Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
პარამეცნიერებები
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(110)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
♋ კ ი რ ჩ ხ ი ბ ი
, CANCER
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1270
წევრი No.: 201755
რეგისტრ.: 1-May 15
#45459733
· 20 Aug 2015, 14:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კირჩხიბი 22 ივნისი – 22 ივლისი
ასტროლოგიური სტიქია:
წყალი
მმართველი პლანეტა:
მთვარე
დევიზი:
„მე შევიგრძნობ!“
სიტყვა:
გრძნობა (მეხსიერება)
სიმბოლო:
კიბორჩხალა, გული
თილისმა:
გული
ქვები:
ოპალი, მთის ბროლი, ბროლი, მარგალიტი, ფირუზი, კალციტი, კატის თვალი, ცელესტინი
ლითონი:
ვერცხლი
ბედნიერი კვირის დღე:
ორშაბათი, ხუთშაბათი
უიღბლო დღე:
სამშაბათი, შაბათი
ბედნიერი რიცხვი:
4, 5, 8, 2 და ყველა რიცხვი, რომელიც ორზე იყოფა
ბედნიერი ფერები:
პასტელის (მკრთალი): იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი და ცისფერი
21 ივნისიდან 1 ივლისამდე დაბადებულები – კეთილი, ვნებიანი, მგრძნობიარენი არიან, მათ აქვთ განვითარებული მხატვრული ნიჭი და შეუძლიათ შეაყვარონ თავი გარშემომყოფთ.
2 ივლისიდან 11 ივლისამდე დაბადებულები მერკურის გავლენით -ჭკუამხიარულნი, ცნობისმოყვარენი, ირონიულნი, პრეტენზიულნი არიან, აქვთ მიდრეკილება კომერციისკენ.
12-დან 22 ივლისამდე დაბადებულები მთვარის გავლენით – მეოცნებე, მოუსვენარი, მგრძნობიარე, ღვთისნიერები არიან, აქვთ ოკულტური მეცნიერებების ნიჭი.
დადებითი თვისებები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი ნერვიულია, ბევრი სიკეთის მატარებელია: მშობლური დამოკიდებულება, წყნარი ოჯახური ცხოვრების სიყვარული, სარისკო საქმეებში მოთავეობა და დიდი სიბეჯითე. გარდა ამისა, მას ერთი დასაფასებელი თვისებაც გააჩნია, რაც უარყოფითი თვისების დაძლევაში ეხმარება; ეს არის მოთმინება. კირჩხიბი შეიძლება ძალიან მომჭირნე, წინდახედული და შრომისმოყვარე იყოს.
უარყოფითი თვისებები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კირჩხიბი ხშირად მოუსვენრობისა და შიშის მსხვერპლი ხდება. მან უნდა დაძლიოს შეზღუდვები, თავის თავს რომ დაუწესა. თავის წარსულ ბავშობაზე ფიქრს უნდა მოეშვას და ნებისყოფის დაძაბვით აიძულოს თავის ასაკის შესაფერისად იცხოვროს. უზომო ჭამა–სმას უნდა ერიდოს. კრიტიკის ატანაც უნდა ისწავლოს და გუნება–განწყობის სიდინჯეც.
მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიცრუის მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.
შემოქმედება და კარიერა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ვინაიდან სახლი არის კიბოს თანავარსკვლავედში დაბადებული ადამიანების გამოცდილების აუცილებელი ნაწილი, ისინი ამჯობინებენ მთელი თავისი შემოქმედებითი პოტენციალი გამოიყენონ სახლში: ოჯახური ხელსაქმე, სახლის მორთვ-მოწყობა, დაკვრით თავის შექცევა, ყველაფერი ეს არის ის, რითაც არიან გატაცებულნი ეს ადამიანები. მათი შემოქმედება ხშირ შემთხვევაში არაპროფესიულია და მოწოდებულია მეგობრებისა და ახლობლების გასართობად. მათ ძალიან მოსწონთ როდესაც აქებენ, მაგრამ თუ ეს ქება-დიდება უხვია , კარგავენ ზომიერების გრძნობას, ხდებიან აბეზარნი, ავლენენ ეგოცენტრიზმს.
ისინი ჩვეულებრივ ისწრაფვიან დასახული მიზნისაკენ და ძირითადად წარმატებებსაც აღწევენ ცხოვრებაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული და უჭირთ განშორება. საქმეში ისინი ორგანიზებულნი არიან, თავის თავს უყენებენ კონკრეტულ ამოცანებს და ახორციელებენ კიდეც. პასუხისმგებლობას და მოვალეობის გრძნობას ეს ადამიანები იყენებენ ყველაზე უკეთ იმ პროფესიაში, რომელშიც საჭიროა შემსრულებლის ნიჭი: სოციალურ საქმიანობაში, სწავლებაში, მედიცინაში, ბიზნესში.
