ცოცხალი ვარ ხალხო, ვაი მე ეს რა იყო:///
მივედი საკმაოდ შემართებით ინფორმაციით და კითხვებით დახუნძლული,
დამსვეს , წამისვეს გამაყუჩებელი გელი გამიჟრუეს სახე და დაიწყო...
პირველი რაც ვიგრძენი იყო საშინელი წვა და ჩემი საწყალი კანის სუნი

თუმცა წვა მომენტალურია და გაძლებაც შეილება, მაგრამ სადაც ფაქიზი კანია საფექლებთან და ცხვირს ქვემოთ აი იქ მაგრად მეტკინა

მაგრამ თავს ვიმხნევებდი რომ მალე მორჩება და სილამაზე მსხვერპლია დ ა, შ
პროცედურა 30 წუთი გაგრძელდა მაქსიმუმ 45 წუთიანია თუ შესვენება და სულის მოთქმა გინდა.
აი მორჩა და , ისეთი წვა მქონდა სახეზე მეგონა ჯოჯოხეთის კუპრში ჩამაყოფინეს სახე,
ეგრევე ამსვეს და აბა კარგადო,ხო ყინული მომცეს და დამამშვიდეს ერთ საათში გაგივლისო,
ტაქსში სულ ფანჯარა ჩამოწეული და სახეგადაყოფილი ვიმგზავრე, -4 გრადუსი იყო მგონი და თოვლი და სიცივე ასე არ გამხარებია

გამომიწერეს ვაზელინი, სინტომიცინის მალამო და ანტივირუსული 3 აბი (სახელი აღარ მახსოვს)
წვამ მართლა ერთ საათში გამიარა, ვიღავი წითელი მაგრამ არც ძალიან აი მზეზე რომ დაიწვები ზღვაზე პირველ დღეს,
სამი დღე ვითხუპნე ამ ვაზელინებში,დღეს მეოთხე დღეა კანი გამუქდა და ნელ ნელა ვიფურცქნები,და მართალი გითხრათ დიდი კაი ჯერ არაFერი მინახავს ჩემ სახეზე, იმედია ნაჩქარევ დასკვნას ვაკეთებ
* * *
თან მითხრეს რომ ერთი პროცედურა არ არის საკმარისი მინიმუმ სამი უნდა გაიკეთოო, ერთი ქალი მყვადა 15 ჯერ გაიკეთა წელიწადშიო, ნეტა ის ქალი მანახა