და 3GB-ის გადმოწერას, არ ჯობდა გადმოგეწერა ტორენტით 700 მეგაბაიტი.
ეგ საინსტალაციო, არის ახალი ტიპის click-to-run
ის კიდევ ჩვეულებრივი იყო და პირდაპირ დაყენდებოდა.
მანდ კიდევ გეუბნება, რომ რადგან გაქვს, ჩვეულებრივი 2013 ოფისი დაყენებულიო, ეს ვეღარ დაყენდებაო.
ჯერ ის 2013 წლის ოფისი უნდა ამოშალოო სრულადო.
აქ არის ინსტრუქცია microsoft-ის თუ როგორ უნდა ამოშალო სწორად
https://support.office.com/en-us/article/Un...cc-2fdf5dbf61d8სამი მეთოდია. პირველი თუ არ იმუშავებს, მეორე სცადე. თუ ეგეც ვერ უშველის, ბოლო სცადე, ანუ ხელით ამოშლა.
* * *
gabro777გააჩნია საიდან რას იწერ. Word არაფერ შუაშია. ვინც ეგ ქართული ტექსტი ინგლისურად აკრიფა, ეგაა "შუაშიც და თავშიც"/
90-იან წლებში, სანამ ქართველებს გვექნებოდა საკუთარი კოდირება, ანუ, სანამ ქართული ანბანის სიმბოლოებს მიენიჭებოდა უნიკალური კოდები და კომპიუტერი გამოარჩევდა სხვა სიმბოლოებისგან და დაინახავდა როგორც ქართულს, იქამდე ტექსტების ასაკრეფად გამოიყენებოდა მხოლოდ ლათინური ასოები.
ამიტომაც, ქართველები ადგნენ, აიღეს ეგ ლათინური შრიფტები და ლათინური სიმბოლოები ჩაანაცვლეს ქართული სიმბოლოებით.
ანუ, კომპიუტერისთვის, ეგ შრიფტები, ისევ ლათინურად დარჩა, რადგან კოდები იგივეა, მაგრამ ეკრანზე, ქართული სიმბოლოები გამოდიოდა.
ე.ი. ტექსტს როცა მაგ შრიფტით აკრეფ, რეალურად ლათინურად იწერება, მაგრამ რადგან დარედაქტირებულია და ქართული სურათებია ჩატენილი, შენ გაჩვენებს მაგ ქართულ სიმბოლოებს.
a გაჩვენებს როგორც "ა" და ა.შ.
ხოლო მერე, უკვე შემუშავდა "უნიკოდ" შრიფტები, სადაც ქართულს გაომოეყო საკუთარი უნიკალური კოდები და უკვე კომპიუტერი არჩევს მაგ კოდების მიხედვით, რომელია ლათინური და რომელი ქართული ტექსტი.
ანუ, ALT+SHIFT-ით შეცვლი კლავიატურის დრაივერს და უკვე ტექსტი ქართულითაც შეგიძლია აკრიფო და ლათინურადაც, ისე რომ მხოლოდ ერთი შრიფტი გამოიყენო.
კომპიუტერი თვითონ მიხვდება, რომელია ქართული ტექსტი და რომელი ინგლისური და იმ სიმბოლოებს გაჩვენებს.
შესაბამისად, თუ ვიღაც კიდევ იყენებს იმ ძველ ფონტებს და იმით კრეფს ტექსტს, ეგ რომ ამ უნიკოდ შრიფტს წააკითხო, წაიკითხავს ლათინურად, რადგან მაგან რა იცის, რომ ვიღაცას დარედაქტირებული ჰქონდა და ლათინურის ქართულად წაკითხვა უნდოდა.
ის უყურებს კოდებს. ხედავს რომ ლათინური სიმბოლოების კოდებია და მაგისთვის ეგ არის ინგლისური ტექსტი. ამიტომ გიჩვენებს ლათინურად.
გაქვს ორი ვარიანტი.
1. ან გადმოწერო, ის ძველი/დარედაქტირებული შრიფტები და იმით წაიკითხო ეგ ინგლისური ტექსტი
ეს შრიფტებია AcadNusx, AcadMtavr, LitNusx და ა.შ.
Word-ში ტექსტში ჩააწკაპე სადმე და მაღლა გაჩვენებს, კონკრეტულად რა შრიფტია გამოყენებული და მაგას გადმოწერ.

ან შეგიძლია, აირჩიო შენ თვითონ და იმით წაიკითხავს.
2. მეორე გზაა, ეგ ლათინური ტექსტი გადაიყვანო ქართულში.
ე.ი. თითოეული ასო შეცვალო ინგლისურიდან ქართულზე.
არის საიტები და პროგრამები, რომელი აკეთებენ მაგას ავტომატურად
ამ თემაშია ლინკები
acadnusx-დან დან sylfaen-ში გადაყვანა This post has been edited by Accident on 25 Oct 2016, 22:48