ფსიქოსექსუალური დახასიათება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს. სქესობრივი აქტის არავითარი ფორმა მისთვის უცხო არ არის. ამ ნიშნის ქალებს მოწონს დედობრივად მოექცნენ მამაკაცებს. კირჩხიბი მკერდით მართავს და სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებით აღაგზნებს მას. კირჩხიბ მამაკაცებს ხშირად მათზე უფროსი, დედის ტიპის ქალები იზიდავთ. კირჩხიბს სქესობრივ ფუნქციებზე უზარმაზარი კონტროლის უნარი აქვს. მას ძალუძს ინტენსიური სასიყვარული შექცევა დიდი ხნით გაახანგრძლივოს. მამაკაცებს და ქალებსაც უყვართ როცა ეალერსებიან.
ამ ნიშნის ქალებს მოსწონთ პატარა, უმანკო გოგონას როლის თამაში, რომელსც გამოცდილი, გარყვნილი მამაკაცი შეაცდენს. სინამდვილეში სიხარულით აღარ არიან შეცდენის დროს და განსაკუთრებულ ეროტიკულ სიამოვნებას გრძნობენ, თუმც ისე იქცევიან, თითქოს სინანულით ეთხოვებოდნენ ქალწულობის დაკარგვას.
კირჩხიბი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მორცხვ ხალხს წარმოშობს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში კირჩხიბი მეორე უკიდურესობაში ვარდება სექსუალურ ურთიერთობებში და აგრესიულ, მბრძანებელ როლს თამაშობს, ზოგჯერ სიტყვით და საქმით სადიზმამდე მიდის.
ზოგადი დახასიათება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოგადათ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზოდიაქოს მეოთხე სახლი: განაგებს ოჯახს, მშობლებს, ტრადიციებს. მშობლიურ ფესვებს. განსაზღვრავს პიროვნების შინაგან სამყაროს, მის სულიერ მდგომარეობას. ურთიერთობას მშობლებთან. აღსანიშნავია, რომ მეოთხე სახლი ძირითადად განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას იმ მშობელთან, რომელთანაც მას ბავშვობიდან გაცილებით მეტი სიახლოვე და ურთიერთგაგება აქვს. რომელიც უფრო მეტად ზრუნავს შვილზე.
ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციით, მგრძნობიარეა თუმცა მორცხვი, არ უყვარს საკთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. არის კარგი მეოჯახე, ნათესაური კავშირებისა და ტრადიციების დიდი პატივისმცემელი. ასევე კარგი ფინანსისტი, თუმცა ხანდახან შესაძლოა სიძუნწემ სძლიოს და ძალზე ხელმომჭირნეც გახდეს.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძირითადად ორგვარი ტიპისანი არიან: პირველს განეკუთვნებიან ლამაზი, მრგვალთვალება, პირმომღიმარე და ბავშვური გამომეტყველების ადამიანები.
მეორე ტიპი უფრო ხშირად გვხვდება და რამდენადმე სპეციფიურია, მათთვის გამოკვეთილი წარბებზედა არე, მაღალი ყვრიმლები, წინ წამოწეული ქვედა ყბა და უსწორმასწორო კბილებია დამახასიათებელი.
კიბოებს არაჩვეულებრივად მეტყველი სახე აქვთ, რომელიც მრავალგვარ განწყობას ირეკლავს ერთბაშად. მათ არა მარტო განწყობის არეკლვა, მისი სხვა ადამიანებისთვის გადაცემაც კი შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც არიან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარსულის, წინაპართა ისტორიისა და ყოველივე ძველებურის ერთგულნი.
კიბოსთვის ყველანაირი საიდუმლოს ნდობა შეიძლება. გამძაფრებული ინტუიციისა და თანაგრძნობის წყალობით, იგი ხშირად ხდება ადამიანთა სულების მესაიდუმლე.
კიბოს შეუძლია ყურადღებით მოუსმინოს ყველას, ვინც თავის გრძნობებს გაუზიარებს. საკუთარ სულს კი ცნობისმოყვარეთაგან გულმოდგინედ მალავს.
კირჩხიბი ისევე როგორც ნამდვილი კიბორჩხალა, დასახულ მიზანს ყოველთვის შემოვლითი გზით უახლოვდება და არამც და არამც პირდაპირ. დიდსულოვნებას და უანგარობას რაც შეეხება, ძნელი სათქმელია რომ კიბოს ეს თვისებები არ გააჩნია, პირიქით იგი ყოველთვის დაგეხმარებათ, როცა გიჭირთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დარწმუნდება რომ მის გარდა სხვა ვერავინ გიშველით.
კიბო უკანასკნელ წუთამდე მოიცდის, იქნებ ვინმე სხვა შეეშველოსო. იგი იმ კატეგორიის ადამიანებს არ განეკუთვნება, ვინც თავის დროსა და ფულს დაუფიქრებლად ფლანგავს. მაგრამ მაინც კეთილი, გულჩვილი არსებაა და დასახრჩობად არ გაგწირავთ.
კირჩხიბი იმპულსური არაა და საქმეს ისე არასოდეს წამოიწყებს, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონის. საერთოდ კიბო იშვიათად რისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში, ღრმა პესიმიზმი ეუფლება და ამ მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოდის..
ორივე სქესის კირჩხიბები, აღმერთებენ სახლს და ოჯახურ გარემოს. ამასთანავე ამ ადამიანთა უმრავლესობა, დიდი გურმანია და როცა საკუჭნაო ან მაცივარი პროდუქტებით აქვთ გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატებათ.
