ესპანეთის პრიმერა დივიზიონი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი (ესპ. Primera División de España) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ესპანური კლუბებისთვის. წარმოადგენს ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ინგლისურ-ენოვან ქვეყნებში მოიხსენიებენ ლა ლიგად. ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 20 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სეზონის ბოლოს 3 ყველაზე დაბალი ქულის მქონე ქვეითდება სეგუნდა დივიზიონში, სეგუნდადან კი პირველი 3 გუნდი პრიმერა დივიზიონში ღზევდება.
პრიმერა დივიზიონში მისი დაარსებიდან დღემდე სულ 60 კლუბს უთამაშია. ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 9 კლუბი. ჩემპიონატს ორი დომინანტი გუნდი ჰყავდა ყოველთვის „რეალ მადრიდის“ (36 ტიტული) და „ბარსელონას“ (28) სახით. სხვადასხვა წლებში ჩემპიონატს ასევე იგებდნენ „ატლეტიკო მადრიდი“ (11), „ატლეტიკ ბილბაო“ (8), „ვალენსია“ (6), „რეალ სოსიედადი“ (2), „დეპორტივო“ (1), „სევილია“ და „რეალ ბეტისი“ (1). მოქმედი ჩემპიონია „ბარსელონა“.
ლა ლიგის რეკორდები ( ტიტულები, მატჩები და გოლები) ესპანეთის ფეხბურთის გეოგრაფია წარმოგიდგენთ ესპანეთის ფეხბურთის გეოგრაფიას.დავიწყოთ იმით,რომ:ესპანეთი დაყოფილი არის 17–რეგიონად.განვიხილოთ გეოგრაფიულად ყოველი რეგიონი და თუ რომელი კლუბი რომელ რეგიონს წარმოადგენს. დავიწყოთ:
1.რეგიონი: ანდალუსია. მოსახლეობა:7,7–მილიონი ადამიანი.რეგიონი მედებარეობს ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთით.
პროვინციები:ალმერია,კადისი,კორდობა,გრანადა,მალაგა,სევილია,უელვა და ჰაენი.
რეგიონის დედაქალაქია:სევილია.
კლუბები რომლებიც წარმოადგენენ ანდალუსიის რეგოინს.ესენია:
ალმერია,ბეტისი,სევილია,მალაგა,რეკრეატივო,ხერესი,კორდობა,კადისი. 2.რეგიონი: არაგონი. მოსახლეობა:1,3–მილიონი ადამიანი.რეგიონი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით საფრანგეთის საზღვართან ახლოს.
პროვინციები:სარაგოსა,უესკა,ტერუელი.
რეგიონის დედაქალაქია:სარაგოსა.
კლუბები რომლებიც წარმოადგენენ არაგონის რეგიონს:
სარაგოსა,უესკა. 3.რეგიონი: ასტურია. მოსახლეობა:1–მილიონი ადამიანი.რეგიონი მდებარეობს ჩრდილოეთით.
დედაქალაქი:ოვიედო
კლუბები:
ხიხონის სპორტინგი,ოვიედო. 4.ბალეარული კუნძულები. მოსახლეობა:950 000–ადამიანი.
კუნძულები:მალიორკა,მენორკა,იბიცა,ფორმენტერა,კაბრერა,დრაგონერა.
დედაქალაქი: პალმა–დე–მალიორკა.
კლუბი:
მალიორკა. 5.ბასკების ქვეყანა. მოსახლეობა:2,1–მილიონი ადამიანი.რეგიონი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით.
პროვინციები:ბისკაია,ჰიპუსკოა,ალავა.
დედაქალაქი:ვიტორია.
კლუბები:
ბილბაოს ატლეტიკი,რეალ სოსიედადი,ალავესი,ეიბარი,რეალ უნიონი. 6.ვალენსია. მოსახლეობა:4,5–მილიონი ადამიანი.მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთით.
პროვინციები:კასტელიონი,ვალენსია,ალიკანტე.
დედაქალაქი:ვალენსია.
კლუბები:
ვალენსია,ვილიარეალი,ერკულესი,ლევანტე,კასტელიონი,ელჩე,ალიკანტე. 7.გალისია. მოსახლეობა:2,8–მილიონი ადამიანი.მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ–დასავლეთით.
პროვინციები:ლა–კორუნია,ლუგო,პონტევედრა,ოურენსე.
დედაქალაქი:სანტიაგო–დე–კომპოსტელა.
