#62711636 · 2 Sep 2026, 12:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიმართლე ვერსუს სიკეთე
დასავლეთში სულ უფრო იგებს სიკეთე იგივე "ზრუნვა" (care) რაც არა მარტო სოციალური დაცვის პოლიტიკიდან და პოლიტკორექტულობიდან ჩანს, არამედ და რაც მთავარია იმით, რომ მეცნიერთა გამოკითხვით ოდენ უმცირესობა ქალების (სადღაც 40-45%) აყენებს სიმართლეს სიკეთეზე წინ და სულ მეტი ქალია მეცნიერებაში და მეტი იქნება
აქედან გამომდინარე, არასდროს მეცნიერება ასეთი არასანდო არ ყოფილა (როცა თავად მეცნიერი გეუბნება რომ სიმართლე პირველხარისხოვანი არაა, როგორღა ენდო თუნდაც ამ განცხადებისას :დდდ)
მაგრამ ვინ რას ამბობს მეორეხარისხოვანია, საქციელი აჩვენებს, რომ დასავლეთის გეზი სიკეთისკენაა, სიმართლე კი რელატიურიაო
ჭეშმარიტება თუ სამშობლო და მსგავსი დილემები ამის განშტოებებია იქ გონება ვერსუს გრძნობები
მე სიმართლისტი ვარ, მაგრამ...როგორც მე არ ვენდობი იმათ :დ სიმართლეზე, ისე ისინი არ უნდა მენდონ მე "ადამიანობაზე"
თან არც ისე სიმართლისტი გამოვდივარ, რადგან ვივისექციებს გავაუქმებდი. ამავე დროს, ვინც არა, ლოგიკურად სიმართლის მოპოვება ღირს ვიღაც 1 თუ მილიონ თუ ტრილიონ ადამიანზე ექსპერიმენტებად
საბოლოო ჯამში, თუ სიმართლე - მასშტაბი გავზარდო: სიცოცხლეზე ფასეულია, აღარ დარჩება სიმართლის გამომთქმელი და იყოდ ცარიელ კოსმოსში "ჭეშმარიტება", მაგას აზრი არ აქვს პირდაპირი გაგებით :დ მეორეს მხრივ, სიმართლის გარეშე ვერ გაიგებ, რაა სიკეთე (ან სიცოცხლე ან სამშობლო ა.შ.) და სწორედ ამისკენ გეზს ვხედავ ამ ვოუქებში, მაგიტომაც აღვსდექი :დ სულით და საქციელით უკიდურესი მემარცხენე და შლეგი ანარქისტი "ჩემიანების" წინააღმდეგ და ახლა ლამიდ შარიათის რამეებს(აც) ვიზიარებ :დდ
ჰოდა...ოქროს შუალედი? მაგრამ სადაა. ან ლოგიკურად, შესაძლებელია?
ჭეშმარიტება და ბედნიერება (ისევ გადავაფორმულირებ) შესაძლებელია ორივე ერთად, მაგრამ ასევე, ან/ან
ჰოდა როცა ან/ან არის, რას აირჩევ? მე სიმართლეს, თუნდაც მოვკვდე ან გაწყდეს კაცობრიობა. მაგრამ...ლოგიკურად გინდა ეთიკურად გინდა, სუსტი პოზიციაა ესეც
სიმართლის გარეშე სიკეთე ვერ იარსებებს "ფიზიკურად" ანუ ლინგვისტურად :დ, მაგრამ სიკეთის გარეშე სიმართლეს რა ფასი აქვს ვერ ვხვდები
არადა განა მართლა იმ დონის საცოდავი არსებები უნდა ვიყოთ, რომელიღაც ფილოსოფოსმა რომ თქვა ადამიანს არც ერთი ისეთი ჭეშმარიტება არ აქვს ან უღიარებია, რაც მისთვის სასარგებლო არააო...
რეალობას დავუბრუნდები და ირაციონალურად, როგორც და-ძმას შორის სექსზე აზრობრივ ექსპერიმენტშია "ფუუ", ისე ვიტყვი ფუუ ვოუქიზმებს სუფთა დაფას და ეგალიტარიზმს :დ (დიახ, ჩემში და აინშტაინში ეს უნდა გადაარჩინონ ტიტანიკიდან ან ჩემში და 20 წლის მომავალ დედაში, აი ფემინისტს ბოდიში :დ, თუ ჩემზე მეტად სასარგებლო არაა ეკონომიკისთვის :დ იუ გეტ ზი აიდია :დ. ამავე დროს, არ შემიძლია არ დავამატო, რომ პირადად მე უსარგებლო ჰიმნოსოფისტს ან დიოგენეს გადავრჩენ ან უწყინარ მაწანწალას, ვიდრე კორპორაციის მეტრ ფემინისტს. შეიძლება ვცდები პრაგმატულად, მაგრამ მორალი ამას მეუბნება :დ)
და...სიმართლე მახინჯი ქალია მეც გავექცევი, ასე რომ ამ ფულ ოფ შიტ :დ
ძნელიან ჩემთვის, იქნებ თქვენ იცით პასუხი
This post has been edited by კულტხელოვნ on 2 Sep 2026, 12:59
|