საჭმლის თუნდაც ნარჩენების გადაყრა კიბოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. საერთოდ საკვებზე და მშივრებზე საუბარი განწყობას ძალიან უფუჭებთ.
ორივე სქესის კიბოებს ძალზე განვითარებული, მშობლიური ინსტიქტი აქვთ და ამიტომ ყოველთვის ცდილობენ მეგობრებს მზრუნველი მშობლებივით მოექცნენ. კირჩხიბები უჩვეულოდ ემოციურები არიან, დარდს და საზრუნავს მათი დაავადება ან ლოგინად ჩაგდებაც კი შეუძლია. სიხარულს და დადებით ემოციებს კი განკურნება.
თუ მის ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას რაიმე საფრთხე ემუქრება, კიბო უმალ სასოწარკვეთილებაში ვარდება. რასაც შედეგად ჯანმრთელობის გაუარესება და უფრო დიდი უსიამოვნებებიც კი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ძალზე ხშირად, საკუთარი უბედურების მიზეზი კიბო თავადვეა.
კირჩხიბებს სუსტი თირკმელები აქვთ, ხშირად აწუხებთ სახსრების და მკერდის ტკივილი. ამას გარდა, ფაქტობრივად ყველა სახის წყლული კიბოსაგან იღებს სათავეს. ამიტომაცაა, რომ თუ პესიმიზმმა დარიათ ხელი, უმნიშვნელო დაავადებაც კი ქრონიკულად ურთულდებათ.
კირჩხიბების უმრავლესობა შესანიშნავი მეოჯახე და საუკეთესო მეურნეა. ისინი როგორც წესი, ცოტა ცოტა ძუნწი, მაგრამ ყოველთვის ფულიანი ხალხია. თავიანთ ქონებას დიდი მონდომებით აგროვებენ და ყოველთვის აქვთ შავი დღისთვის გადანახული საკმარისი მარაგი.
თავის ფაქიზ და მგრძნობიარე გულს კირჩხიბი მტკიცე ჯავშნის ქვეშ მალავს. მძაფრ ცხოვრებისეულ განცდებს ყოველთვის გაურბის და მაქსიმალურად ცდილობს მშვიდად იცხოვროს.
კიბო მამაკაცი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მამაკაცი კიბო ის კაცი არაა, ვინც მზადაა პირველსავე შემხვედრს გული გადაუშალოს. მის შესახებ საუკეთესო მეგობრებმაც კი ბევრი რამ არ იციან. ამიტომ ბოლომდე რომ გაიცნოთ, მასთან ერთად რამოდენიმე ფუთი მარილის ჭამა მოგიწევთ.
კირჩხიბი მამაკაცი შესაძლოა ქარაფშუტა, არასაიმედო და ამავდროულად მგრძნობიარე, ერთგული პიროვნებაც იყოს. ხანდახან შუბლზე მკაცრი ნაოჭი, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე უსწორდება, სახეზე მომხიბვლელი ღიმილი ეფინება, ბუზღუნა, უკმაყოფილო ტონს კი ალერსიანი ინტონაცია ცვლის და ამდროს მის უხასიათობაზე მოარული ყველა ნათქვამი, ერთ წამში გავიწყდებათ.
კიბო უკიდურესად ფრთხილი და ხასიათცვალებადი ადამიანია. თუ რაიმე გიწინასწარმეტყველათ, მისი ვარაუდის სიზუსტე განგაცვიფრებთ.
მართალია ბუნებით ძალზე მგრძნობიარეა. მაგრამ თუ გაანაწყენეთ, მისგან სცენებს ნუ ელით. ასეთ დროს იგი საკუთარ თავში იკეტება და ბოღმას ჩუმად ინელებს. შეიძლება იფიქროთ, წყენა დიდიხანს არ გადაუვლისო, მაგრამ ასე არ არის. ცოტა ხანში ისევ ღიმილიანი დაგიბრუნდებათ.
სამწუხაროდ კიბო-მამაკაცებს ისეთი დეპრესიული პერიოდებიც ახასიათებთ, სიცოცხლეს შეგაძულებენ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მელანქოლიის განსაკუთრებით დიდი შეტევები მას მაშინ მოსდის, როცა რაიმე ძვირფასის დაკარგვის საშიშროებას გრძნობს, მაგალითად თქვენი. დაარწმუნეთ რომ მხოლოდ მისი ხართ, უსაზღვროდ გიყვართ და ბედნიერი იქნება. ალერსიანი სიტყვა მისი სულისთვის მალამოა.
კიბო ძალიან ერთგული მეუღლეა, თქვენი ერთადერთი მეტოქე მის გულში, მხოლოდ და მხოლოდ ფული იქნება. კიბო მამაკაცს ზედმეტად ხელმომჭირნეობაში ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ არც მფლანგველი იქნება არასოდეს.
