Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
საერთო ფორუმი
->
General Discussion
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(133)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
GREEN CARD . volume 29
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#59212886
· 11 May 2022, 00:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი!
https://dvprogram.state.gov
რჩევები :
მე როგორც გამოცდილი მოთამაშე გეუბნებით რომ თუ ადამიანი მოდის თქვენთან და გეუბნებათ რომ ის მოგაგებინებთ ორი ვარიანტია ან თაღლითია ან ალექს ტრასკი (სუპერჰაკერი ) .
წელს თამშდება დვ ლოტერი 2023 ( თარიღი არის გამგზავრების საპირწონედ ანუ 2021ში ითამაშებთ 22ში მოიგებთ და 23ში წახვალთ).
ალბათ იცით რომ უკვე მესამე წელია პასპორტი აუცილებელია შესავსებად !
როგორ წესი 2-4 ოქტომბერს იწყება ეცადეთ დასაწყისშივე შეავსოთ ბოლო დღეებში პროგრამა ჭედავს თხოვნა : თუ ძალიან არ გინდათ არ ითამაშოთ!
კითხვები .
ნუ შემოკლებით ასე ჩავსვი...
1.
რატომ ტარდება გრინქარდის გათამაშება :?
პასუხი მარტივია:აშშ-ს სურს შეინარჩუნოს მრალფეროვნება და არ იყოს მონონაციონალური (ანუ მთავარი საამაყო ეს აქვს აშშ რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი)
2.
რომელი ქვეყნიდან შემიძლია ვითამაშო??
უკლებლივ ყველა ქვეყნიდან გარდა : ევროპიდან: დიდი ბრიტანეთისა და მასზე დამოკიდებული ტერიტორიების ( გარდა ჩრდილო ირლანდიისა ), აფრიკიდან : ყველა ქვეყნიდან ნიგერიის გარდა, აზიიდან ყველა ქვეყნიდან : გარდა ჩინეთის (ტაივანის ჩაუთვლელად ) < იაპონიის სამხრეთ კორეის, ინდოეთის, პაკისტანის , ბანგლადეშის, შრი ლანკის,იაპონიის ,ვიეტნამის ,ფილიპინების და წელს უკვე ჰონგკონგიდან.
ლათინური ამერიკიდან ყველგან გარდა: მექსიკა , კოლომბია,სალვადორი ,დომინიკის რესპუბლიკა ,.ბრაზილია.
და ჩრდილოეთ ამერიკა გარდა : კანადა, იამაიკა და რა თქმა უნდა თვითონ აშშდან !
3.
ვის შეუძLია ითამაშოს? ყველას ვინც არის სკოლა დამთავრებული !
იმ შემთხვევაშI თუ არ გაქვს სკოლა დამთავრებული უნდა წარადგინო მუშაობის ცნობა 2 წლიანი სტაჟIთ .
(პროფესიების და სფეროების ჩამონათვალი იხილეთ აქ).
https://www.usadiversitylottery.com/jobs.html
4
მართალია რომ მოგვიანებით აშშ-ში ვიზის მიღებაში ხელს შემიშLის გრინ ქარდის ლატარია??
აბსოლუტური სიცრუეა ! 10 წლიანი ვიზაც მიუციათ ისეთებისთვის ვინც 5 წელი ავსებდა
5.
რა ღირს გათამაშება და რამდენჯერ შემიძლია შევავსო?და როდის?
აბსოლუტურად უფასოა თუმცაღა არსებობენ ოფისები ( აქ არ დავწერ რეკლამად რომ არ ჩამეთვალოს ) რომელიც შეგივსებენ რაღაც თანხის სანაცვლოდ . რამდენჯერაც გინდა ,ოღონდ წელიწადში მხოლოდ 1-ხელ.
როგორც ყოველთვის
30-36 დღეა გამოყოფილი ოქტომბერ ნოემბერში.
6.
მოგების შემთხვევაში ვინ შემიძლია წავიყვანო ?
