(
არასდროს ვიფიქრებდი, თუ ამ თემაზე დავწერდი)
ახალი თემა "ჰომოფობის დაბრო გეიპარადს" შემქმენელებისაგან.
ათეისტი ვარ. მტკიცე ათეისტი. თქვენგან განსხვავებით, ჯვარი გწერიათ, ჭიები შემჭამენ. ისე ვიცხოვრებ, რომ სიკვდილის წინა წამს, როცა სიკვდილი გარდაუვალი იქნება , ბედნიერი ვიყო ჩემი დანატოვარით, ჩემი მონაწილეობით საქართველოს უკეთესობისკენ თრევაში.
მიყვარს ჩემი სამშობლო, დღესვე მოვკვდები კურიერამდე, თუკი ჩემი სიკვდილი საკმარისი იქნება საქართველოს ცოტათი მაინც გაერთიანებისთვის.
ვამაყობ საქართველოთი, ვამაყობ მისი ისტორიული მაღალი საბრძოლო სულით, რომელმაც გოლიათი მტრების გარემოცვაში შეანარჩუნებინა სახე, სამოთხესავით ტერიტორია და ჩვენი, შთამომავლების სიცოცხლეები.
ვთვლი, რომ კაცობრიობა ცალკეულ ერებს აფასებს ჟილკით, ნებით, სულის სიძლიერითა და პრინციპულობით.
ჩვენ ვერ ვართ ჩვენი წინაპრების საამაყო შვილები, ნაგავში მქექავ ძაღლად ქცეული მგლები ვართ, ყოფილი მგლები.
ყველაფერი მიყვარს რაც საქართთველოს გააძლიერებს, ყველაფერი მიყვარს რაც საქართველოს ხერხემლობას უწევდა ცვალებადი და ბოროტი ისტორიის განმავლობაში.
მიყვარს და მეამაყება ჩემი რელიგია, მიუხედავდ იმისა რომ მართლმადიდებლობა ჩემთვის ძირითადად სოციალურ-კულტურული კატეგორიაა და არა თეისტური.
მეამაყება ქართული საეკლესიო არქიტექტურა.
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ეკლესიების მონახულება - ასინი ხომ შეზღუდული რესურსების პირობებში ჩემმა წინაპრებმა ააგეს, და ასი ეკლესია რომ ჰქონდათ ასმეერთე სასახლე კი არ ააშენეს, ისევ ეკლესია ააგეს. ეს ჩემი წინაპრების მაღალ მორალურ სულზე მეტყველებს და მეამაყება.
დღეს საზოგადოება (და ფორუმიც) უჩვეულო პოლარიზაციის წინაშე ვართ.
ერთმანეთისათვის მწარე კლიშეების მოხვევის ბუმია. ამაში ყველა ვართ ჩართულები:
პიდარასტებო, გოიმებო, ირანელებო, ოხროხინეებო, უჯიგროებო, გარყვნილებო, შეზღუდულებო, გაუნათლებელბო, ...
ამ ეპითეტების ნახევარი მაინც თქვენი მისამართით ალბათ უკვე ითქვა.
არ ღირს ეს შიდა ბრძოლა შედეგად.
მოგმართავთ ჩემსავით ათეისტებს.
(ზამოთ ნახსენებ ჩემს წინა თემაში ჩემსავით ჰომოფობებს მივმართავდი, მაგრამ შემოვიდნენ ფომოფილები და თემის შინაარსი დაიკარგა)
ამჯერად მხოლოდ ათეისტებს მოგმართავთ.
ჩვენ ათეისტები რომ ვართ ეს არა მარტო ჩვენი მსოფმხედველობაა, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობაცაა.
ქვეყანა ჩვენს გარშემო ძალიან მსხვრევადია და ობიექტურად სუსტი, შეფარდებითაც სუსტი.
საქართველოს სიძლიერე დღესაც ერთ ჯიუტ აზრზე მდგომი ხალხია.
ორ ერს ვეთაყვანები, ებრაელებს და ინგლისელებს, გარდა იმისა რაც მათ საქებად შემიძლია ჩამოვთალო, ორივე ძალიან ჯიუტი ხალხია, უკიდურესად ჯიუტი, პრინციპული, პრინციპულად არარაციონალური რიტუალურ საკითხებში.
ორივე ერის სიძლიერის საიდუმლო სულიერ სიძლიერეს, განსაკუთრებულობის შეგრძნებასა და რელიგიაზე დგას.
მინდა საქართველო მიუჩოჩდეს თვისებებით ამ ერებს.
არადა წინაპირობები გვაქვს:
წინაპართა რელიგიის სიძლიერე და გავლენა.
ოტომანთა იმპერიის შუაზე გაწყვეტის (თურქეთი---- აზერბაიჯანი, შუა აზია) უნარის მქონე ჟილკა.
განსაკუთრებულობის შეგრძნება.
ეს ჩვენი კონსერვატიული და მძიმე საქართველო მართლაც შეურაცხყვეს სიტყვებმა.
გულწრფელ მართლმადიდებლებს აქვთ ლეგიტიმური უფლება აღშფოთდნენ. სხვანაირად არ გამოვა, მაშინ ფარისევლები ყოფილან, თუ არ აღშფოთდებიან.
მე რელიგიური ექსტაზით მჯერა დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, პროგრესის, შრომის, განათლების, სამომავლო განვითარებული საზოგადოების.
შესაბამისად რაც არ უნდა ხლეობა დაწეროს ვინმემ თუკი მას ფიწლებით გამოეკიდებიან ვფიცავარ წინ გადავუდგები.
იმ ბიჭსაც დავიცავ თუ სიტუაციამ მოიტანა.
მითუმეტეს დავიცავ იმ ხალხისგან ვინც მართლმადიდებლობით ისევე უნდა ქულების დაწერა, როგორც ნოღაიდელს პუტინის ძმაკაცობით.
ჩვენი პასუხისმგებლობა ვახსენე. ვართ თუ არა ღირსეულები ამ დროს?
ვცდილობთ თუ არა, რომ მართლმადიდებლობა - საქართველოს სიჯიუტის ისტორიული ხერხემალი არ გადატყდეს?
ვუთანაგრძნობთ თუ არა პატრიარქს, რომელიც ამ სიტუაციაში არ მხოლოდ პასუხისმგებლობით უნდა მოქმედებდეს, არამედ გულწრფელი რელიგიური შეხედულებებით?
მოდი ცოტა უკან დავიხიოთ (ჩვენი მსოფლმხედველობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს):
ა. გავარჩიოთ ეკლესია პოლიტ აჟიტირებული რაზმეულებისგან.
ბ. დავიწესოთ ტაბუ პატრიარქის ლანძღვაზე
გ. გულწრფელად ვუთანაგრძნოთ ყველა გულწრფელ მხარეს
დ.უპირობოდ შევეწინააღმდეგოთ ფიზიკური ტერორის ნებისმიერ გამოვლინებას
ე. გავაერთიანოთ და არა დავაქუცმაცოთ.
ვ.
ზ.
თ.
ჩამოყარეთ.
პ.ს. ზემოხსენებული ჩემი თემა ფაქტიურად ერთეულებმა გამიგო. იმედია ეს თემა უფრო გასგებად დავწერე.
This post has been edited by axalirevolucia on 18 May 2010, 13:29
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!