დედიკოებო, მამიკოებო, მომავალო დედიკოებო და მომავალო მამიკოებო…
‘მშობელთა კლუბი” თქვენთვის განკუთვნილი ქვეგანყოფილებაა, სადაც შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენთან და თქვენს ბაიასთან დაკავშირებულ მრავალ მნიშვნელოვან საკითხსა თუ პრობლემაზე, გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, მიიღოთ რჩევები როგორც ერთმანეთისგან, ასევე სპეციალისტებისგან და ა.შ.
ჩემი დიდი თხოვნა იქნება არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ქვეგანყოფილება არის “ჯანმრთელობა და მედიცინის” ნაწილი, ამიტომ შევეცადოთ თემები მაქსიმალურად დაკავშირებული იყოს ამ საკითხებთან…
უკვე არსებული თემები თავიდან რომ არ უნდა გახსნათ, მგონი ამის შეხსენება არ მჭირდება… თემიდან გადახვევა, ოFტოპიკები და ჩეთიც რომ აკრძალულია, ესეც იცით…
განსაკუთრებით მინდა გავაფრთხილო ის იუზერები, რომლებიც აქაურობის აქტიური წევრები არ არიან… ეს არის ერთერთი ყველაზე მშვიდი და სერიოზული ქვეგანყოფილება, ამიტომ ყოველგვარი კაიფი, უაზრო პოსტები და სხვა გამოხტომები მაშინვე წაიშლება და ავტორი დაისჯება…
გარდა ამისა, აქაც მოქმედებს ყველა ის წესი, რაც ზოგადად ფორუმზე და ჯანმედის განყოფილებაშია....
ჯანმრთელობას და გამრავლებას გისურვებთ ყველას