კანონიერ ქორწინებაშI მყოფი მეუღლე და 21 წლამდე შვილები !
7.
როგორ შევავსო( ყველაზე საინტერესო კითხვა )
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთადერთი შევსების საიტი არის :
https://dvprogram.state.gov/
ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.
დამატებით, თუ დაქორწინებული ხართ, იგივე მონაცემები და ფოტოები იქნება შესავსები თქვენი მეუღლისთვის და თქვენი ყველა შვილისთვის. ქორწინებაში იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, ქორწინების მოწმობით.
7.1 როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი??(ქვემოთ ფოტოცაა ატვირთული როგორი უნდა და როგორი არ უნდა იყოს),.
ფოტო უნდა იყოს ე.წ. “საბუთის ფოტო”, კონკრეტულ ზომაში და პარამეტრებში. ყველგან, სადაც საბუთის ფოტოებს იღებენ, ეს მოთხოვნები უკვე ზეპირად იციან. უბრალოდ ეტყვით, რომ მწვანე ბარათისთვის გჭირდებათ ფოტო და ყველაფერს თავად მიხედავენ. ასევე, ეს მოთხოვნები თქვენც გაითვალისწინეთ და გადაამოწმეთ, ხომ არ არღვევს რომელიმე პირობას თქვენი ფოტო:
ფოტო უნდა იყოს ფერადი, კვადრატული, ზომით 600 პიქსელი 600 პიქსელზე.
ფაილი უნდა იყოს მაქსიმუმ 240 კილობაიტის (kb) ზომის, JPG ფორმატში.
თქვენი სახე (ნიკაპიდან შუბლამდე) უნდა იკავებდეს მთელი ფოტოს სიმაღლის 50%-დან 69%-მდე ნაწილს. (უფრო ზუსტად წარმოსადგენად, იხილეთ ფოტოს შაბლონი).
უნდა იყოს გადაღებული ფორმის შევსებამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე.
ფონზე უნდა იყოს ნეიტრალური, თეთრი ფერი, კედელზე არ უნდა ეცემოდეს თქვენი ჩრდილი.
უნდა იყურებოდეთ პირდაპირ კამერაში, არ უნდა იღიმოდეთ ან იბღვირებოდეთ, მიიღეთ ნეიტრალური სახე.
ფოტოს გადაღებისას, ჩაიცვით ჩვეულებრივი ტანსაცმელი, განსაკუთრებულად გამოწყობა საჭირო არ არის. არ შეიძლება გეცვათ სამხედრო, პოლიციის ან სხვა სპეციალური უნიფორმა. არ შეიძლება გეხუროთ ქუდი ან ნებისმიერი სხვა თავსაფარი.
ნებისმიერი ასაკის ბავშვის ფოტოში უნდა ჩანდეს მხოლოდ ბავშვი. არ შეიძლება ფოტოში ბავშვთან ერთად ჩანდეთ თქვენ ან ვინმე სხვა.
ახალი წესით კი, ფოტოს გადაღება სათვალეებით უკვე აღარ შეიძლება.
ფოტოს გადაღების სრული ინსტრუქცია და მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე. როდესაც ფოტო მზად გექნებათ, უკვე შეგეძლებათ ფორმის შევსება.
7.2 კიდევ რა გავითვალისწინო:
აუცილებლად დაუკვირდით, როგორ წერთ სახელსა და გვარს — ფორმაში ეს ველი უნდა შეავსოთ ზუსტად ისე, ლათინური ასოებით, როგორც ეს პასპორტში წერია.
გაითვალისწინეთ, რომ მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან ერთად მწვანე ბარათს მიიღებენ მეუღლეც და შვილებიც 21 წლამდე. თუ ფორმის შევსებისას მათ მონაცემებს არ, ან არასწორად მიუთითებთ, ისინი ამ შანსს დაკარგავენ.
