არაბული წარმოშობის სიტყვები ქართულში
https://kaxasvani.wordpress.com/2015/02/16/...83%A7%E1%83%95/ვიცი ბევრს დაგაინტერესებთ ქართულ ენაში რომელი სიტყვებია არაბული წარმოშობის. ჩვენს ისტორიას ახსოვს არაბთა ბატონობის ოთხსაუკუნოვანი პერიოდი, რომლის შემდეგაც გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს მშობლიურ ენაში გამოერეოდა არაბთა ლექსიკა. არაბული წარმოშობის ლექსიკური ელემენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ქართული ენის ლექსიკურ შემადგენლობაში, ფეხს იკიდებს ქართულში დაახლოებით VIII საუკუნიდან. პირველად არაბული წარმოშობის საკუთარი სახელებისა და სამოხელეო ტერმინების სახით, რომელთაც უკვე მეცხრე
საუკუნიდან დაწყებული მოსდევს რამდენიმე ზოგადი სახელი. არაბულიდან ნასესხებ ლექსიკაში კარგად შეიმჩნევა ფონეტიკური და სემანტიკური ცვლილებანი. ფონეტიკური ბგერის დაკარგვა, ბგერის ამოვარდნა, ასიმილაცია, დისიმილაცია. ბგერითი ცვლილებების გარდა არაბულიდან ნასესხებ სიტყვებში გვხვდება სემანტიკური ცვლილებები. არაბულიდან ნასესხები ყველა სიტყვა არ შემორჩა ქართულ ენას. ბევრი მათგანი მხოლოდ დროებით იქნა მიღებული (მაგ: აზაბი – საოცრება, მაღ’რიბი – დასავლეთი).
გადავხედოთ სიტყვებს,
არაყი – არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინაიდგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების (საბა 1991: 60).
არაყი ბიჰარ (არაყბარი ან არყაბარი) – თურინჯისა და ნარინჯისაგან გამონახადი სუნნელოვანი სითხელე (შაჰ-ნამე 1916: 793).
აშიკი (აშიყი და აშიკი) – აშიყი არაბულია, ტრფიალს(ა) ჰქვიან (საბა 1991: 82).
აშიკი არაბ. – „მოტრფიალე, უზომოდ შეყვარებული, საყვარელი“ (შდრ. არშიყი)
ბარაქა – არაბულად კურთხევა (საბა 1991: 95).
ბარაქა არაბ. – კურთხევა, წყალობა
არაბ. نشاط (niSh’at) – სიცოცხლე, სიფხიზლე კარგი სულიერი მდგომარეობა, მხიარულება > ქართ. გამოთქმა ”სიცოცხლის ნიშან-წყალი”
არაბ. خاصیت (H’asi”aT) – ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბუნებითი თვისება, ქეიფზე ყოფნა, კარგად ყოფნა (წიგნი სააქიმოჲ 1936:337) > ქართ. ”ხასიათი”
ფიქრი – არაბთა ენაა, ქართულად საგონებელი, განზრახვა გულის-თქმა, წვლილმოგონება ჰქვიან (საბა 1991: 194).
ამაყი– ქართული არ არის, ყიფი ჰქვიან, ბრიყვი (საბა 1991: 49).
ამაყი არაბ. احمق – ბრიყვი, ბოროტი, სულელი.
აქიმი – აქიმი არაბთ(ა) ენაა, ქართულად მკურნალი ეწოდების (საბა 1991: 74).
აქიმი არაბ. حكیم/حكمآء – „მცოდნე, ბრძენი“ (შდრ. ’ალ-ჰაქიმი’ ყურანში ღვთის ეპითეტია).
ბარათი – სხვათა ენაა, მცირე ნაწერსა ჰქვიან, ქართულად ავთრათი [კ.ს. ევტრატი] ეწოდების (საბა 1991: 94).
ბარათი არაბ. برآءة – უარყო, თავი დაიზღვია.
