#45751430 · 22 Sep 2015, 22:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შევეცდები მოკლედ ავხსნა:
ესეიგი შარტავას ქუჩაზე (35/37 კორპუსში) უკანა ეზოში, კორპუსის შენობაშივე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში გახსნეს პატარა ქარხანა. კვირაში 7 დღის განმავლობაში მიდის გუგუნი. შაბათ-კვირას მუშების ყვირილი და დანადგარების გრუხუნი გამოძინებაში ხელს მიშლის. ამასთან უკანა საპარკინგო ტერიტორია ხშირად ჩახერგილია სატვირთო ავტომობილების მოძრაობის გამო და მუდმივად ნაგვიანდება. პერიოდულად გამოდის არასასიამოვნო სუნი. მოკლედ, ხმაური დასვენების დღეებში, სუნი, დანაგვიანებული გარემო. + ჩემი საძინებლის აივანი გადის ამ მხარეს და მთელი ზაფხული ჩახუთულ ოთახში გავატარე შაბათ-კვირას. (ხმაურს და მუშების ყვირილს რომ არ გავეღვიძებინე დილით).
არაერთხელ გამოსულან მაცხოვრებლები საყვედურებით მაგრამ შედეგი არანაირი. ყოველ ჯერზე დაპირებები: არ ვიხმაურებთ, არ დავანაგვიანებთ, სუნს არ გამოვუშვებთ და ა.შ.
მაინტერესებს იურიდიულად აქვთ უფლება მათ ფუნქციონირების? კანონი არ ირღვევა? დავიტანჯეთ უკვე დამანერვოზეს.
--------------------
Poker is a lot like sex. Everyone thinks they are the best, but most don’t have a clue what they are doing.
ჩერეზ შეყვარებული ©
|