თუმცა რამხელა ქონების პატრონიც არ უნდა გახდეს, ტრაბახს არასოდეს დაიწყებს. ძუნწი მას არავითარ შემხთხვევაში არ ქვია, უბრალოდ მისი დევიზია: ”მე არც ისე მდიდარი ვარ, რომ უბრალო ნივთები შევიძინო”. აქედან გამომდინარე, იგი უარს გეტყვით კაფეში შერბენაზე, სამაგიეროდ ძვირფას, საუკეთესო კერძებით განთქმულ რესტორანში აუცილებლად დაგპატიჟებთ. თავს შეიკავებს დრაპის პალტოს ყიდვაზე, მაგრამ წაულას ქურქს დაუფიქრებლად გიყიდით. ასე რომ, იგი ძუნწი კი არა უბრალოდ პრაქტიკული ადამიანია.
თუ ნაცნობებს შორის კიბო-მხატვარი ან კიბო-მუსიკოსი გყავთ, არ გეგონოთ თავი მხოლოდ და მხოლოდ მაღალფარდოვანი სახელოვნებო აბდა-უბდით ჰქონდეს გამოტენილი. კიბოები ძალზე არტისტულები არიან და თუ შემოქმედებით კარიერას ირჩევენ, ფინანსური თავლსაზრისითაც არაჩვეულებრივ წარმატებებს აღწევენ.
კიბო-მამკაცი, სპორტულ სამოსს ყოველთვის მკაცრ კოსტიუმს ამჯობინებს, თანაც უთუოდ მდიდრულ მაღაზიაში იყიდის. ისინიც კი, ვისაც დროებით მატერიალურად უჭირს (მუდმივი არ არსებობს), ყოველთვის უნაკლოდ დაუთოებული პერანგითა და კარგად გაპრიალებული ფეხსაცმელებით დადიან.
კიბო-მამაკაცები შესანიშნავი მეოჯახეები და ჩინებული მზარეულები არიან, უყვართ საკუთარ სახლში, სტუმრების მიღება. მათთვის თავისი საგვარეულო ქონების ან წინაპართაგან დანატოვარი ანტიკვარული ნივთების ჩვენება. კიბო საერთოდ აღმერთებს თავის წარმომავლობას და პატივს სცემს ყოველგვარ ტრადიციებს.
კირჩხიბი მამაკაცი გვიან ოჯახდება, რადგან ძალზე პრეტენზიულია და შეცდომის დაშვების ეშინია. წარუმატებელი ქორწინების შემთხვევაში, იგი დიდი ხნით კარგავს სულიერ წონასწორობას. სამაგიეროდ თავის რჩეულს უჩვეულოდ გაანებივრებს, საჩუქრებით აავსებს და გამუდმებული ყურაღებით, სხვა თაყვანისმცემლებს მალე ჩამოაცილებს. რასაც ეს უკანასკნელი არამც და არმც არ ინანებს.
როგორც მამა, კიბო უნაკლოა. მსგავსი ყურადღებით და ერთგულებით ბავშვების მიმართ, ბევრი დედა ვერ დაიტრაბახებს. კიბო-მამები ამაყობენ ბიჭებით და აღმერთებენ გოგოებს. თუმცა შესაძლოა გარდატეხის ასაკში, როცა ბავშვებს მშობლებისადმი რამდენადმე გაუცხოების პერიოდი აქვთ, გართულებამაც იჩინოს თავი.
ბავშვებს დამოუკიდებლობა უყვართ, კიბო კი მათ ზედმეტად მფარველობს. თუმცა ბოლოს და ბოლოს, საღი აზრი იმარჯვებს და კიბო თავს იმითღა იმშვიდებს, რომ ორი შვილის ნაცვლად ორჯერ მეტი შვილიშვილი ეყოლება.
კიბო ქალი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიუხედავად რომანტიული ბუნებისა, კიბო ქალი უჩვეულოდ პრაქტიკული არსებაა. მისი ოჯახური ბიბლიოთეკის თვალიერებისას, შესაძლოა წიგნებში ჩაწყობილ ფულის კუპიურებს გადააწყდეთ. ფული მისი საყვარელი სასაუბრო თემაა და არც ერთი ქალი არ მიაქცევს თქვენს საბანკო ანგარიშს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც ქალბატონი კიბო.
მაგრამ არ გეგონოთ, რომ როგორც საერთოდ მანდილოსანთა უმრავლესობას ახასიათებს, მან თქვენი ქონება სამკაულებსა და ძვირფასეულობაში გაანიავოს. პირიქით იგი ყველა ღონეს იხმარს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ფულს ფული მიუმატოს და თქვენი სიმდიდრე ერთი ორად გაზარდოს. კიბო ქალები ორგვარი ტიპისანი არიან: ერთნი რბილები, მოკრძალებულები, ქალურები. მეორენი-უჩვეულოდ აბეზრები. ამგვარი ქალები სხვის აზრს დიდად არას დაგიდევენ და თუ რომელიმე მამაკაცს გადაეკიდნენ, მათი თავიდან მოცილება ამ უკანასკნელს შესაძლოა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფასადაც კი დაუჯდეს.
კიბო ქალები უკიდურესად ემოციურები და წყენიები არიან. გახსოვდეთ, არ შეიძლება მისი დაცინვა და უტაქტოდ გაკრიტიკება. ასევე პატივისცემით უნდა უნდა მოეპყროთ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას.