დარაჯა – ესე დარაჯა სხვათა ენა არს, რომელი სამკურნალოთა წიგნთა შინა აღუწერიათ საზომის ზომისათვის წამალთასა: ორითა დარაჯითა გრილი, ანუ სამითა დარაჯითა მხურვალე. ამას ქართულად ხარისხი ჰქვიან (საბა 1991: 198).
დარაჯა არაბ. درجات / درجة – საფეხური, რანგი, წოდება, კვალიფიკაცია, გრადუსი, კლასი, ნიშანი.
ვაზნა – თოფის წამლის ჭურჭელი. სხვათა ენაა, ქართულად მუხტი ჰქვიან (საბა 1991: 252).
ვაზნა არაბ. وزن – 1. წონას, მნიშვნელობას 2. გრამ. ფორმა, პარადიგმა, შტამპი. (არაბ. وزن/wazn > თურქ. vezne)
თავაზა – სხვათა ენაა, ქართულად ბოდიში ჰქვიან (საბა 1991: 295).
თავაზა არაბ. وضع – იყო მორცხვი, მორჩილი; დაეთანხმა.
თაღლითი არაბ. تغلیط – შეცდომაში შეიყვანა, იყო შეცდომის მიზეზი, შეცდომად მიიჩნია.
მასხარა – თათართა ენაა, ქართულად გამღივარი ეწოდების (საბა 1991: 446).
მასხარა არაბ. مسخرة – გამცინებელი, ვინმეს გამამხიარულებელი.
მეედანი – მეიდანი, სხვათა ენაა, ქართულად მერე და მინდორი და ფორე ჰქვიან (საბა 1991: 459).
მეიდანი არაბ. میدان (მრ.میادین) -მოედანი, არენა.
ნალი – სხვათა ენაა, ქართულად საჭედარი და ლუმბა ჰქვიან (საბა 1991: 573).
ნალი არაბ. نعل (ზმნა) – ’ცხენს დააჭედა ნალი’. ჩააცვა ფეხსაცმელი, სანდალი ან დააჭედა, ქუსლი დააკრა ან სანდალი ატარა.
აქედან მოდის >არაბ. نعل – ლანჩი (ფეხსაჩმლის ძირი), ლუმბა, ნალი.
სევდა, სავდა – სხვათა ენაა, ქართულად შავი ნავღელი ჰქვიან (საბა 1993: 81).
სევდა არაბ. سوداء – დარდი, ნაღველი, კაეშანი, ვარამი .
ყალბი – (უჴმ.) სხვათა ენაა, ქართულად რიოში ჰქვიან. რიოში–შერყვნილი, არაწმინდა გინა ყალბი (საბა 1993: 11).
ყალბი არაბ. قلب – გადატრიალებული, შეცვლილი, ამოტრიალებული, გადაქცეული რამედ.
შაღავათი – სხვათა ენაა, უჴმარი და ცუდი (საბა 1993: 281).
ს(>შ)აღავათი არაბ. سخاوة – ხელგაშლილობა, დიდსულოვნება. ვალდებულების შემცირება, შემსუბუქება, გაიოლება, დაზოგვა, შვება.
ავზი – წყლის სადგური (საბა 1991: 40).
ჰავზ არაბ. حاض – წყალი მოაგროვა.
აკიდო – ხილ(ნ)ი ერთად შებმულ(ნ)ი.
აკიდო (აკიდოსი) – 1.ვაზის მოკლედ აჭრილი წყვილმტევნიანი რქა (შდრ. კრჩხა, ჩხა). 2. სიმინდის წყვილი ტარო, ფუჩეჩით გადაბმული. 3. ხილის ასხმულა, ჯაგანი ( ქეგლ1986: 22).
’აქადა არაბ. عقد- შეკრა. გასკვნა, კვანძი გაუკეთა.
ბადრი – სავსე მთოვარე (საბა 1991: 90).
ბადრ არაბ. بدر – სავსე მთვარე. (გადატ. მზეთუნახავი)
ბავასირი – (ბუასილი) სოკოს სენი. კაცსა რომ სოკო შჭირდეს (საბა 1991:90).
