EVGA GTX 580 3Gb FTW Hydro Copper II

სპეციალურად პატივცემული თანაფორუმელებისათვის ჩავატარე ტესტები, რომ ნახოთ რა უპირატესობები აქვს ვიდეოკარტის წყლის გაგრილებას ჩვეულებრივ, ჰაერის გაგრილებიან შედარებით

სისტემა: CPU E8500 @ 3.16 GHZ, M/B Asus P5Q Pro Turbo, RAM Super Talent 2X2 Gb 800 MHZ
წყლის გაგრილება:
პომპა: Swiftech MCP655 -
http://www.swiftech.com/mcp655.aspxდაყენებულია Bitspower-ის სამოდინგო ნაწილები
რეზერვუარი: EK-RES X3 110
http://www.ekwb.com/shop/reservoirs-and-ac...res-x3-110.htmlესეც სურათი:

რადიატორი:
XSPC RS360

სურათი ძველია, სინამდვილეში უყენია 3 ცალი ეს ფენი:
Scythe Slip Stream SY1225SL12M
Fan Speed: 1200 RPM
Noise: 24 dBA
Airflow: 68.54 CFM
როგორც ხედავთ, საკმაოდ უხმაურო და 1200 ბრუნის პირობაზე კარგი წარმადობისაა.
http://www.amazon.com/gp/product/B000W7NGW...0?ie=UTF8&psc=1ქულანტი: ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი, ყოველგვარი დანამატების გარეშე

ახლა რაც შეეხება ტესტებს
ეს სქრინშოტი გაკეთებულია კომპის ჩართვისთანავე, რომ საწყის ტემპერატურებზე წარმოდგენა შეგექმნათ:

პირველი ტესტისას სამივე ფენიც და ტუმბოც მუშაობს მაქსიმალურ ბრუნებზე:

როგორც გრაფიკზე ხედავთ, ტემპერატურა ავიდა 37 გრადუსამდე, მაგრამ მალევე დასტაბილურდა 36 გრადუსზე.
მეორე ტესტში სამივე ფენი მუშაობს მინიმალურ ბრუნებზე (და მათი ხმა არ ისმის თუ ყურს არ დაადებ), ხოლო ტუმბო - მაქსიმალურ ბრუნებზე

მეშვიდე წუთზე ტემპერატურამ დაიწყო ხტუნვა 44 და 45 გრადუსებს შორის და დასტაბილურდა 45 გრადუსზე.
მესამე ტესტში ყველაფერი პირიქითაა - სამივე ფენი მუშაობს მაქსიმალურ ბრუნებზე, ხოლო ტუმბო - მინიმალურ ბრუნებზე (ამ დროს ტუმბოს ხმა საერთოდ არ ისმის)

6 წუთის შემდეგ ტემპერატურა დასტაბილურდა 41 გრადუსზე
ახლა მეოთხე, სასიკვდილო ტესტი: ფენებიც და ტუმბოც დავაყენე მინიმალურ შესაძლებელ ბრუნებზე. ამ დროს ტუმბოს და ფენების ხმაურს საერთოდ ვერ გაიგონებთ.

როგორც ხედავთ, 10 წუთიანი ტანჯვის შედეგად ტემპერატურა ავიდა 47 გრადუსამდე, მაგრამ დასტაბილურდა 46 გრადუსზე.
და ბოლო, ყველაზე საინტერესო ტესტი: ფენები დაყენებულია ზუსტად ნახევარ სიმძლავრეზე, ტუმბო კი მე-2 დანაყოფზე 5-დან. ამ დროს ტუმბოს ხმა საერთოდ არ ისმის, ფენები კი ოდნავ შრიალებენ. ასეთ სეტინგს ვიყენებ ყოველდღიურად.

აქაც 10 წუთიანი ტანჯვის შემდეგ, ტემპერატურა დასტაბილურდა 43 გრადუსზე.
შედეგები:
ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ფენების სიჩქარე გავანახევრე ხოლო ტემპერატურამ კი მხოლოდ 3 გრადუსით დაიწია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემი რადიატორი ოპტიმიზებულია ჰაერის მაღალი ნაკადისთვის და საუკეთესო წარმადობა აქვს 1500 ბრუნზე. კონტროლერის შუაში დაყენებით კი ბრუნები 1200-დან ჩამოვიდა დაახლ. 800-900-ზე.
მეორე უცნაურობად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტუმბო მინიმუმზე დავაყენე და ტემპერატურამ 1 გრადუსის სხვაობა მომცა. აქაც უცნაური არაფერია - საქმე გვაქვს მარტივ ციკლთან: ტუმბო -> გპუ -> რადიატორი -> რეზერვუარი -> ტუმბო, სადაც ჰიდრავლიკური წინაღობა მინიმალურია და წყალი თავისუფლად მოძრაობს. ამიტომაც ტუმბოს მაღალი სიჩქარე ბევრს არაფერს გვაძლევს, დაბალი სიჩქარეც საკმარისია წყლის თითქმის ოპტიმალური ცირკულირებისთვის.
და მთავარი:
როგორც მოგეზსენებათ, ფურმარკის 10 წუთიანი ტესტი საკმაოდ სერიოზული გამოცდაა ვიდეოკარტის გაგრილების სისტემისთვის. ყველაზე დაბალი ბრუნებითაც კი (ანუ სრულ სიჩუმეში) გპუ-ს ტემპერატურა არ გაცდა 47 გრადუსს ამ დროის განმავლობაში

რეფერენს 580-ზე არასოდეს 5 წუთზე მეტი არ გამირისკავს და ტემპერატურა 85 გრადუსზე ასულა

დასკვნები თავად გამოიტანეთ

P.S.
იყიდება ეს ვიდეოკარტა, მოყვება ყუთი და ყველაფერი.
ასევე იყიდება ამ ტუმბოს ტყუპისცალი, რომელიც არის სრულიად ახალი და უხმარი, თავისი ყუთით და ყველაფერით Swiftech MCP655 -
http://www.swiftech.com/mcp655.aspx