PIKNIKAკონდესატორი ქარაუდუოში გამოიყენება 2 დანიშნულებით
1) კვების სტაბილიზაციისთვის
2) ბალანსურ რეჟიმზე როცა დგება გამაძლიერებლების შორის რათა დააკნინოს ერთი გამაძლიერებლის მეორეზე ზემოქმედება კვების მხრივ.
კონდესატორი არის კვების მუხტის მისაწოდებელი ხელსაწყო რომელიც ელვისებური სისწრაფით აწოდებს დაგროვილ ენერგიის მუხტს გამაძლიერებლის კვების სისტემას როცა დენი ძალა/ძაბვა ვარდება მაგალითათ დიდ ბასების დროს. ამ დროს აკუმულატორი ვერ ახერხებს "მილიწამებში" უცბათ დენის შექმნას გამომდინარე მასში არსებულული ქიმიური პროცესების და გამო. ეს იწვევს იმპულსურად დენის ვარდნას რაც თავისთავად არ აძლევს გამაძლიერებელს სრული დატვირთვის რეჟიმზე გასვლის. ზუსტად ამ ჩავარდნებს ასწორებს კონდესატორი.
კონდესატორის მოცულობა იზომება ფარადებში (მეცნიერის გვარი).
რაც უფრო მეტია ფარადი მით უფრო კარგია თქვენი სისტემისთვის.
300 ვატამდე სიმძლავრეებზე 1 ფარადი სრულად საკმარისია. 500 ვატამდე. 3-4 ფარადიც "ქაჩავს". მეტ სიმძლავრეებზე თუ გავდივართ რაც მეტს დავაყენებთ მით უკეთესია. ოღონდ მე რეალურ RMS სიმძლავრეზე ვსაუბრობ და არა პიკურ ან მაქსიმუმ სიმძლავრეებზე რითითაც ჩვენ ქართველები რატომღაც ვაფასებთ აპარატურას
CHOKETIმეხსიერების ბარათზე ვერ მიხვდი რას გულისხმობდით მგონი. ანუ არ იცით რა გამოიწეროთ თუ რა ბრენდი გამოიწეროთ?
ხმას რაც შეეხება:
შეიძლება სოფტის პრობლემაა და იმიტომ უწევს 50 შემდეგ. სანახავია
ასევე დინამიკებს სანამ არ მოვუსმენ მიჭირს რამე გითხრათ.
AkOoთუ კარგი ბასი გინდათ საბვუფერი საჭიროა.
დინამიკი ვერ მოგცემთ. დაბალ და რბილ ბასს.
თქვენ მანქანაში ძნელია ბასის გაკეთება რადგან სავარძლის უკან ბაკი აქვს მგონი. ამიტომაც იაფად თუ გინდათ არაფერი კარგი არ გამოგივათ და არავინ მოგატყუოთ რომ გამოდის. სწორად თუ გააკეთებთ საკმაოდ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და სავარაუდოთ ხელოსანი ბევრს გამოგართმევთ.
არვიცი აბა რა გირჩიოთ? მემგონი ჯობია ისე დატოვოთ როგორც არის.
დინამიკები ყველა პიონერის არის? უკანა თაროზე გიყენიათ? ოვალურებია ხომ?
daviddataზუსტად ამიტომაც არ აქვს თქვენს მანქანას უკანა დინამიკები. დაენანა პირველ პატრონს 100$ ან მეტის გადახდა 5 $ ქარხნულ დინამიკებში და მემგონი სწორიც გააკეთა. 100$ გაცილებით უკეთეს აფთერმარკეტ დინამიკებს დააყენებს კაცი. უბრალოთ მეორე პატრონს უწევს იმის გადახდა რაც პირველს დაენანა