#62682181 · 2 Aug 2026, 18:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაინტერესებს სავალდებულოა თუ არა მოქმედი კანონმდებლობით ყოველწლიური განახლება ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან მიკრობიზნესის და ინდმეწარმეებისთვის თუ ისინი ერთი და იგივე საქმიანობას ეწევიან წლების მანძილზე? ამას იმიტომ ვკითხულობ რომ ინდმეწარმეებს საგადასახადოს წარმომადგენლები ემუქრებიან 500 ლარიანი ჯარიმით თუ ყოველწლიურად არ განაახლებენ ამონაწერს, რომელიც მგონი 80 ლარი ღირს დაჩქარებული წესით რომლებსაც დაშინებული მეწარმეები გარბიან და იხდიან უცებ. გემინის რომ ვკითხე ასე მომწერა: როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს და მიკრობიზნესის მფლობელს, არ გიწევთ ყოველ წელს ამონაწერის განახლება ან ხელახალი რეგისტრაცია თუ საქმიანობას არ ცვლით, რადგან ახალი კანონმდებლობით, ეს მოთხოვნა მხოლოდ კორპორატიულ პირებს ეხება.
კორპორატიული პირები, ანუ იურიდიული პირები, არიან ისეთი ბიზნესები ან ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საკუთარი სამართლებრივი სტატუსი, მაგალითად, შპს-ები ან სს-ები, და ისინი განსხვავდებიან ინდივიდუალური მეწარმეებისგან.
|