ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
-
რუსთავი - წითელი ხიდი (დასაპროექტებელია):

-
ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (დასაპროექტებელია, მიმდინარეობს სამუშაოები პროექტირებასთან დაკავშირებით)
http://georoad.ge/?lang=geo&act=news&func=...&uid=1467098404 :

-
ნატახტარი - რუისი (დასრულებულია):

-
აგარა - ზემო ოსიაური (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მიმდინარეობს მშენებლობა. დასრულებული 7 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ აგარებამდე. დანარჩენი 5 კმ დასრულდება 2016 წლის ბოლომდე. კონტრაქტორი "ბლექ სი გრუპი".):

-
ზემო ოსიაური - რიკოთი (დაპროექტებულია. დაწყებისა და დასრულების ვადები უცნობია):

-
ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი, ყველაზე რთული მონაკვეთი. უახლოეს მომავალში დაიწყება დაპროექტება):

-
ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.2 კმ. მიმდინარეობს მშენებლობა. კონტრაქტორი იყო "ტოდინი". როგორც ჩანს იტალიელები პროექტიდან გავიდნენ და ვინ გადაიბარა უცნობია. შესაბამისად დასრულების ვადაც უცნობია):

-
ქუთაისის შემოვლითი - სამტრედია (დასრულებულია 32 კილომეტრიანი ორმხრივი გზა. დარჩენილია ბაში - სამტრედიის მონაკვეთი, რომელიც უნდა გაიხსნას ზაფხულის ბოლომდე):

-
სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 57 კმ. დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტის მშენებლობას ახორციელებს უკრაინული კომპანია "ალტკომი" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ.
II ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "სინოჰიდრო" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ.
III ლოტზე ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. რამდენადაც ცნობილია, ამ მონაკვეთზე გართულებული მიწების გამოსყიდვის პროცესი.
IVლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.):

-
გრიგოლეთი - ფოთი (დასაპროექტებელია).
-
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (დასაპროექტებელია):

-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დაყოფილია 2 ლოტად:
ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 2,3 კმ - სულ 13,7 კმ.
ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.
I ლოტი დასრულებულია. მეორე ლოტი დასრულდება 2017 წლის დასაწყისში):

-
ბათუმის შემოვლითი გზა - სარფი E70 (დასაპროექტებელია):

ამჟამად რეალურად დასრულებული მონაკვეთები:

-

-

მთლიანი რუკა:

მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ * * *
წინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VI* * *
წინა თემის ტოპ მპოსტავები:
ZEUS 225
GEORGEXIII 158
ნიკა 131
Tocadero 113
Kidnapped Kid 105
nissan-terrano 83
PREDATOR 62
donmixo777 56
rommel 47
ჭოლო 42
This post has been edited by ZEUS on 30 Jun 2016, 23:31