ასევე გირჩევთ, შეავსოთ ფორმა თქვენი მეუღლის სახელზეც. ამით, თქვენს ოჯახს გამარჯვების ორმაგი შანსი აქვს — თუ მოიგებს თქვენი მეუღლე, მწვანე ბარათი ავტომატურად გერგებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც.
8.
თუ მოვიგე მერე მეორე დღესვე ამერიკაშ ვარ ?
არა მეორე დღეს არ ხარ რამდენიმე თვის ან 1 წლის შემდეგ დაგენიშNება გასაუბრება ( მეტს გეტყვით თუ მაღალი ნომერია საერთოდ არ დაგენიშნოთ შესაძლოა), ახლა რაც შეება ცნობილი კითხვებს :
ბილეთის ფული მე უნდა გადავიხადო?? რა თქმა უნდა . მეტიც რამდენიმე ასეული დოლარი დაგიჯდებათ ანალიზები :ტუბზე , ჰეპატიტზე და ა.შემდეგ. გარდა ამისა უნდა წარადგინო ნასამართლეობის ცნობა .
9.
როგორ არჩევს მოგებულს?
სერვერი არის მოთავსებული კენტუკის შტატში და უნივერსალური შემთხვევითობის პრინციპით არჩევს
. ასე რომ იღბალი უნდა გქონდეთ რომ მოიგოთ ან ალექს ტრასკი უნდა იყო.
ამის ფორმის შევსების შემდეგ მონაცემებს დაამუშავებს კენტუკის საკონსულო ცენტრი (KCC) აშშ-ში და მიიღებთ უნიკალურ ნომერს და თარიღს, როცა უნდა მიხვიდეთ თბილისში, აშშ-ს საელჩოში დანიშნულ გასაუბრებაზე.
10.
რა შემთხვევაში გეტყვიან უარს ?
თუ რაიმე მძიმე გადამდები დაავადება გაწუხებთ (მაგალითად ტუბი ან ჰეპატიტი ) , ან ნასამართლევი ხართ .
ჰო კიდევ თუ ადრე არალეგალად ცხოვრობდით აშშ-ში გინდ გითამაშიათ და მოგიგიათ გინდ არა. პრაქტიკულად გამორიცხულია გრინის მიღება.
კიდევ ხშირია შეკითხვები ბილეთის ფულზე, თქვენ უნდა გადაიხადოთ თუ არა . ბინით თუ უზრუნველგყოფენ რა თქმა უნდა არა არავინ არ უზრუნველგყოფს . თუ დაგასაქმებენ? ლიმუზინი თუ იქნება თქვენს განკარგულებაშ ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისულელეა . უბრალოდ აშშ-ში კანონიერი ცხოვრების უფლებას გებულობთ!
11.
გამარჯვების შემდეგ რა იქნება საჭირო ?
საჭირო იქნება სპეციალური DS-260 ფორმის შევსება ოფიციალურ ვებსაიტზე. ფორმაში კიდევ ერთხელ უთითებთ თქვენს პირად და თქვენი ოჯახის — მეუღლის და 21 წლამდე ასაკის შვილების მონაცემებს. ფორმის შევსების შემდეგ, აუცილებლად უნდა ამობეჭდოთ საბოლოო დასტურის გვერდი (Confirmation page). მის გარეშე გასაუბრებაზე არ დაიშვებით.
12.
როდის წავიდე? :
აშშ-ში პირველი გამგზავრება პაკეტის მიღებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაგეგმოთ.
13.
ჩასვლის შემდეგ როგორ გავხდე მოქალაქე?
5 წელი იცხოვრო ისე რომ არ დატოვო ერთი წლის მანძილზე 180 დღეზე მეტხანს აშშ და სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინო ,. ამ შემთხვევაშ დაკარგავ გრინ ქარდს.
14.
რითაა უკეთესი მოქალაქეობა?
როგორც აღვნიშნე ზემოთ მწვანე ბარათი შეიძლება დაკარგო ზემოთაღნიშნული ორი ქმედების გამო . მოქალაქეობას კი ვერავინ დაგაკარგვინებს!
