კარგა ხანი (შვიდი თვე ყველანაირად კარგი ხანია დამეთანმხეთ) გავიდა იმ მდღიდან, როცა თბილისის ქუჩაში ერთმანეთს აზროვნების, ღირებულებათ 2 განსხვავებული სისტემა დაუპირისპირდა.
დაუპირისპირდა საკმაოდ ხისტად, რადიკალურად და მძიმე შედეგებით.
ახლა უკვე ემოციებმაც ჩაირეს, ნაადრევმა ნააზრევმა და ნაჩქარევმა დასკვნებმაც. მას შემდეგ ბევრი რამ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნახა ჩვენმა ქვეყანამ .... ბოლბოს და ბოლოს პრეზიდენტი ავირჩიეთ ( სხვათაშორის ზუსტად 6 თვის თავზე იმ დღიდან და ვერავინ დამარწმუნებთ რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა).
ამ გადმოსახედიდან იმედი მაქვს ოდნავ მაინც სხვანაირად ჩანს გასული 17 მაისი და რაც მთვარია მომავალი.
რა ვქნათ?! სად, პოლიციის კორდონის რომელ მხარეს უნდა იდგეს ჯანსაღი აზროვნების, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოყვარული (და არა მისი წარმა-მარა მაგინებელი) ადამიანი?!
ერთ მხარეს ზნეობისა და რწმენის სახელით მოძალადე ხალხის მასაა, მეორე მხარეს ჰუმანიზის ლოზუნგებით შენიღბული, გაურკვეველი მიზნების მქონე, ყოველივე ტრადიციულს დაპირისპირებული „სასტავი“.
ვინ გადაგვარჩენს და ვინ დაგვღუპავს?!
თუ გამოსავალი ორივესაგან განრიდება (დ ა კ ი დ ე ბ ა) და „ტელევიზორში“ სეირის ყურებაა?!
ან იქნება მე-3 კოლონა შევქმნათ და მთაწმინდიდან დავეშვათ „რაზგონით“? თუმცა მეეჭვება ბევრი მოვგროვდეთ და თან ამათი უმრავლესობა გზაში დავარდება, „დიხანია“ არ ეყოფა.
არა, სხვა რემე უნდა მოვიფიქროთ, ისეთი, რომ არც ევროპასთან შევრცხვეთ და არ წინაპრების ნათელ ხსოვნასთან.
აი ხომ შეიძლება ამ 17 მაისი მსვლეობას უმცირესობათა უფლებეის დაცვის მარში, ან გეი აღლუმი კი არ ერქვას არამედ მ ა რ ა თ ო ნ ი?! ხო რა, მარათონი - სპორტულ სტილში ძუნძულით ჩაირბენენ რუსთაველზე ჯერ სესქ უმცირესობები, მათ უკან „დამცავი ბუფერის „ სახით, ასევე სპორტული ძუნძულით მოჰყვებიან სამართალდამცავები, ხოლო ამათ შემდეგ, იგივე მარშრუტზე უკვე „ზნეობრივი უმრავლესობა“ გავირბეთ. მსოფლიო მედია გააშუქებს მოვლენას და იტყვის რომ აი საქართველოში 17 მაისს ხალხმრავალი სპორიტული აქცია გაიმართა რომელშიც მონაწილობა ქართული საზოგაოების ფართო სპექტრი მონაწილეობდა - სპორტი ყველას აერთიანებს, სპორტი მშვიდობა და სოლიდარობაა!
ან კიდევ უფრო კარგი,
ჩვენ ხომ ძალიან თეატრალური ხალხი ვართ, თავადაც ვგიჯდებით და სხვაბსაც ვაგიჟებთ სანახაობებით, დღესაწაულებით. ჰო და მოდი ტრადიციული ესპანური
encierro-ს პონტში მოვაწყოთ ყოველწლიური სანახაობა-ასპარეზობა.


როლური თამაშის ფორმატში, ერთ მხარეს (რა თქმა უნდა მამაოს კურთხევით) ვიქნებით ჩვენ,სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული კაუჩუკის, ან გასაბერი „ტაბურეტკებით“ შეიარაღებული ბნელი, აგრესული და ტლუ ხალხის მასა, რომელსაც პოლიციის კორდონი ძლივს აკავებს.
