ცოტა რამეს გეტყვით ღორის და ქათმის გრიპზე
ერთი ორმა მომხმარებელმა მომმართა "სიმპტომებით" ხოდა მინდა მცირედი სიცხადე შევიტანო საქმეში smile.gif
ღორის გრიპი გამოწვეულია ვირუსით რომელიც დაავადებს ღორებს და ადამიანებს (ე.წ. ზოონოზია ანუ ცხოველების და ადამიანების დაავადება)
ვირუსი არის H1N1
http://en.wikipedia.org/wiki/Swine_influenzaსაერთოდ გრიპის ვირუსები იმდენი არსებობს რომ მათი კლასიფიკაცია ცალკე მეცნიერებაა
გრიპის ვირუსი ადვილად განიცდის მუტაციას ანუ იცვლის ფორმას, თვისებებს და ასე შემდეგ
ადამიანს ერთხელ თუ დაემართა გრიპი გამომუშავდება იმუნიტეტი თუმცა მხოლოდ კონკრეტულ ვირუსზე
მაგალითად H1N1 ვირუსით თუ გადარჩა ადამიანი ეს ვირუსი აღარ დააავადებს მაგრამ H1N2 დაავადებს !!!
ამიტომ არის გრიპები საშიში
ღორებში გრიპი იწვევს ცხელებას, ლეთარგიას (ანუ ძილიანობას), ცემინებას, ხველას, სუნთქვის გაძნელებას (გართულებულ შემთხვევებში) და მადის დაქვეითებას. სიკვდილიანობა 1-4%-ია მხოლოდ ანუ 100დან 1-4 ღორი კვდება
ადამიანს შეიძლება გადაედოს მხოლოდ ცოცხალი დაავადებული ცხოველის ან დაავადებული ადამიანისაგან, შემწვარ მოხრაკულ და თერმულად დამუშავებული ხორციდან გადადების საშიშროება მინუსებში გადადის D.gif
ანუ აბსოლუტურად წარმოუდგენელია
მარა დაავადებული ახალი მკვდარი ცხოველისგან და მსის ბეწვისგან შეიძLება გადაედოს ადამიანს
ადამიანებში ღორის გრიპი იწვევს ზოგადად გრიპებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს
ყველა გრიპი ძალიან გავს ერთმანეთს და თითქმის წარმოუდგენელია სიმპტომებით მათი გარჩევა !!!
ეს სიმპტომებია:
ცხელება (ანუ სიცხე), ხველა, მშრალი ყელი, ტკივილი სხეულში (სახსრებში), თავისი ტკივილი, შემცივნება და საერთო სისუსტე დაღლილობა.
ძირითადი სიცოცხლისათვის საშიში გართულებებია (ანუ გრიპი თუ გართულდა მერე იწვევს სიკვდილს ისე არა):
სუნთქვის უკმარისობა და დარვევები , სეფსისი (თუ სხვა ინფექცია დაერთო დასუსტებულ ორგანიზმს), პნევმონია (ანუ ფილტევბის ანთება, ვირუსული პნევმონია საკმაოდ მურტალია ზოგადადა რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული), დეჰიდრატაცია (ანუ ორგანიზმის გაუწყლოება მაღალი სიცხის დროს ბევრ სითხეს კარგავს ადამიანი ამიტომ გრიპის დროს აუცილებელია ლიტრობით სითხის და ჩაის და ასე შეემდეგ სითხეების დალევა) ელექტროლიტური დისბალანსი (ამ დროს ელექტრლოიტებით მდიდარი ხსნარების ინფუზიაა საჭირო ძირითადად Na და K შემცველი)
დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ანამნეზით ანუ ადამიანს ქონდა თუ არა კონტაქქტი ღორებთან ან იყო თუ არა ისეთ ადგილებში სადაც ღორის გრიპი მძვინვარებს ან ისეთ ადამიანებთან თუ ჰქონია კონტაქტი ვისაც შესაძლოა ღორის გრიპთან ახლოს ყოფნა მოუწიათ მოკლედ სად იმოგზაურა იმის მიხედვით.
უფრო ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა ჟაჭვური პოლიმერაზას რეაქციით RT-PCR იმენნა H1N1 ვირუსის DNA (დნმ-ის) ამოცნობა ისევერ როგორც ყველა გრიპის ზუსტი დიაგნოზისთვის ეს მეთოდი გამოიყენება რომ ზუსტად იცნონ რომელი გრპიპის დნმ-ია.