წინა თემის ლინკი
> GREEN CARD ნაწილი 28
P.S .ალექს ტრასკი თუ გაინტერესებთ ვინაა ჰიპერკუბს უყურეთ!
P.P.S აი ფოტოც იდეალური როგორი უნდა იყოს!
This post has been edited by
ronald_wesley
on 11 May 2022, 00:08
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_palpetine_
Member
ჯგუფი: Registered
_palpetine_
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 58
წევრი No.: 266503
რეგისტრ.: 7-May 22
#59212901
· 11 May 2022, 00:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
--------------------
Dark Emperor !
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
წერილები: 3003
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10
#59212970
· 11 May 2022, 00:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ინტერვიუსთვის საჭირო საბუთების სიას წინა თემიდან ვაკოპირებ და რაღაც დეტალები ჩავასწორე:
QUOTE
https://travel.state.gov/content/travel/en/...mit-entry1.html
ეს უშუალოდ თბილისის საკონსულოს ინსტრუქციები:
https://travel.state.gov/content/travel/en/...BL-Tbilisi.html
ჩამოვწერ აქაც:
თითოეულმა აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1) ინტერვიუს ჩანიშვნის წერილი, Entrant Status Check-დან ამობეჭდილი (სადაც მოგება შეამოწმეთ იქ დააფდეითდება).
2) DS-260-ს დასტურის წერილი ანუ confirmation page.
3) პასპორტები და პასპორტის ასლები. (პასპორტები ვადიანი უნდა იყოს, თუ ძველს ვადა გაუვიდა და ახალი გაქვთ, ძველიც წაიღეთ)
4) თითოეული აპლიკანტის 2 სურათი 5x5-ზე (დაბეჭდილი, ციფრული არ არის საჭირო, მაგრამ თუ გინდათ გქონდეთ).
5) სამედიცინო ცნობა, მაგრამ მაგას ციტო თვითონ უგზავნის საელჩოს, თქვენ ხელთ ვერ გექნებათ.
6) იმ დოკუმენტების ორიგინალები, ასლები და თარგმანები რაც დასკანერებული გააგზავნეთ თავის დროზე მეილით. (დოკუმენტების გაგზავნა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ არის საჭირო, მოხსნეს ეს ეტაპი, თუმცა არ არის გამორიცხული რომ აღდგინონ).
- ორიგინალი დაბადების მოწმობები და ასლები ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
თუ ბავშვები გყავთ, ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა მიიტანოთ, მიუხედავად იმისა მოდიან თუ არა თქვენთან ერთად ამერიკაში.
- მთავარი აპლიკანტის ატესტატი და ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით (თუ განახლებული ატესტატი გაქვთ, ის ორენოვანია და მგონი უბრალოდ ნოტარიუსით დამოწმება დაჭირდება). (უნივერსიტეტის დიპლომები არ გჭირდებათ, თუ ძალიან გინდათ წაიღეთ).
- 16 წლის ზემოთ აპლიკანტებისთვის ნასამართლეობის ცნობის ორიგინალები და ასლები ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით (გულუას 10 ნომერში უნდა აიღოთ აუცილებლად. თუ სახელი ან/და გვარი გაქვთ შეცვლილი, ძველი სახელი და გვარზეც).
ნასამართლეობის ცნობები საჭიროა ასევე უცხოეთიდან, თუ 6 თვეზე მეტი გიცხოვრიათ.
დაბადების ქვეყნიდან, თუნდაც ბავშვობის მერე არ იყოთ იქ ჩასული. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხართ, იმ ქვეყნიდანაც. თუ რომელიმე ქვეყანაში დაპატიმრებული იყავით, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით.
ამერიკაში თუ გიცხოვრიათ, იქედან არ არის საჭირო.
- თუ ნასამართლევი ხართ, ე.წ. court record and prison record, აქ არ ვიცი ზუსტად რა არის საჭირო.