კიბო-ქალს ხშირად აწუხებს ათასგვარი უსაფუძვლო ეჭვები, იმის თაობაზე რომ არც ისე ახალგაზრდა და ლამაზია, არცთუ მთლად თქვენი შესაფერისია და ა.შ ამიტომ იგი გამუდმებით საპირისპიროში უნდა არწმუნოთ.
მას შეუძლია დღეში ოცჯერ მაინც მოისმინოს თქვენგან, თუ როგორი ლამაზია და როგორ ძალიან გიყვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, უსაშველოდ მგრძნობიარეები არიან და თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაგაჩნიათ, უბრალოდ ”სიყვარულობანას” თამაშმა შესაძლოა, მას ისეთი სერიოზული სულიერი ტრამვა დაუტოვოს, რომლისგანაც დიდ ხანს ვერ გამოკეთდება.
სამაგიეროდ თქვენს გულწრფელ გრძნობებს, თავადაც მარადიული ერთგულებით უპასუხებს. თუმცა თავის მხრივაც უპირობო ერთგულებას მოითხოვს. კიბო იშვიათი მესაკუთრეა და თუ რაიმეს თავისად თვლის, ცოცხალი თავით არავის დაანებებს.
მეგობრებში ქალი კირჩხიბი დიდად არ გამოირჩევა, იშვიათად რომ კომპანიის სულის ჩამდგმელი იყოს. თავის გრძნობებს უფრო ახლობლებისა და შინაურებისთვის ინახავს.
კიბო - ქალს ძუნწს ვერ უწოდებ, მაგრამ მაქსიმალურად ხელმომჭირნეა. მის ნივთებში უამრავ ისეთ რამეს ნახავთ, რომელიც ათი-თხუთმეტი წელია არ უხმარია, მაგრამ თუ ჰკითხავთ, აღმოჩნდება რომ ეს ყველაფერი საშინლად სჭირდება და ახლა თუ არა, მომავალში მაინც აუცილებლად გამოიყენებს. განსაკუთრებული ყურადღებით იგი, წინაპართა მიერ დანატოვარ ნივთებს ეკიდება. ამ განძს იგი თვალისჩინივით უფრთხილდება. კიბო ქალი ბუნებით მებრძოლი არაა, თუ რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ ხდება, ცოტას წაიტირებს და დაელოდება სანამ ყველაფერი თავისთ მოგვარდება. მოთმინება მისი ხასიათის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა.
კიბო სანიმუშო დედაა. შვილებს თავს ევლება, ანებივრებს და მაქსიმალურად უჭერს ყველაფერში მხარს. შემთხვევითი როდია, რომ დედობას სწორედ კიბოს თანავარსკვლავედი განაგებს.
თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული სიყვარულის შედეგად, კიბო დედის შვილები ხშირად ეგოისტებად იზრდებიან. უჭირთ დამოუკიდებლად ცხოვრება და პრობლემებთან შეჭიდებას, ყოველთვის დედის კალთისთვის თავის შეფარებას არჩევენ. რაც მათ უსუსურ ადამიანებად ჩამოყალიბებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
წყვილებს შორის თავსებადობა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კიბო კაცი ვერძი ქალი
-საკმაოდ არასაიმედო კავშირია. ტიპიური ვერძისთვის კიბო, ძალიან რბილი, წუწუნა და პესიმისტი ნატურაა. ასეთ მოსაწყენ მამაკაცთან კი ვერძი ქალი ნაკლებად გაძლებს. თუ მაინც მოახერხა კიბომ მისი მარწუხებში მოქცევა და ცოლად მოყვანა, მერე გამუდმებული კინკლაობა გარანტირებული აქვს, რადგან ქალი ვერძი ვერ აიტანს ვინმესგან თავისუფლების შეზღუდვას, თუნდაც ეს ვინმე მისი ქმარი იყოს.
კიბო ქალი ვერძი კაცი
-გაცილებით უკეთესი კავშირია. რადგან ვერძ კაცს მშვენივრად აწყობს რაინდის როლის თამაში უმწეო, სუსტი და დაუცველი ქალის გვერდით, ამ როლის შესრულება კი კიბო ქალზე უკეთ არავის შეუძლია.
კიბო ქალი კურო კაცი
-საკმაოდ კარგი წყვილი გამოდის ამ ორისგან. ისინი შესანიშნავ ოჯახს ქმნიან, რადგან ორივეს უყვარს სახლი, კომფორტი, გემრიელად ჭამა და რაც მთავარია ფული. ოღონდ ფულის ხარჯვა კი არა, შეგროვება. კირჩხიბისთვის კურო ზუსტად ის კაცია ვისაც მისთვის სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნების შექმნა შეუძლია. კუროსთვის კი, კირჩხიბი ჭეშმარიტი დიასახლისი და ოჯახის დედაა.
