და მაგ 600-იანს როგორი სერტიფიკატი ჰქონდა?
სავარაუდოდ ბრონზა იქნებოდა ან უფრო ნაკლები
ახლა გიყენია ოქროს სერტიფიკატის კვების ბლოკი, რომელსაც ეფექტურობა აქვს 90%-მდე საშუალო დატვირთვაზე, ანუ 500 ვატის ფარგლებში მაქსიმუმ 50 ვატს ხარჯავს თვითონ კვება, ნაკლებ სითბოს გამოჰყოფს და ფანიც უხმაუროდ მუშაობს
600-იანი კვების ბლოკი ბრონზის სერტიფიკატით (ან უბრალო 80+) დამატებით ხარჯავს 100 ვატამდე ენერგიას, ანუ თითქმის 2-ჯერ მეტს ვიდრე ოქროს კვება, შესაბამისად უფრო მეტად ხურდება და ფანიც მაღალ აბაროტებზე ტრიალებს ანუ ხმაურობს
ახლა კომპში მიყენია 400 ვატიანი სისონიკის კვება ფანის გარეშე (Fanless მოდელია), ოქროს სერტიფიკატით, საერთოდ არც კი თბება ხელი რომ დაადო ვერ გაიგებ ჩართულია თუ გამორთული