მხოლოდ დილით მჟღავნდება მთრთოლვარე ვნებათაღელვა და შემაძრწუნებლად გაშიშვლებული გაჭირვება. ამ დროს შეგიძლიათ ნამდვილი მოთამაშის ცქერით დატკბეთ. მას არ უჭამია, არ უძინია, არ უცხოვრია, არ უფიქრია, იმდენად მწვავედ ამათრახებდა წაგებ-მოგების ორმაგი ღვედი..