიც.
This post has been edited by კანფეტებიანი-კოსმონავტი on 3 May 2026, 20:54
.