levanimersვიზიარებ : D
Gio100არ ვიცი, 4-5 ცალი გავტესტე რაღა მე შემხვდებოდა ყველა გაფუჭებული... ბევრი წერს ავსტრალიურ ფორუმებზეც იგივეს რაც ჩემი გამოცდილებით დავასკვენი.... მაგ OBD ებზე.
----------------------------------------------------------------
ესეიგი შევცვალე ზეთი გადაცემათა კოლოფში : ))) როგორც იქნა
ვიხელმძღვანელე
Gio100 ის მიერ სერენას თემაში დაპოსტილი ინსტრუქციით რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას .
NISSAN SERENA CLUB. Georgia, Tbilisi. გამოვიყენე ზეთი idemitsu atf type J - 9 ლიტრი


გამოვუშვი ზეთი, თავიდან ჩამოვიდა 3 ლიტრი და 1 ლიტრის ჩამოსვლას წურწურით მოუნდა 1.5 საათი

დავუყენე უკან ზეთის ბოლტი და ფრთხილად მოვხსენი კარტერი, პრაგლატკა არ დაზიანებულა , კარტერში იყო დარჩენილი 1 ლიტრამდე ზეთი ამიტომ ფრთხილად ჩამოვიღე, ძირი ბრტყელი არ აქვს და დასადგმელად რაიმე უნდა შეუყუდო

ჩემ შემთხვევაში გალოვკები გამოდგა

უკუღმართი ბოლტი : )
Gio100 ის მეთოდი მუშაობს, გავხერხე და ატვიორკით დავიჭირე

ფილტრის ყველა ბოლტი დავალაგე მოხსნის თანმიმდევრობით წინასწარ გაკეთებულ ნახაზზე (ნაჯღაბნზე) რადგან ზუსტად იქ უნდა დაყენდეს სადაც მოიხსნა... თითოეულის ჩამოღების შემდეგ იღვრება ცოტა ზეთი და უფრო მეტი კიდევ ბოლო, ცენტრალურის ჩამოღებისას

)

ფილტრი გარეცხვამდე

ფილტრის ქვედა მხარე და ზოგადად ფილტრი დაფარული იყო მურის მაგვარი ნადებით ამიტომ მთლიანად ვაბანავე ბენზინში და ისე გავრეცხე

გერეცხილი ფილტრი


დადგა კარტერის ჯერი... ნადები საკმაოდ ბევრია მაგრამ დიდი ზომის ნამტვრევები არ არის... + ზეთის აჭრის კვალია კარტერის ძირზე


გერეცხილი მაგნიტები და კარტერი...



ამის შემდეგ დავაყენე ყველაფერი უკან ისე როგორც იყო, გადავუსვი მცირეოდენი გერმეტიკა დაზღვევის მიზნით და ჩავასხი ის 5 ლიტრი ზეთი რაც ჩამოვიდა

დანარჩენი 3,5 ლიტრი ზეთის გამოსაცვლელად გადავხსენი გამაგრილებელ რადიატორთან მილი, ისე როგორც
Gio100 ქონდა აღწერილი
მაგრამ აღმოჩნდა რომ X-trail ებში (ან მხოლოდ ჩემსაში) ზეთის ცირკულაციის მიმართულება პირიქითაა : )
ანუ როგორც
Gio100 -ს ქონდა აღნიშნული დაქოქვის მერე ზეთი უნდა წამოსულიყო ქვემოთ სურათზე ნაჩვენები არხიდან მაგრამ წამოვიდა მეორედან რომელზეც წინასწარი სიფრთხილის გამო მაინც მქონდა ჭურჭელი შეშვერილი : D

ამის მერე ჩავაბი უკან ეს შლანგი და მოვხსენი რადიატორიდან გამომავალი, დავქოქეთ მანქანა თან სიჩქარეებს ვუცვლიდით და 1 ლიტრა რომ გაივსებოდა ვაქრობდით და ვამატებდით ახალ ზეთს.
ასე გამოვიღეთ დანარჩენი 3.5 ლიტრი

ზეთის მოძრაობის მიმართულება

შედეგად საერთოდ აღარ იგრძნობა მანქანის სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვის მომენტი რითაც ძალიან გახარებული ვარ : ))
აღმართზე დაძვრა და Stall ტესტი ჯერ არ გამიკეთებია

) ჯერ ვაცდი კომპიუტერმა შეისწავლოს ახალი ზეთი