კიბო კაცი კურო ქალი
-არცთუ ცუდი კავშირია, თუმცა ამ შემთხვევაში საპირისპირო ვარიანტისგან განსხვავებით, ბუნებით ძლიერ კურო ქალს, გაუჭირდება აიტანოს კირჩხიბი მამაკაცის პერიოდული დეპრესიები, სასმელთან "მეგობრობა" და სენტიმენტალური წუწუნი. თუმცა კავშირი მაინც შესაძლებელია. თუ კარგი ცოლ-ქმარი არ დადგება მათგან, ქონებას მაინც დააგროვებენ ან საოჯახო ბიზნესს წამოიწყებენ ერთად.
კიბო ქალი ტყუპი კაცი
-საკმაოდ რთული კავშირია, ბუტია და წყენია კირჩხიბს ძალიან რთულად ესმის ტყუპი კაცის ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობისკენ მიდრეკილება და არცთუ ერთგული ხასიათი. კიბო ბუნებით მესაკუთრეა, ტყუპს კი ვერანაირ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, ეს იგივეა ჰაერს სდიო დასაჭერად.
კიბო კაცი ტყუპი ქალი
-საკმაოდ ხშირი და ჩემი აზრით არცთუ ურიგო კავშირია. განსაკუთრებით თუ ეს ქორწინება გვიან ასაკში შედგება, მაშინ როცა ტყუპი ქალი თავგადასავლებისგან უკვე დაიღალა, კირჩხიბს კი ამ დროს საკმარისი ქონება და კაპიტალი აქვს დაგროვილი. იგი სიამოვნებით იყოლიებს გვერდით, ლამაზ და განათლებულ ცოლს. რომელსაც ერთი ნაკლი აქვს -ბევრი ლაპარაკი უყვარს.
კიბო ქალი-კიბო კაცი
- საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან. ორივეს უყვარს ოჯახი, ნათესავებზე ზრუნვა, ფინანსური სტაბილურობა და ა.შ თუმცა პრობლემა ისაა რომ ორივე წყენია და ბუტიაა, რის გამოც შესარიგებლად არც ერთი არ იჩენს ინიციატივას კონფლიქტის მერე, ამიტომ მათი გაბუტვა დიდხანს გრძელდება, ეს კი ურთიერთობას აზიანებს,
კიბო ქალი ლომი კაცი
-საკმაოდ კარგი წყვილია. მით უმეტეს თუ კიბო ქალი არ მიეკუთვნება ტიპიურ კირჩხიბთა რიცხვს. ლომს მოსწონს მასზე სუსტ, დაუცველ და სათუთ ქალებზე ზრუნვა, კირჩხიბი ქალი კი ზუსტად ასეთია როცა მას ამ როლის მორგება სურს.
კიბო კაცი ლომი ქალი
-საკმაოდ კარგი წყვილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიბო შეეცდება აკონტროლოს თავისი ეჭვიანი და მესაკუთრული ბუნება, ლომი ქალის მიმართ რომელიც ბუნებით აქტიური და ეპატაჟური ფიგურაა, სხვამხრივ ყველაფერი კარგადაა, ლომს მოსწონს როცა ანებივრებენ სითბოთი, მზრუნველობით და საჩუქრებით, რაც მას კირჩხიბთან ნამდვილად არ მოაკლდება.
კიბო ქალი ქალწული მამაკაცი
- საკმაოდ კარგი წყვილია. ორივეს უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე, სტაბილურობა და რაც მთავარია ფული, ბევრი ფული. ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს რომ სოლიდური კაპიტალი დააგროვონ, მთავარია ქალწულმა ზედმეტად არ აკრიტიკოს ამ საკითხში ძალიან ემოციური კიბო.
კიბო კაცი ქალწული ქალი
- საკმაოდ კარგი წყვილია. მათ ოჯახში ყოველთვის იქნება კომფორტი, წესრიგი და სიმყუდროვე. თუმცა შესაძლოა პრობლემა შექმნას ქალწულის ემოციურმა სიცივემ, კიბო გამუდმებით მოითხოვს სითბოს აშკარად გამოხატვას. ქალწულს კი ბევრი "უწი-პუწი" არ უყვარს.
კიბო ქალი სასწორი მამაკაცი
-საკმაოდ რთული კავშირია. სასწორის ცვალებადი და მერყევი ხასიათი გამუდმებით არასტაბილურობის შეგრძენბას უქმნის კიბო ქალს, რომელიც მამაკაცისგან სიმყარის და დაცულობის გარანტიას მოითხოვს. აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ასეთი კავშირი ნაკლებად პერსპექტიულია.
კიბო კაცი სასწორი ქალი
- შედარებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ამის შებრუნებული კომბინაიცა, თუმცა ამ შემთხვევაში კიბო მამაკაცის დეპრესიულობა და მესაკუთრული ხასიათი დათრგუნავს ბუნებით ესთეტიურ სასწორ ქალს.ამასთან ერთად მას არ მოეწონება კიბოს გამუდმებული შიშები მომავალთან დაკავშირებით.
კიბო ქალი მორიელი მამაკაცი
-საკმაოდ კარგი წყვილია. ამ შემთხვევაში უფრო მორიელისთვის ხელსაყრელი. მორიელი საკმაოდ კარგად ერთობა კიბოსნაირი მსხვერპლით, თუმცა მისი ემოციური ბუნების გამო უყვარს კიდეც იგი. საკმაოდ კარგი წყვილია, თუ კიბო ქალი ადაპტაციის რთულ პერიოდს გადაიტანს და შეეგუება.
