#62762970 · 25 Oct 2026, 18:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
machkhana ასეთი მაღალი ძაბვა არაა საჭირო და ზოგჯერ მავნეცაა, რადგან მოხდება სადენების და ელექტროხელსაწყოების იზოლაციის გარღვევა. უმჯობესია, თუ გააკეთებ ბგერითი სიხშირის (1 კილოჰერცი ~12-15 ვოლტი) გენერატორს და შემდეგ აამაღლებ ძაბვას ნებისმიერი ქსელური ტრანსფორმატორით 100-400 ვოლტამდე. გამოსასვლელი ძაბვა უნდა იყოს რეგულირებადი. ესაა გადამცემი. ხოლო მიმღები იქნება დაბალი სიხშირის, მგრძნობიარე, მაგალითად მიკროფონის გამაძლიერებელი, რომელსაც მიკროფონის ნაცვლად მიერთებული აქვს პატარა რელეს კოჭა. თუ გინდა კედელში სადენის აღმოჩენა, გადამცემის ძაბვა უნდა გაზარდო. თუ გინდა ერთად ბევრი სადენებში საჭიროს პოვნა, ძაბვას შეამცირებ, ამით სიზუსტე გაიზრდება.
|