forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (103) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტურისტული აღჭურვილობა, ნაწილი IV
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25140
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 17:34  #45164383      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
1. თუ გესაჭიროებათ ინფორმაცია ნებისმიერი სახის ტურისტულ აღჭურვილობაზე.

2. თუ გაქვთ ახალი ტიპის აღჭურვილობა, უკვე გამოცდილია და გსურთ რეკომენდაცია გაუწიოთ ამ საქონელს

3. თუ შეგიძლიათ, რომ სხვებს ათხოვოთ საკუთარი აღჭურვილობა (თუნდაც მიაქირავოთ)

4. თუ უბრალოდ გაინტერესებთ აღჭურვივილობის მახასიათებლები, ხარისხი, გამოყენების პირობები

5. თუ მიდიხართ სამოგზაუროდ სადმე და არ იცით თან რა წაიღოთ და რა გამოადგება და რა არა


გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება

დასვით კითხვები სამთო, ტურისტულ, სპორტულ, სამხედრო თუ სხვა სახის აღჭურვილობაზე და ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ უცნობი მოგზაურები შეეცდებიან გაგცენ ამომწურავი პასუხი biggrin.gif


გამოსადეგი ბმულები, გვერდები და საიტები

ს.ო. აისის ბაზრობა
ასევე, აღჭურვილობის გარჩევა

Karavi.ge (თუმცა აქ პასუხის გაცემას მაინც და მაინც ნუ მოელით biggrin.gif)

Camp.ge და მისი ტურისტული ბაზარი

ღია და დახურული ჯგუფები პირწიგნაკზე:

სალაშქრო აღჭურვილობის ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა, გაქირავება
სალაშქრო ნივთების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება
მილიტარისტი აღჭურვილობა

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ზურგჩანთა

საიტი, სადაც ყველაფერია რაც გჭირდებათ + დიდი ფასდაკლებები
Sierra Trading Post

სალაშქრო აღჭურვილობა იაფად - დიდი არჩევანი + დაბალი ფასები.
ხარისხიან ნივთებზე აქაც დაბალი ფასებია

ახალი და მეორადი ნივთები ფასდაკლებით

ესეც ცნობილი და ხარისხიანი ბრენდები
ზურგჩანთების
The North Face, Black Diamond, Osprey, Kelty, Granite Gear, Arc'teryx, Gregory, REI, Deuter, Marmot, Mammut
კარვების
The North Face, Black Diamond, Big Agnes, MSR, Marmot, Sierra Designs, Kelty, Eureka, REI, L.L.Bean, Mountain Hardwear, Asolo

(თუმცა, კემპსორიც მშვენივრად უმკლავდება ქარს და წვიმას biggrin.gif)


მპოსტავებმა გაითვალისწინეთ საბაზრო ლექსიკა

პარალონი - საგებელი, ქვეშაგი
სპალნიკი - საძილე
რუგზაკი - ზურგჩანთა
პალატკა - კარავი
პახოდი - ლაშქრობა
ფანარი - სანათი, მაშუქი
ეკიპირება - აღჭურვილობა (პრინციპში ორივე)
აბვიაზკა - ალპინისტური სარტყელი


წინა თემის Top 9

Levan_Lion
Alameda
CoderiotGe
LOLZ
Andgula
Dr Dre
_marishka_
Elizbari1995
kato_stropa



წინა თემები
ტურისტული აღჭურვილობა
ტურისტული აღჭურვილობა. level დაქუეხი
ტურისტული აღჭურვილობა. ნაწილი III

ასევე ღირსშესანიშნავი ინფორმაციები:
ეს კარავი.გე ზე ეწერა
დავიწყოთ მთავარით

1) ზურგჩანთა 65-80 ლიტრი
2) საძილე ტომარა. სეზონის მიხედვით მარა მჩატე უფრო სასურველია ზაფხულში. 1-1.5 კილოიანი
3) კარავი. წვიმას უძლებს 2000 მმ და მეტი გამძლეობის კარავი. სასურველია 3 კაციანი რადგან ჯამში ნაკლებს იწონის 3-ზე რო გაყო. გაშლაზეც ნაკლები დრო წავა. ვინც ატარებს ამ კარავს მისი ტვირზთის ნაწილს სხვები გაინაწილებენ.
4) პარალონი.
ცეცხლის პრობლემა ალპურ ზონაშია ხოლმე და სასურველია ან პრიმუსი ბენზინით ან გაზის ბალონი.
ასევე ვინმემ აუცილებლად უნდა წამოიღოს ქვაბი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად.