მეორე მხარეს კი იქნება ნათელი, დახვეწილი, ზეინტელექტუალური, მაგრამ ადვილად მოწყვლადი, სათუთი (მე ვიტყოდი „დაჟე“ ფაფუკი) და ამაღლებული უმცირესობა.
და აი ასპარეზობის სპატიო არბიტრი (ის აუცილებლად გამორჩეული VIP პიროვნება უნდა იყოს, მაგალითად ქვეყნის მოქმდეი ან ექს პრეზიდენტი, პრემიერი, მაღალი რანგის დიპლომატი, სხვა ქვეყნის ოფიციალური პირი) სასიგნალო რაკეტის გასროლით სტარტს მისცემს საჩვიდმეტმაისო თამაშობებს და პოლიციის კორდონი გაირღვევა - გავეშებული მორალური უმრავლესობა აწყვეტლი ხარებივით დავედევნებით დასხლტომის მლამობელ „პედერასტებს“, მოვედებით ქალაქის ქუჩებს, ვისაც სადაც მივეწევით უვნებელი „ტაბურეტკებით“ დავამუნათებთ. იქნება გულის მოოხება, იქნება განცდილი ექსტრიმით მიღებული ადრენალილი, ხალისობა, ხორხოცობა. წლიდან წლამდე მსურველები შეიცვლაინ მოასპარეზეთა მხარეს, ხან ჩვენ ვიქნებით ბნელები და ტლუები, ხან ... პირიქით. ყველამ უნდა გაიგოს რას გრძნობეს მოპირისპირე მხარე. ნამდვილი თეატრალური თამაშობის ჭეშმარიტი არსიც სწორედ ესაა რომ საკუთარ თავზე გამოსცადო ყველა როლი და მერე ითამაშო საკუთარი ერთადერთი ნამდვილი როლი (როგორც ვიცი შტაინერის მოძღვრებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს ასეთი რამე - ერთ დღეს რომეო ხარ, მერე მერკუციო, შემდეგ ტიბალტი, შემდეგ პარისი და ასე სათითაოდ უნდა ითამაშო ყველა როლი. ამ გამოცდილებით გამდიდრებული უბრუნდები ისევ შენ ნამდვილ როლს) მერე ჩვენი საჩვიდმეტმაისო თამაშობები გახდება მსოფლიო მასტაბით პოპულარული. ამ დღეს, ასპარეზობებში მონაწილეობის მოსაღებად ჩვენთან ჩამოვლენ მთელის მსოფლიოს უმცირესობები ... და უმრავლესობებიც. ყოველივე ეს არნახულად გაზრდის ქვეყანაში ტურისტების ნაკადს, შეივსება (ფრო სწორად ამოივსება) ბიუჯეტი, გაიზრდება პენსიები, აშენდება ახალი საწარმოები, გვექნება მიშისებური ეკონომიკური ზრდის ტემპები.
საქართველო პოპულარული და ცნობადი ქვეყანა გახდება, ჩვენ ვიქნებით ყველასათვის სამაგალითო - პირველი ქვეყანა რომელმაც ასე გენიალურად მოახერხა ტრადიციული და არატრადიციული აზროვნების გაერთიანება ერთ ახალ და ძალიან ლამაზ ტრადიციაში, ყველა ჩვენ შემოგვნატრებს (სომხები გულზე გასკდებიან), ევროკავშირი ჩვენით უსაზღვროდ აღფრთოვანებული , კარს გავიღებს კი არადა და უფრომეტიც, „სერვანდის“ თავზე შემოგვდაგმს როგორც ჭეშმარიტი ევროპული ცნობიერების სიამაყეს.
იბერია გაბრწყინდება.
მოკლედ, მოიფიქრეთ ხალხო რამე. სულ ხუთი თვეღა დარჩა. კარგად დაფიქრდით და ისე გადაწყვიტეთ სად იქმებით 2014 წლის 17 მაისს.
მე 2 დაბუბკული „ტაბურეტკა“ გავამზადე უკვე. დაბუბკული ქრისტიანული კაცთმოყვარების პონტში რა.
მაინც