რეალური სხვაობა Z270-ს და Z170-ს შორის არის დამატებითი 4 PCI Lane რომელიც Z270-ს აქვს ჩიპსეტში, იმისთვის რომ M.2 და ეგეთი ტიპის მოწყობილობების მეტი რაოდენობა ჩართოს ერთდროულად, ანუ ლაპარაკია რომ 20 ლეინის მაგივრად 24 აქვს, რაც პრინციპში დიდი არაფერია, განსაკუთრებით Entry Level დედაპლატებისთვის არაფერს წარმოადგენს, იმიტომ რომ PCIe სლოტების რაოდენობა მაინც იგივე აქვთ და არც M.2 სლოტების რაოდენობით გამოირჩევიან, ეგ ყველაფერი კაკრაზ TOP დედაპლატებს ეხებათ რომლებსაც 4-5 ცალი PCI-E 16X სლოტი და 2-3 M.2 სლოტი აქვთ + SATA3 პორტების დიდი რაოდენობა, ჩემს პლატას მაგალითად M.2 სლოტები აქვს 3 ცალი თითო 4X ლეინს იყენებს, ანუ სულ 12 ლეინი აქვს გამოყენებულ ჩიპსეტის 20 ლეინიდან, კიდევ 4X ლეინს იყენებს მეოთხე PCI-e 16X სლოტი (რეალურად 4X სლოტია), დარჩენილი 4X ლეინები არ არის საკმარისი იმისთვის რომ SATA-Express პორტებმა სრულად იმუშავონ, ამიტომ როცა M.2 სლოტში აყენებ SSD-ს, შესაბამისი წყვილი SATA პორტების ითიშება, სამი ცალი M.2 SSD რომ დააყენო ვერცერთ SATA პორტს ვეღარ გამოიყენებ, 24 ლეინის შემთხვევაში ერთი ცალი SATA-Express პორტი (ანუ 2 ცალი SATA3) გექნება თავისუფალი, თუმცა ეგ ყველაფერი როგორც ვთქვი ჩვეულებრივ საშუალო დონის დედაპლატებს არ ეხებათ, რომლებსაც მაქსიმუმ 2 ცალი M.2 სლოტი და ასევე 2 SATA-Express პორტი აქვთ, ეგეთ პლატებს Z170 ჩიპსეტიც ყელში ამოსდით

Z270-ის რეალური უპირატესობა (არც ისე დიდი პრინციპში) მხოლოდ ტოპ-მაზერებში ჩანს, მაგრამ Z270-ის ტოპ მაზერები 2-ჯერ ძვირი ღირს Z170-თან შედარებით, რაც ჩემი აზრით უაზრობააა....
This post has been edited by PAINKILLER on 15 Sep 2017, 00:04