შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს , მაგრამ ქვევით რაც მიწერია ეგ სისტემა 400 ლარად ავაწყე 
 რენდერში კამფეტია ! 
ა ხო კიდევ, Cinebench ში ეს ორი პროცესორი ერთად 993 ქულას დებს - თუ ჩავთვლით იმას რომ ორივეში ერთად 30$ მივეცი.....
ამას თუ შევადარებთ 4770k ს თან, ფასი - წარმადობა, ქსეონები ჯობია.
 და რავი პრინციპში ნებისმიერს რომ შეადარო ფასი-წარმადობა ყველას ჯობნის ქსეონები მრავალჯერ.
ქულების მხრივ Cinebench-ში : 
i7  3930K 3.3ghz = 1096pt                                                     =  150$    
i7  6700k 4.8ghz =  1040pt                                                    =340$   
i7  4770k 4.5ghz = 886pt                                                       = 280$
ჩემი 2 ცალი Xeon x5570 2.93ghz = 993pt                                = 30$
Cinebench - ი არის სუფთა სარენდერო ტესტი !!!!!! თამაშს არ შეადაროთ !
პ.ს.    ვიდეოკარტა ზოგ რენდერში არაა აუცილებელი, ვიდეოკარტას იყენებენ autodesk maya/3ds max ში ანიმაციის გამოყვანისთვის, რადგან ათასობით კადრის დასამუშავებლად პროცესორს დაჭირდება თითო კადრზე მინიმუმ 2 საათი (სეთინგებს გააჩნია) ხოლო ვიდეოკარტას (მაგარ ვიდეოკარტას) სულ რაღაც 4-5 წუთი. შეიძლება ნაკლებიც
ხოლო პროცესორები გამოიყენება იქ სადაც არარი საჭირო ათასობით კადრის გამოთვლა, მაგალითად ინტერიერის/ექსტერიერის ვიზუალიზაციაში სადაც სულ 5-6 კადრი იქნება, და გამოსათვლელ დროს დახარჯავთ 10-12 საათს.
არ დაგავიწყდეთ კიდევ რომ ვიდეოკარტით რენდერის დროს ხარისხი სხვა გამოდის სხვადასხვა პროგრამაში, მაგალითად 3ds max ის VRAy-ში ძალიან დიდი სხვაობაა, ზოგ მომენტში შეიძლება ობიექტი გაქვრეს ეკრანიდან არასტაბილური პარალელური გამოთვლის შედეგად... .მოკლედ მთელი მეცნიერებაა ეს გამოთვლები პროცესორსა და cuda -ზე......  
This post has been edited by datoska on 20 Jul 2016, 01:46