ალბათ იცით რომ მიმდინარე წელს Microsoft-მა Canonical-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Windows 10-ს 14316 ვერსიიდან დაწყებული ყველა ვერსიაზე Unix-ის Bash ბრძანებებია დამატებული რომელიც შესაძლებელია დეველოპერებმა გამოიყენონ. ეს ხდება Windows 10-ში Ubuntu-s (Canonical-ის Linux დისტრო), ინტეგრირებით.
Microsoft-მა ძალიან ბევრი მომხმარებელი დაკარგა, რომლებმაც ლინუქსის Ubuntu აირჩიეს, გამომდინარე იქედან, რომ ის უფასოა, მომხმარებელზე მორგებული და რაც მთავარია და შეტევებისგან ძალზე დაცული სისტემაა. ახლა Microsoft-ი ცდილობს მათ უკან დაბრუნებას ამ საშუალებით.
ვისაც გსურთ Windows 10-ში ლინუქსის ბრძანებები გამოიყენოთ, სისტემა გადაიყვანეთ დეველოპერულ რეჟიმში და Turn Windows features on or off-ში ჩართეთ Windows Subsystem for Linux (beta).
CMD-ში აკრიფეთ bash და ჩამოიტვირთება Ubuntu.
უფრო დაწვრილებით ამ თემაში
ლინუქსის bash ბრძანებები ვინდოუსზეP.S. ამ განყოფილებაშიც იყოს ეს თემა. ლინუქსის დამწყებებს გამოგადგებათ.
This post has been edited by sichinavailia on 8 Sep 2016, 21:09