- თუ ქორწინებაში არ ხართ, ცნობა იუსტიციის სახლიდან, "ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ" ჰქვია დოკუმენტს, ონლაინ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი:
http://psh.gov.ge/main/page/1/491
(თუ შვილები შეგყავთ 18 წლის და ზემოთ, იმათაც დაჭირდებათ).
- თუ ქორწინებაში ხართ, ქორწინების მოწმობა და ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
თუ განქორწინებული ხართ, განქორწინების მოწმობა, თუ ქვრივი - მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ასევე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანებით.
- 16 წლის ზემოთ ბიჭებს/კაცებს, სახედრო ბილეთი, რეზერვისტის ცნობა, მსახურობდით თუ არ მსახურობდით მაგის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამაში ვერ ვერკვევი, თქვენ უკეთ გეცოდინებათ + ასლი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.
- ცნობა ბანკიდან ინგლისურ ენაზე ან სპონსორის ცნობა (ან ორივე, თუ გინდათ).
ეს არის ძირითადი დოკუმენტები.
დამატებით დოკუმენტები დაგჭირდებათ:
თუ აყვანილი შვილები გყავთ, ან ვინმეს მეურვე ხართ. ან თქვენ თვითონ ხართ აყვანილი შვილი.
თუ ამერიკიდან როდესმე დეპორტირებული ყოფილხართ.
თუ ნასამართლევი ხართ
თუ გვარი ან სახელი გაქვთ შეცვლილი (მეუღლის გვარზე თუ ხართ გადასული მაგ შემთხვევაშიც).
ანუ ყველა დოკუმენტის ორიგინალი გინდათ, ასლი და ოფიციალური თარგმანი. ნოტარიულად დამოწმება შეიძლება არც იყოს აუცილებელი, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით დაამოწმეთ, 5 ლარი უნდა სულ.
ადგილზე იხდით 330$-ს, ზუსტი თანხა უნდა გქონდეთ დოლარებში და არა ლარებში ან სხვა ვალუტებში. ხურდას არ გიბრუნებენ.
თუ მარტივი აპლიკანტი არ ხართ და რამე გართულება გაქვთ დოკუმენტების მხრივ, ამ შემთხვევაში ჯობს მიმართოთ იმ ხალხს ვინც ეხმარებიან მოგვარებაში. სხვა შემთხვევაში მარტივია და თავადაც უნდა შეძლოთ მოგვარება.
მემგონი ძირითადი ყველაფერი ჩამოვწერე, disclaimer-ს დავურთავ რომ მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას თუ რამე გამორჩენილია. ზემოთ რაც დავურთე მაგ ლინკებზე შევედი და იქ ვნახე, მე თვითონ ეს პროცესი არ გამივლია.
არსად არ წერია რომ აპოსტილით დამოწმება გჭირდებათ, თუ ძალიან გინდათ დაამოწმეთ. გაითვალისწინეთ რომ ძველ მწვანე დაბადების მოწმობებს და ძველ ატესტატებს აპოსტილით არ ამოწმებენ და განახლება დაგჭირდებათ.
ზოგადად საბუთების განახლებაზე ვერ გავიგე კარგად, ზოგი ურჩევს რომ განაახლონ და პირდაპირ ეგენი მიიტანონ, მაგრამ მოთხოვნაში წერია ორიგინალები მოიტანეთო. დაბადების მოწმობას და ატესტატს ეხება ეს ძირითადად.
თუ რამე დაგაკლდათ საბუთებიდან, პირდაპირ უარს არ გეუბნებიან, ადმინისტრაციულ პროცესზე გადაყავთ თქვენი ქეისი სანამ არ მიიტანთ ყველაფერს და მერე გასცემენ ვიზას. თუ ფიქრობთ რომ გასაუბრებამ შეიძლება აგვისტოს ბოლოს/სექტემბერში მოგიწიოთ, ყველაფერი მაქსიმალურად მოამზადეთ წინასწარ, იმიტომ რომ შეიძლება დრო აღარ გეყოთ გასაუბრების შემდეგ მისატანად.