კიბო კაცი მორიელი ქალი
- არც ესაა ცუდი კომბინაცია. მორიელი ქალისთვის კიბო საკმაოდ მისაღები მამაკაცია. თუმცა იქნება პრობლემებიც და არცთუ იშვიათად. ძირითადად ეს პრობლემები სექსუალური კუთხით წარმოიქმნება, რადგან კირჩხიბი ხასიათის ადამიანია და მისთვის სექსუალური მოთხოვნილებებიც საერთო განწყობას უკავშირდება, რაც გაუგაბარია მორიელისთვის.
კიბო ქალი მშვილდოსანი კაცი
- ჩემის აზრით ერთერთი (თუ ერთადერთი) ნიშანია, რომელიც თავქარიანი მშვილდოსნის წარმატებით "მოჩანგვლას" ახერხებს. მას შეუძლია მშვილდოსანს არა მარტო თავი შეაყვაროს, ჩაუნერგოს დანაშაულის შეგრძნებაც, რის გამოც წრეზე მორბენალი მშვილდოსანი კაცი, საბოლოოდ მაინც კირჩხიბთან გააკეთებს "ბოლო დაშვებას".
კიბო კაცი მშვილდოსანი ქალი
-იშვიათი და საკმაოდ პრობლემური კავშირია. კირჩხიბი მამაკაცის ეჭვიანობას, მესაკუთრეობას და პესიმისტურ განწყობას ქალი მშვილდოსანი ვერასოდეს გაიგებს და აიტანს. უფრო მეტიც ასეთ ატმოსფეროს მისი დანერვოზება შეუძლია.
კიბო ქალი თხის რქა კაცი
-ძალზე ხშირი წყვილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთის ოპოზიციური ნიშნები არიან მიზიდულობა დიდია. ხშირად ქმნიან ოჯახს საერთო ინტერესების გამო. ორივეს უყვარს ტრადიციები, კომფორტულად ცხოვრება და ოჯახური კერა. საკმაოდ კარგი მეუღლეები დგებიან.
კიბო კაცი თხის რქა ქალი
- ნაკლებად პერსპექტიული კავშირია. ქალი თხის რქა ძალიან ძლიერი და ამბიციური ქალია, საიმისოდ რომ დეპრესიისკენ მიდრეკილი და ფრთხილი კიბო აიტანოს. მისთვის გაუგებარი იქნება კიბოს შიშები და ჩაკეტვები.
კიბო ქალი მერწყული კაცი
- ისინი სხვადასხვა პლანეტა ცხოვრობენ. ამითომ ამ ორისგან კარგი წყვილი იშვიათად დგება. კიბო ქალს სტაბილურობა უნდა, მყარი საფუძველი ფეხქვეშ. მერწყულმა კი არასოდეს იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ დაპირებებსაც ერიდება. თავად განსაჯეთ გამოვა აქედან რამე?
კიბო კაცი მერწყული ქალი
- ნაკლებპერსპექტიული ურთიერთობაა. მერწყულ ქალს თავისუფლება უყვარს, ვერაფრით აიტანს შეზღუდვებს, კიბოს კი სჭირდება რომ საყვარელი ადამიანი მას ეკუთვნოდეს და კონტროლში ყავდეს. ძალზე რთული იქნება ამ ორის ერთად ყოფნა.
კიბო ქალი თევზი კაცი
-საკმაოდ კარგი კავშირია. მათი ემოციური ბუნება ძალიან მსგავსია. ამიტომ თევზ კაცს კარგად ესმის კირჩხიბის ხასიათი.მის პერიოდულ შიშებსაც გაგებით ეკიდება. თუმცა შეუძლია მხოლოდ ემოციური მხარდაჭერა შესთავაზოს. რაც შეეხება ყოფით საკითხებს, ამაზე თავად მოუწევს ზრუნვა კირჩხიბს.
კიბო კაცი თევზი ქალი
-საკმაოდ კარგი წყვილია, კირჩხიბს სწორედ ასეთი პარტნიორი სჭირდება. რბილი, დამყოლი გამგები, მორჩილი. მათი ურთიერთობა საკმაოდ კარგად განვითარდება, თუ თევზი ქალი შესძლებს აიტანოს კიბოს ხასიათი ბოლომდე.