კლუბები:
დეპორტივო,სელტა. 8.კანარის კუნძულები. მოსახლეობა:1,9–მილიონი ადამიანი.
პროვინციები:სანტა–კრუს–დე–ტენერიფე,ლა–პალმა,გომერომ იერო,ლას–პალმასი.
დედაქალაქი:ლას–პალმასი.
კლუბები:
ტენერიფე,ლას–პალმასი. 9.კანტაბრია. მოსახლეობა:600 000–ადამიანი.
დედაქალაქი: სანტანდერი.
კლუბი:
რასინგი. 10.კასტილია და ლეონი. მოსახლეობა:2,5–მილიონი ადამიანი.მდებარეობს ქვეყნის ცენტრში,უფრო მეტად დასავლეთ მხარეს,
პროვინციები:ლეონი,პალენსია,ბურგოსი,სორია,სალამანკა,ავილა,სამორა,ვალიადოლიდი.
დედაქალაქი:ვალიადოლიდი.
კლუბები:
ვალიადოლიდი,სალამანკა,პალენსია,სამორა. 11.კასტილია–ლა–მანჩა. მოსახლეობა:1,9–მილიონი ადამიანი.მდებარეობს პირინეის ნახევარკუნძულის ცენტრში.
პროვინციები:გვადალახარა,კუენკა,ალბასეტე,ტოლედო.
დედაქალაქი:ტოლედო.
კლუბები:
ნუმანსია,ალბასეტე,ტოლედო. 12.კატალონია. მოსახლეობა:6,8–მილიონი ადამიანი.მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით.
პროვინციები:ბარსელონა,ხირონა,ლერიდა,ტარაგონა.
დედაქალაქი:ბარსელონა.
კლუბები:
ბარსელონა,ესპანიოლი,ჟირონა,ხიმნასტიკი. 13.მურსია. მოსახლეობა:1,3–მილიონი ადამიანი.მდებარეობს ვალენსიასა და ანდალუსიას შორის.
პროვინცია და დედაქალაქი:მურსია.
კლუბები:
მურსია,ლორკა. 14.ნავარა. მოსახლეობა:600 000–ადამიანი.
პროვინცია:ნავვარა.დედაქალაქი:პამპლონა.
კლუბი:
ოსასუნა. 15.მადრიდი. მოსახლეობა:5,8–მილინი ადამიანი.მდებარეობს ქვეყნის ცენტრში.
დედაქალაქი როგორც რეგიონის,ასევე მთლიანად ქვეყნის არის:მადრიდი.
კლუბები:
მადრიდის რეალი,ატლეტიკო,ხეტაფე,რაიო ვალეიკანო, ლეგანესი არის კიდევ 2–რეგიონი:ესტრემადურა და ლა–რიოხა ამ რეგიონებში კლუბები წარმოდგენილი არ არის. ყველაზე დიდი მოსახლეობა ანდალუსიას აქვს.ტერიტორიით ყველაზე დიდია კასტილია და ლეონი.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ზედმეტსახელები - La selección, La Furia Española, La Furia, La Roja
ასოციაცია - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია(Real Federación Española de Fútbol)
კონფედერაცია - უეფა
მწვრთნელი - ლუის დე ლა ფუენტე
კაპიტანი - ალვარო მორატა
ნაკრების ბომბარდირი - დავიდ ვილია (59)
საუკეთესო ადგილი ფიფას რეიტინგში - 1
მსოფლიო ჩემპიონატი ჩემპიონი - 2010 წ
გამოჩენა -15 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (2010)
ევროპის ჩემპიონატი გამოჩენა - 11 (პირველად 1964)
საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (1964, 2008,2012, 2024)
ესპანეთის ნაკრები სოციალურ ქსელში წინა თემები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემის ტოპ-25 მპოსტავი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
(მე) 238 Zizou5 214 *kamikaze* 170 დავიდ ვილია 160 ფიესტა 117 pibe 87 zigfried 66 ani-salivani 56 David-22 45 ratomac aRa 35 MeRo 34 sxm 34 KickOff 28 Stephen 25 Grrh 25 Barca. 24 Gump 22 Nicolas_ 18 Your unique security code 16 Huro 14 Bettoro 14 მოლკო 14 ROBERY 11 მშპს_მივხედოთ 11 don tomi 10 Raven 10
VIDEO This post has been edited by David-22 on 30 Aug 2025, 16:07