ბავასირ არაბ. بواسیر – ჰემოროი, წყლული, წამონაზარდი.
ბუასილი – (არაბ. ბავასირ) ავადმყოფობა, სოკო (ქეგლ).
ბასრი – ფოლადი რკინა (საბა 1991: 97).
„ბასრი–(ბასრისა) არაბ. ბასრი. არაბეთის ქალაქ ბასრის ფოლადი. 1. მეტად მჭრელი, მახვილი; 2. მკვეთრი, ძლიერი; 3. ძვ. მაღალი ღირსების ფოლადი“ (ქეგლ: 987).
ბასრ არაბ. بصر – მხედველობა, მზერა, თვალი. (შდრ: ბასრი თვალი/ბასრი მხედველობა) ფოლადისებრი, მჭრელი, მახვილი თვალი/მზერა.
აქვე, „ბასრა არაბეთის ძველი ქალაქი, რომელიც განთქმული იყო საუკეთესო ხარისხის რკინითა და ფოლადით. ბასრის რკინა, ბასრული რკინა, ფოლადი. მაღალი ღირსების მეტად მჭრელი რკინა, ფოლადი“ (რუსუდანიანი 1957: 707). „ჴმალნი ბასრისა მკვეთელნი“ („ამირანდარეჯანიანი“ 475,8).
ზაჰმი – ზეიმი (საბა 1991: 277).
ზაჰმ არაბ. زحم – თავყრილობა, ჭყლეტა, მასა ხალხის. არაბ. zaÔm > ზაჰმ > ზამ > ზემ > ზეიმ.
კამათელი – ნარდზე(დ) საგორ(ვ)ებელი (საბა 1991: 349).
ქა’ბ არაბ. كعب – ძვალი, ქვა, სათამაშო ძვალი (ორ. მრ. ქა’აბათაინ كعبتین – ორი სათამაშო ქვა, კამათლები).
კეფა – კემხა, თავის უკანა კერძი (საბა 1991: 368).
კიიფ’ა არაბ. قفاء – ყიფა, კეფაა, აქ ქალას ნიშნავს („წიგნი სააქიმოჲ“ 1936: 314, „იადიგარ დაუდი“ 1938: 709).
ლამაზი – ესეცა ესრეთ განიყოფებიან, რამეთუ: კეკლუცი არს სახე უკლებელად გაწყობილი. კეკელა – სილამაზისა და მოჴდომის მცდელი. მწყაზარი – სიკეთეზედ მეტი. შვენიერი – ყოვლის კეთილით შეფერებული. სანდომი – კეკლუცი იყოს თუ დუხჭირი, მაშინც კაცს სანახავად იამოს. სახნიერი – რომელსა ყოველი სახე გაწყობილი ჰქონდეს და
საქმითაც კეთილმოქმედი იყოს. ჰაეროვანი – რომელი ხატკეთილობით მოჴდომილი იყოს (საბა 1991: 404).
ლამა’ზ არაბ. لماز – დაცინვა. ნაკლის გამონახვა. გაკილვა, ყბადაღება (ძვ. არაბ. ”მოაჯადოვა”).
მუხთალი – დაუნდობელი, მოღალატე (საბა 1991: 532).
მუჰთა’ლ არაბ. محتال – ცბიერი, ეშმაკი, მზაკვარი.
ღაბაბი – ყელის ჩამონაშვები (საბა 1993: 245).
ღაბაბ/ღაბღაბ არაბ. غبب/غبغب – ყელისჩამონაშვები (საქონლის). ყელის ქვეშ ჩამონაშვები (მამლის). არაბ. غبب/ღაბაბ > სპარს. غبغب/ღაბღაბ > ქართ. ღაბაბი.
ღალატი – მუხთლად მოკლვა (საბა 1993: 246).
ღალა’ა არაბ. غلط – შეცდომა, შეცოდვა, არასწორობა, მცდარობა, დაბნეულობა.