ახლა დანარჩენი

ტანსაცმელი:
1) ფეხსაცმელი. სასურველია ტრეკინგის ბათინკები. იდეალურია თუ წყალგაუმტარი იქნება. ბოტასები ნაკლებად გამოსადეგია. სამწუხაროდ 2 წყვილის წაღება შეუძლებელია ხოლმე წონისა და ზომის გამო.
2) შარვალი. 2 ცალი. ერთი ისეთი რომელიც წვიმაში ადვილად სველდება და შრება. მეორე თბილი (ზაბასში)
3) სასურველია ჯემპრის წამოღება. თუნდაც ის საერთოდ არ დაგჭირდება.
4) საწვიმარი აუცილებლად.
5) წინდები 2-3 წყვილი.
6) კეპკა ან უმჯობესია პანამა. პანამა იცავს კისერს დამწვრობისგან.

ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს მთელი ტანსაცმლის მეორე ნაკრები რომელიც ზურგჩანთაში ცელოფანის პარკებში ინახება.


პირადი ნივთები
1) ჭიქა (კრუშკა)
2) მისკა
3) კოვზი, დანა, ჩანგალი. დანა დასაკეცია სასურველი
4) ტუალეტის ქაღალდი/ხელსახოცები
5) კბილის ჟაგრისი/პასტა
6) ფანარი. უმჯობესია სვეტადიოდებიანი.
7) ასანთი+მშრალი სპირტი
8. 1.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი წყლისთვის.
9) წამლები: ბინტი ან ლეიკო და ა.შ.
10) UV კრემი დამწვრობების ასარიდებლად. (სასურველია მარა არა სავალდებულო, მე არ ვხმარობ)

საჭმელი:
1) პური. დღეში 0.5-0.75 ცალი "ბატონი" ადამიანზე. 3 დღიანში 2 პური კაცზე საკმარისია.
2) ახოტნიჩი ძეხვი (რაოდენობა ინდივიდუალურად). მშვენიერია მიკოიანის ძეხვი მარა ძვირია.
3) მოხარშული კვერცხი (საკმაოდ კალორიულია)
4) სნიკერსი/მარსი/ტვიქსი ან მამაპაპური ჩურჩხელა. კალორიული საჭმელი უცებ თუ მოგშივდა
5) შემწვარი ქათამი (სიცივეში უძლევს ხოლმე თუ არა და პირველ დღეს შეიჭმევა)
6) კატლეტი (მე ყოველთვის მიმაქ ხოლმე)
7) ყველი (სასურველია არა ჭყლინტი) უფრო მჩატეცაა და არ დაგისვრის ზურგჩანთას. იდეალურია ვიოლას ყველები.
8. ჩაი/შაქარი/ყავა.
9) სწრაფი მომზადების სუპი "ანაკომი" ან მსგავსი.


სასურველია სასიარულო ჯოხი. თუ არა და ადგილზე ტოტისგან დამზადდება.

+ ამას დავამატებდი პატარა ზომის ნაჯახს biggrin.gif ძალიან საჭირო რამეა.
აქ წეია რომ 2 წყვლისი წაღება ფეხსაცმლის ძნელიაო მაგრაამ სულაც არა, ზაფხულში ორი წყვილი მქონდა წაღებული ერთი შედარებით მსუბუქი იყო და საჰაერო ჰქონდა, ზაფხულში კარგია ფეხი არ ჩაგეხარშება, + მკონდა მეორე ბოტასი რომელსაც წვიმაში ვიყენეებდი.



user posted image

This post has been edited by LOLZ on 15 Jul 2015, 04:32


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
აბულაბას
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 7771
წევრი No.: 126206
რეგისტრ.: 20-January 11

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 17:39  #45164420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ზდ

......................................................