სიკვდილიანობა თითქმის იგივეა რაც ღორებში ანუ 1-4 %
პრევენცია შეიძლება ცოცხალ ღორებთან (და არა შემწვარ) ქონტაქტის და და ისეთ ადგილებში მოგზაურობი თავიდან აცილება სადაც ღორის გრიპია.
მკურნალობა ძირითადად ანტივირუსული პრეპარატებით ხდება oseltamivir და zanamivir მაგალითად. ასევე გადასხმები, ვიტამინები და ელექტოლიტების შევსება. მოკლედ ადრე ასეთი გამოთქმაც არსებობდა გრიპი მკურნალობით 1 კვირაში რჩება და მკრუნალობის გარეშე 7 დღეში (ზუსტად ვიცი კვირაში რამდენი დღეა D.gif) ანუ ლოგიკა რა არის მთავარია არ გართულდეს და თავს მოვუაროთ ! smile.gif
თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ქათმის გრიპზე
http://en.wikipedia.org/wiki/Avian_influenzaძირითადად H5N1 ტიპის ვირუსით გამოიწვევა თუმცა არის ქვეტიპებიც
H5N1, H7N3, H7N7 და H9N2
კინკზე ნახეთ ქვეტიპები კიდევ ბევრი არსებობს
მოკლედ რეალურად "ქათმის გრიპით" ანუ highly pathogenic avian influenza (HPAI - მაღალი პათოგენობით გამორჩეული გრიპი)
ესეც უშუალოდ H5N1-ის შესახებ ლინკი
http://en.wikipedia.org/wiki/H5N1სიმპტომები: ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი, კონიუქტივიტი (თვალის რქოვანა გარსის ანთება) და ზოგადად ყველა გრიპისთვის დამახასიატებელი სიმპტომები.
გარტულებები აქაც სუნთქვის დაღვევები და პნევმონიაა.
იდეაში ეს გრიპი ღორის გრიპზე მეტად ვირულენტურია (ანუ საშიში) და სიკვდილიანობა 60%-ია თუმცა ითვლ;ება რომ ეს ციფრი ბევრად ნაკლებია
იმიტომ რომ ბევრ პაციენტს ემართება ქათმის გრიპი თუმცა არ გამოვლინდება სერიზული სიმპტომებით, არ მკურნალობენ და სტატისტიკაშიც არ მოხვდებიან.
დიაგნოსტიკა აქაც იგივეა : ან სად იმუგზაურა, ფერმაში მუშაობს თუ არა, ცოცხალ ქატმებთან ქონია თუ არა ურთიერთობა, ასევე ზოგადად ფრინველებთან (ამ დროს ჯობია ნადირობისგან თავი შევიკავოთ wink.gif) და ასე შემდეგ.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქცია დნმ-ის ამოსაცნობად
მოკლედ ყველა გრიპი დაახლოებით ერთმანეთს გავს და მცირედ განსხვავდებიან.
ზუსტი განსხვავებისთვის დეტალური კველვა უნდა რაც საკმაოდ ძნელია ამიტომ ძირითადად ყველას ერთი და იგივე პრინციპით მკურნალობენ და იკვლევენ რომ მინიმალურ დროში მოხდეს ხალხის სკრინინგი და მკურნალობა, რომელიც ასევე ანტივირუსული პრეპარატებით ხდება
გრიპებს ანტიბიოტიკები არ შველის !!!!
არ იმკურნალოთ ანტიბიოტიკებით, დიდი სისულელელა !!!!
ანტიბიოტიკები მოქმედებენ ბაქტერიებზე და არა ვირუსებზე.
და არ აგერიოთ სურდოში
http://www.medportal.ge/pg2.php?Id=2860&ac...Id=49&act2=fullhttp://narkozi.com/2009/01/05/bbbvbb.htmlსურდო ზედა სასუნთქი გზების ლრწოვანის კატარული ანთებაა
ძირითადად ახასიათებს გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ცხვირის სისველე
მაგრამ არ ახასიათებს ტკივილი კუნთებში და სახსრებში და არ ახასიათებს მაღალი ცხლება 38 და მეტი!!!
ავტორი:
http://www.overclockers.ge/forum/index.php?showuser=1936საინტერესოა და იმედია ბევრს გამოადგება.