This post has been edited by
_marishka_
on 11 May 2022, 01:05
--------------------
I never had the nerve to make the final cut
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sharlataniii
*-*
ჯგუფი: Registered
sharlataniii
*-*
ჯგუფი: Registered
წერილები: 575
წევრი No.: 119426
რეგისტრ.: 10-August 10
#59213027
· 11 May 2022, 01:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
_marishka_
გამარჯობა, DS-260 ფორმა რომ ვნახო უბრალოდ და არ დავასრულო შევსება, შეიძლება ეგეთი რამე? თუ რომ დაიწყებ უნდა დაასრულო აუცილებლად ან ინახავს მონაცემებს და მერე არ გაცვლევინებს? DS-260 სთვის რა მონაცემები (საბუთები, რიცხვები და ა.შ.) მჭირდება ეგ მაინტერესებს :დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
წერილები: 3003
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10
#59213038
· 11 May 2022, 01:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sharlataniii
კი რა თქმა უნდა შეგიძლია უბრალოდ გახსნა და თუ გინდა თვეების მერე დაასრულე.
რამდენიმე გვერდი აქვს და უნდა შეავსო და შეინახო რომ მომდევნო გვერდზე გადახვიდე.
ბოლომდეც რომ შეავსო, შეიძლება საბოლოო submit გადახედვის შემდეგ გააკეთო, როცა დარწმუნდები რომ არაფრის შეცვლა აღარ გინდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
UFolk
Inferno D’Antii <3
ჯგუფი: Registered
UFolk
Inferno D’Antii <3
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 139718
რეგისტრ.: 30-November 11
#59214574
· 11 May 2022, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბევრმა მოიგო აქ?
მე ამ დღეებში ვნახავ.
კოდიც სადღაც მაქვს მიგდებული და მოძებნა მეზარება
--------------------
When it is dark enough, you can see the stars.
Sing of beauty, sing of life
Sing of beauty, sing of death.
The delicate world that wrapped around
The disparate soul that it surrounds.
“To define is to limit.”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
წერილები: 3003
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10
#59214710
· 11 May 2022, 17:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
UFolk
რამდენიმე დღის წინაც დაწერე რომ 2-3 დღეში შეამოწმებდი.
მგონი არც ისე ძაან არ გკიდია როგორც ამბობ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
UFolk
Inferno D’Antii <3
ჯგუფი: Registered
UFolk
Inferno D’Antii <3
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 139718
რეგისტრ.: 30-November 11
#59215073
· 11 May 2022, 19:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(_marishka_ @ 11 May 2022, 17:49 )
UFolk
რამდენიმე დღის წინაც დაწერე რომ 2-3 დღეში შეამოწმებდი.
მგონი არც ისე ძაან არ გკიდია როგორც ამბობ
რომ მეკიდოს ხო არც შევავსებდი
)
წელს ყველაზე მეტად მეკიდა მეთქი, ეგ დავწერე.
This post has been edited by
UFolk
on 11 May 2022, 19:44
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
წერილები: 3003
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10
#59215076
· 11 May 2022, 19:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
UFolk
ანუ მაინც გკიდია
სხვა წლებშიც გეკიდა და ახლა უფრო მეტად? თუ რისი თქმა გინდა) თუ გგონია მაგ განწყობით რომ იქნები მოიგებ
This post has been edited by
_marishka_
on 11 May 2022, 19:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
UFolk
Inferno D’Antii <3
ჯგუფი: Registered
UFolk
Inferno D’Antii <3
ჯგუფი: Registered
წერილები: 428
წევრი No.: 139718
რეგისტრ.: 30-November 11
#59215172
· 11 May 2022, 20:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(_marishka_ @ 11 May 2022, 19:45 )
UFolk
ანუ მაინც გკიდია
სხვა წლებშიც გეკიდა და ახლა უფრო მეტად? თუ რისი თქმა გინდა) თუ გგონია მაგ განწყობით რომ იქნები მოიგებ
მოგება ყოველთვის მინდოდა, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არალეგალობაა თავისი შეზღუდვებით, თუნდაც აქ ჩამოსვლაზე.