--------------------
"But doctor" He says, "I am Pagliacci."

http://celsius-233.blogspot.com/
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7607
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 17:40  #45164436      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გვეღირსააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა როგორც იქნა გვეღირსააააააააააააააააააააააააააააააააააა გილოცავთ ახალ თემას და იმედია აქაც ასზე მეტ გვერდს არ აიყვანთ უაზრო პოსტებით

პ.ს.
LOLZ საბაზრო ლექსიკაზე კარავი კარავი რომ წერია არასწორია რუსული სიტყვების განმარტებები უწერია კატასტროფას და პალატკა-კარავი დაწერე ჩაასწორე
_marishka_
მარი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2181
წევრი No.: 110897
რეგისტრ.: 29-January 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 18:10  #45164682      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გილოცავთ ახალ თემას, რამდენი მიპოსტია წინა თემაში biggrin.gif

http://www.geartrade.com/

ეს საიტიც ჩაამატეთ, მეორადი (ან ახალი) ნივთები იყიდება კარგ ფასებად


--------------------
I never had the nerve to make the final cut
Andgula
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1628
წევრი No.: 141363
რეგისტრ.: 10-January 12

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 18:51  #45164964      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდე :დ
გილოცავთ ახალ თემას

This post has been edited by Andgula on 14 Jul 2015, 18:58
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25140
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:18  #45165176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
სალაშქრო ქღჭურვილობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია power bank ანუ გარე USB დამტენი. 10-12 000 mAh-იანი დაახლოებით 2-4 სრული დატენვისათვის ეყოფა ტელეფონს.
Andgula
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1628
წევრი No.: 141363
რეგისტრ.: 10-January 12

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:29  #45165268      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დღეს ვიყავი წერეთლის მეორადებში და ორი ცალი ტაქტიკური შარვალი ვიყიდე მაგრად მომეწონა.

Levan_Lion
ლევან გეცოდინება შენ, წერეთელზე მეორადებში რო არის ქალი და კაცი სამთო ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და რავიცი ყველაფერი რო აქვთ ახლები თან სულ
მოკლედ მანდ ვნახე ნორტ ფეისის ქურთუკები და რა აზრის ხარ ღირს ყიდვა?
150 ლარს აფასებენ ცოტას აკლებენ მგონი
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25140
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:34  #45165311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Andgula
ამ ზამთარს ვნახე მანდ კოლუმბიის ქურთუკი 150 ლარად. ორმაგი იყო, საწვიმარს თბილი მხარე ეხსნებოდა. მაგრამ არაა ეგ ორიგინალები. სავარაუდოდ თურქეთში ან ჩინეთში შეკერილები და მერე ზემოდან ლოგომიკერებულებია. ახალი ფეხსაცმელებიც შესაბამისად.
მეორადი იმიტომ ჰქვია რომ ნახმარებია და/ან კარგად შენახული და არა ახალთახალი smile.gif)
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7607
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:45  #45165394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Andgula
სწორად აღნიშნა LOLZ-მა ორიგინალს ამოიღებენ იმენა ჩამოთრეულ ფუთაში და მაგ ქალს და კაცს იმენა ახლები აქვს ზოგიც ნახმარები და ის ახლები ზოგი შეფუთულები მინახავს და მაგის გამო ადებენ მაგხელა ფასებს თან იციან ეს საქმე ანუ სამთო ტურისტული საქმე რა ხოდა აშკარად ვიღაცასთან სადღაც არიან შეკრულები არაორიგინალებთან და იმას ყიდიან რავი აბა ისე შეხედავ კაი და რამე დეტალურად არ დავკვირვებივარ ფასების გადამკიდე მანდ არ შევდივარ არასოდეს იმის მერე რა რომ გავიგე ფასები და რავი ისევ ოფიციალური სელერისგან იყიდო სჯობს ვიდრე მანდ

This post has been edited by Levan_Lion on 14 Jul 2015, 19:46
fallow
Fk off , u fking fktard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8750
წევრი No.: 124626
რეგისტრ.: 8-December 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:52  #45165440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.sportsdirect.com/karrimor-bobca...olcode=79300016


გამოვიწერე


უარყოფითი კომენტარები აღარ მიიღება biggrin.gif

მანამდე სანამ ჩამოვა 4-5 დღით მათხოვეთ ჩანთა ვინმემ

du.gif


--------------------
ანა ჯამბულოვნა ჩაკვეტაძე ხომ გაგიგია..ეგეც მასე ფიქრობს...და თან ამატებს რომ თუ ამ თამაშს წააგებს ბერდიხი, მასზე წარმოდგენა დამეკარგებაო...ისეთი დარწმუნებული კომენტარებია, რომ მეც დავუჯერე..(c)konti