ღალატი – არაბ. ღალატ „შეცდომა, დანაშაული. 1. გამცემლობა, ვერაგობა, ორგულობა (ქეგლ).
ღარიბი – გარეშე წერილში სწერია, უცხოს(ა) ჰქვიან (საბა 1993: 247).
ღარიბ არაბ. غریب – 1. უცხო, უცხოელი, გარეშე, უცნობი. 2. უცნაური, არაჩვეულებრივი, გასაოცარი.
ყარიბი – არაბ. ღარიბ „უცხო“. 1. ძვ. უცხოობაში მყოფი, გადახვეწილი, უთვისტომო; 2. გადატ. უპატრონო, საცოდავი, საწყალი, ღარიბი (ქეგლ).
ყავა – მარცვალია იამანეთისა სახვრეტელად (საბა 1993: 261).
კაჰვათ არაბ. قھوة – ყავის მარცვლები, ყავა, ღვინო. არაბ. قھوة/qahwat > სპარს. قھوه/qahve > თურქ. kahve.
შაკიკი – რიგით თავის ტკივილი დროსა და დროზედ (საბა 1993: 278).
შაქიათ არაბ. წარმოშობის شقیقة – ძლიერი თავის ტკივილი, შაკიკი.
შუღლი – სიტყვით ბრძოლა (საბა 1993: 310).
შაღალა არაბ. ენაში شغل – დაიკავა, დაიმორჩილა, მისცა საქმე, შეშფოთებული იყო, მოწყვიტა, ხელი შეუშალა, წინ აღუდგა.
ხიბლი – საგრძნებო კრული (საბა 1993:422).
ხაბალა არაბ. خبل – შებოჭა, ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა. გაუძნელდა (მოძრაობა). გადაიყვანა ჭკუიდან, თავის კონტროლი დაკარგა.
ნამუსი – ქართულად პირისწყალი არაბულად შჯული (საბა 1991:574).
ნა’მუს არაბ. ناموس – კანონი, სინდისი, პატიოსნება.
კისა – ქისა, ქართული არ არის, თალისა ჰქვიან (საბა 1991: 376).
კიისა არაბ. سٌكی – დაზილა, მასაჟი გაუკეთა
შდრ: ქართ. მექისე – აბანოს მოსამსახურე, რომელიც ქისის წასმით მობანავეს შველის ტანის დაბანაში.
(კ.ს. რატომ არის ქართულში ქისა იგივე საფულე? მექისეს დამატებით შეიძლება ჰქონოდა გასამრჯელოდ ასაღები მონეტების ჩასაყრელი ქისა).
ტაბაკი – ხონი (საბა 1993: 129).
ტაბაკ არაბ. طبق – თავსახური. თეფში, სინი, მოგრძო თეფში.
ტაბაკ სვან. – გრძელი სუფრა, გრძელი ფიცარი ოთხ ფეხზე საჭმლის დასადებად და მოსასხდომად.
ხაბაზი – მეპურე არაბულად (საბა 1993: 412).
ხუბზ არაბ. خبز – პური.
ზაბა’ზ არაბ. خباز -მეპურე.
და აქვე სხვა სიტყვებიც,
არაბ. بخار / (ბუხა’რ) > ქართ. ბუხარი
არამ. חםרא > არაბ. خمار / (ხუმა’რ) > ქართ. ხუმარი
არაბ. سفرة / (სუფრათ) >ოსმალ. såfre, თურქ. sofre > ქართ. სუფრა
არაბ. محتال / მუხთალ > ქართ. მუხთალი
არაბ. مفتول / მავ[ფ]თალ > ქართ. მავთული
არაბ. زیت /(ზაით) > ქართ. ზეთი
მომზადებულია არაბული წარმოშობის ლექსიკა სულხან–საბა ორბელიანის „ლექსიკონ ქართულში“ მიხედვთ [ს. იმედაძე. ქუთაისი 2014]
მიმაგრებული სურათი