წელს უბრალოდ იმდენად აღარ მინდოდა, როგორც შარშან. მიზეზთა გამო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sharlataniii
*-*
ჯგუფი: Registered
sharlataniii
*-*
ჯგუფი: Registered
წერილები: 575
წევრი No.: 119426
რეგისტრ.: 10-August 10
#59215444
· 11 May 2022, 21:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სალამი,
ვაქცინები რომ ახალი შემოსული იყო ამერიკა მხოლოდ ფაიზერს და ჯონსონს აღიარებდა. ახლა როგორც წავიკითხე ნებისმიერი ვაქცინაციით შეგიძლია შესვლა, მთავარია სრულად ვაქცინირებული იყო. ხოდა, ვისაც გქონიათ პრაქტიკა სინოვაკი/სინოფარმის შემთხვეაში რამე პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ? მამაჩემი უნდა დავავაქცინო (ანტივაქსერობდა :დ) ჰოდა სინო გაცილებით მარტივი გადასატანია, თუ მიიღებენ ეგ მირჩევნია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snake2009
Crazy Member
ჯგუფი: Members
snake2009
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3913
წევრი No.: 90275
რეგისტრ.: 1-May 09
#59215484
· 11 May 2022, 21:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sharlataniii თქვენ ეხლა არ მოიგეთ ეგ გრინ კარტი - ეხლა რომ იყო გათამაშება ?
თუ კი მაშინ რათ გინდათ ვაქცინები, თქვენ ვაქცინა დაგჭირდებათ 1 წელიწადში
1 წელიწადში კი 1000 ჯერ შეიცვლება ყველაფერი - საერთოდ ვირუსი გაქრება
ან სხვა ვირუსი გამოვა და სულ სხვა ვაქცინა დასჭირდება
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
არ მინდოდა კოვიდ ვაქცინის გაკეთება მაგრამ იძულებული გავხდი და გავიკეთე (((
იმიტომ რომ უნდა შევიდე გასაუბრებაზე საელჩოში
https://www.youtube.com/watch?v=eqBy9010lBA...axy432Playlists
This post has been edited by
snake2009
on 11 May 2022, 22:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
წერილები: 3003
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10
#59216012
· 12 May 2022, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თუ რამე გაინტერესებთ მწვანე ბარათთან დაკავშირებით, ამ კაცის ბლოგზე იპოვით ყველა პასუხს. თუ ვერ იპოვით შეგიძლიათ კითხოთ.
https://www.youtube.com/watch?v=is6koXSdWpU&t=1966s
https://britsimonsays.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sharlataniii
*-*
ჯგუფი: Registered
sharlataniii
*-*
ჯგუფი: Registered
წერილები: 575
წევრი No.: 119426
რეგისტრ.: 10-August 10
#59216034
· 12 May 2022, 00:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
snake2009
კი ახლა მოვიგე. თადარიგის დასაცავად მჭირდება, მეორე ვაქცინა კეთდება პირველის გაკეთებიდან 21 დღეში მგონი, ხოლო ბუსტერი 5 თვეში და როგორც ვიცი ბუსტერს ითხოვენ. ნუ მოსწრების ამბავია, თორემ ვის უხარია ეს არაფრის მომცემი ვაქცინა :დ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
_marishka_
მარი
ჯგუფი: Members
წერილები: 3003
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10
#59216044
· 12 May 2022, 00:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sharlataniii
კოვიდ ვაქცინის ბუსტერს არ ითხოვენ, ორი საკმარისია.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
General Discussion
|
იქით
»
Pages:
(133)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0385 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.