50 წლამდე ქალს საკუთარი ძაღლი დაესხა თავს და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ქალის გადარჩენისთვის ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიღებული, მათ შორის მძიმე დაზიანება თვალის მიმდებარედ. დაკბენილი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც თვალზე ჩაუტარდა ოპერაცია და მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველების თქმით, ძაღლი იმდენად აგრესიული იყო რომ ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.
“ასეთი არაფერი მინახავს, სულ სისხლიანი იყო. ფეხებზე სახეზე, ლოყაზე და თვალთან სისხლი გასდიოდა. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ. ძაღლი იმდენად აგრესიული იყო არ ანებებდა თავს, ვიდრე არ ესროლეს", - ამბობენ თვითმხილველი
https://www.ambebi.ge/article/348591-telavs...li-araerti-daz/რა გახდა რით ვეღარ აკრძალეს ეს მხეცი ძაღლი!
საქართველოში ოფიციალური ერთიანი სტატისტიკა კონკრეტულ ჯიშებზე საჯაროდ არ ქვეყნდება თუმცა ყოველწლიურად ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის დაგლეჯვის ათასობით შემთხვევა ფიქსირდება
ბოლო შემთხვევა მოხდა თელავში სადაც პიტბულმა საკუთარი პატრონი ორმოცდაათ წლამდე ქალი დაგლიჯა და მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა
თბილისში ვარკეთილში პიტბული საკუთარ პატრონს და ორ მეზობელს დაესხა თავს და სამივე მძიმედ დააზიანა ძაღლის გასაჩერებლად პოლიციის მიერ რამდენიმე ტყვიის გასროლა გახდა საჭირო
კიდევ ერთი მძიმე შემთხვევა მოხდა თბილისში სადაც ოჯახის პიტბულმა ორი წლის ბავშვი სახლში მძიმედ დაგლიჯა და მცირეწლოვანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
დიდი ბრიტანეთი სრულიად აკრძალულია პიტბულტერიერი და ახლახან აიკრძალა იქს ელ ბულიც ფლობა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული სასამართლო გამონაკლისის სერტიფიკატით
საფრანგეთი აკრძალულია პიტბულის ტიპის ძაღლების შემოყვანა და გამრავლება არსებულ ძაღლებზე მოქმედებს უმკაცრესი შეზღუდვები
გერმანია ფედერალურ დონეზე აკრძალულია პიტბულების იმპორტი ხოლო მიწების უმრავლესობაში მათი ყოლა პრაქტიკულად შეუძლებელია სპეციალური ლიცენზიის გარეშე
ნორვეგია და დანია ორივე ქვეყანაში პიტბული და მისი მეტისები სრულიად კანონგარეშეა გამოცხადებული
ისრაელი აკრძალულია პიტბულების ქვეყანაში შემოყვანა
კანადა ონტარიოს პროვინციაში პიტბულების ფლობა და გამრავლება სრულად აკრძალულია
ავსტრალია და ახალი ზელანდია მკაცრად იკრძალება ამ ჯიშის ძაღლების იმპორტი ხოლო ადგილზე არსებულებზე ვრცელდება სავალდებულო კასტრაცია სტერილიზაციის კანონი
თურქეთი და მალტა ამ ქვეყნებშიც აკრძალულია პიტბულტერიერების შემოყვანა გამრავლება და გაყიდვა
კვიპროსი და რუმინეთი მკაცრად ზღუდავენ ან კრძალავენ პიტბულების იმპორტს და ითხოვენ სპეციალურ ნებართვებს ფლობისთვის
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)