საქართველოს ქვეწარმავლებისა და ამფიბიების ატლასი -
Reptiles.geბოლო პერიოდში ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც საქართველოში გავრცელებულ ქვეწარმავლებსა და ამფიბიებს აერთიანებს ერთ ადგილას.
შევკრიბეთ ინფორმაცია საქართველოს სახეობებზე — გველებზე, ხვლიკებზე, კუებზე, ამფიბიებზე და ა.შ. თითოეულ სახეობას აქვს ცალკე გვერდი ფოტოებით, გავრცელების ინფორმაციით, განმასხვავებელი ნიშნებით და სხვა მონაცემებით.
განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს ფაუნაზე, ანუ არა უბრალოდ ზოგადად „რა გველები არსებობენ მსოფლიოში“, არამედ კონკრეტულად რა გვხვდება საქართველოში და როგორ შეიძლება მათი ერთმანეთისგან გარჩევა.
საიტზე ასევე არის:
საქართველოს სახეობების ჩამონათვალი
რეგიონების მიხედვით ინფორმაცია
შხამიანი გველების გზამკვლევი
გველის ამოცნობის მასალები
ფოტოები
ქართული და ინგლისური ვერსიები
პროექტი აქაა: Reptiles.ge —
Reptiles.geთუ ვინმეს საქართველოში ქვეწარმავლები/ამფიბიები გაინტერესებთ, სიამოვნებით მოვისმენთ აზრს — განსაკუთრებით რა ინფორმაცია ან ფუნქცია დაგაკლდათ საიტზე.