EveryBody Dies, Some just need A little bit help
Andgula
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1628
წევრი No.: 141363
რეგისტრ.: 10-January 12

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:53  #45165447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გასაგებია არ ღირს ესეიგი მაგათთან ყიდვა ჰომ? ეჭვი მეპარებოდა მეც მაგის ორიგინალობაში და მაგიტომ დავწერე
ისე რომელ ქურთუკს მირჩევთ მთისთვის? ნუ რაღაც სასწაული ყინვაგამძლე არ მინდა
ჩამოტანითაც მაწყობს სადღაც 150-170 ლარში ესე რო ჩავეტიო თუ მომივა ნორმალური

ნორტ ფეისშიც კი ვნახე ჩვენთან 200 ლარად რაღაც ქურთუკები მაგრამ არ იყო თბილი თხელები იყო ძალიან მაგ ფასში
ან სადმე სხვაგან ხო არ გეგულებათ ჩვენთან მაღაზიებში ეგეთი სტილის ქურთუკები?

და კიდევ შარვალიც მინდა დუტის მთისთვის მინდა ესეც ამასაც თუ მირჩევთ სადღაც 100-150 ლარამდე კარგი იქნება
ოქტომბერში ვაპირებ გუდამაყარში წასვლას და შევემზადო წინასწარ :დ

This post has been edited by Andgula on 14 Jul 2015, 19:53
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25140
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:57  #45165477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Andgula
სათხილამურო ქურთუკი ვიყიდე ამ ზამთარს 40 ლარად დიდუბეში. მემსახურა უსაყვედუროდ. შარვლები მგონი 20-25 ლარიდან იწყებოდა.
Levan_Lion
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7607
წევრი No.: 122741
რეგისტრ.: 20-October 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:59  #45165486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fallow
ძაანაც ცუდი ეგ ჩანთა თუ გამოიწერე და აი რატომ ძაანაც ცუდი რომ ჩამოვა ჩაალაგებ და ვერ ჩაალაგებ ისე როგორც საჭიროა აი მერე გაიგებ...
Andgula
ჰო რავი კარგად უნდა შემოწმება რა 99% არ იქნება ორიგინალი მარა მაინც რა
ბრენდები ბევრი კაი ბრენდია ჰაგლოფსი რეგატა კოლუმბია არკტერიქსი დ ასე შემდეგ აღარ მახსოვს კიდეა ბევრი მარა ძვირი დაგიჯდება კურსის გამო და ისეც
Andgula
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1628
წევრი No.: 141363
რეგისტრ.: 10-January 12

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 19:59  #45165489      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (LOLZ @ 14 Jul 2015, 19:57 )
Andgula
სათხილამურო ქურთუკი ვიყიდე ამ ზამთარს 40 ლარად დიდუბეში. მემსახურა უსაყვედუროდ. შარვლები მგონი 20-25 ლარიდან იწყებოდა.

თბილი იყო ისე? და დიდუბეში სად იყიდე მიახლოებით რო მიმასწავლო და გავივლი მერე
* * *
Levan_Lion
ჰო ჩამოტანა ძვირი დაჯდება რო გადავხედე ფასებს ეხლა ძვირი ჯდება ყველაფერი
ისევ აქ ვნახავ რაიმეს აი LOLZ-მა სათხილამურო ქურთუკი ვიყიდეო და მეც ეგეთივე სტილისას ვნახავ რამეს.

This post has been edited by Andgula on 14 Jul 2015, 20:03
fallow
Fk off , u fking fktard


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8750
წევრი No.: 124626
რეგისტრ.: 8-December 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2015, 20:04  #45165522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan_Lion


წინა თემაში დავდე იგივე ლინკი მე-100 გვერდზე მგონი და ვიკითხე ღირდა თუ არა


ეხლა უკვე აზრი დაეკარგა მაგ სიტყვებს

მანამდე გამომადგებოდა რჩევები up.gif

This post has been edited by fallow on 14 Jul 2015, 20:04
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (103) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0289 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]