ცნობილი კირჩხიბები
პირველ რიგში : პრინცესა დაიანა , დალია ლამა , ტომ ჰენკის , მერილ სტირპი , იზაბელ აჯანი
მეორე რიგში : ნელსონ მანდელა , ზინედინ ზიდანი , ლივ ტაილერი , ალექსანდრე მაკედონელი , ლეო მესი
მესამე რიგში : ნიკოლას ტელსა , ფრიდა კალო , რობინ უილამის , იულიუს კეისარი , ევა გრინი
მეოთხე რიგში : ერნესტ ჰემინგუეი , ფრანც კაფკა , ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი , ჯეორჯიო არმანი , ლინო ვენტურა
მეხუთე რიგში : ინგმარ ბერგმანი , ჰერმან ჰესე , რემბრანდტი , ერიხ მარია რემარკი , ამადეო მოდილიანი
წინა თემის ტოპ იუზერები:
წინა თემა:
♋ მზე კირჩხიბში
This post has been edited by
ეკინროთ
on 20 Aug 2015, 14:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
წერილები: 6942
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14
#45459748
· 20 Aug 2015, 14:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გილოცავთ ახალ თემას
კირჩხიბები
ცოტა ამჩატება კი გინდათ ისე
--------------------
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
წერილები: 17823
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09
#45459989
· 20 Aug 2015, 15:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სიმბოლო: კიბორჩხალა, გული
თილისმა: გული
უი, სულ გულებში ყოფილხართ
QUOTE
ნიკოლას ტელსა
ტესლა, ტ, ტ
ამის წინათ ტექნიკურ განყში შემხვდა თემა, შევედი და ვიღაც იუზერი წერს და მოიხსენიებს თ-თი, ხარხარით გადმოვარდი სკამიდან
არა, ბაზარი არაა, იყო ეგეთი, მა რააა
QUOTE
მაგრამ მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ არაფრით საუბარში არ ჩაერთვება, თუ მისგან თავის დაღწევის უმცირესი შანსი მაინც არსებობს. მისი „ჩიხში მოქცევა“ შეუძებელია. უმალ სიცრუის მორებს დაახვავებს, ვიდრე თავის ცოდვას აღიარებს.
ეგეთია. ტყუილის მაგიერ გაჩუმდება, და აი გაზითაც ვერ ამოაძრობ სიტყვებს.
მარა მაგას მე უარყოფით ნაკლად არ ვთვლი
მიყვარს მე კირჩხიბები
ჰა, ვაღიარე
This post has been edited by
Unico
on 20 Aug 2015, 15:05
--------------------
"But I'm a creep, I'm a weirdo, what the hell am I doing here?
I don't belong here" (c) R.
People don't understand People like me
Leo Moon
Stay a child while you can be a child
ლატენტური ცუღლუტი ხარ (c) საილერი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
წერილები: 6942
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14
#45460005
· 20 Aug 2015, 15:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ვივიანა ყველა თემაში როგორ ლიდერობს პოსტებით
This post has been edited by
MySweetAudrina
on 20 Aug 2015, 15:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1270
წევრი No.: 201755
რეგისტრ.: 1-May 15
#45460017
· 20 Aug 2015, 15:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ტესლა, ტ, ტ
ხო თ-ზე სხვა აზრებს აღძრავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
QERBI
ჯგუფი: Members
QERBI
ჯგუფი: Members
წერილები: 6104
წევრი No.: 154916
რეგისტრ.: 8-October 12
#45460041
· 20 Aug 2015, 15:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახალი თემა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
საილერი
Now I see the funny side
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
საილერი
Now I see the funny side
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8510
წევრი No.: 180974
რეგისტრ.: 2-February 14
#45460348
· 20 Aug 2015, 15:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავფიქსირდეთ
MySweetAudrina
QUOTE
კირჩხიბები
Unico
QUOTE
მიყვარს მე კირჩხიბები
ჩუმ-ჩუმად გვყვარებია კიბო-ვერძებს ერთურთი და არ გვცოდნია
--------------------
Heavy is the head that wears the crown, always someone plotting to take you down.
თუ რამეა, კარგად ვარ. მომბეზრდა და გავაუქმე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
წერილები: 6942
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14
#45460435
· 20 Aug 2015, 15:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საილერი
ძმა მყავს კირჩხიბი და რატომ არ უნდა მიყვარდეს
ერთ გოგოს ვიცნობ კიდევ, აი ისეთი საყვარელი და ჩუმია რომ დაიწვები მისი საცოდაობით, ისეთი ხისთავა შეყვარებული ჰყავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
Unico
Happy meal
ჯგუფი: Members
წერილები: 17823
წევრი No.: 84428
რეგისტრ.: 11-February 09
#45461152
· 20 Aug 2015, 17:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საილერი
QUOTE
ჩუმ-ჩუმად გვყვარებია კიბო-ვერძებს ერთურთი და არ გვცოდნია
ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოს
სხვაგვარად არ არსებობს
როგორ შეიძლება და და მეგობრები არ მიყვარდეს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვივიანა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ვივიანა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19978
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09
#45461318
· 20 Aug 2015, 17:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეკინროთ
ძალიან კარგი თემაა
მთლიანად გადავიკითხე
MySweetAudrina
კაი კაი ნიშნებთან ვლიდერობ ბრად
--------------------
And then suddenly I cared even less.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
MySweetAudrina
ახლა უკვე თავმდაბალი :P და მორიდებული :P და ჯენტლმენიც :P
ჯგუფი: Members
წერილები: 6942
წევრი No.: 193515
რეგისტრ.: 6-November 14
#45461399
· 20 Aug 2015, 17:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვივიანა
QUOTE
კაი კაი ნიშნებთან ვლიდერობ ბრად
დავიმახსოვრებ მაგას და ვნახოთ ერთი ვერძებში როგორ იქნება სიტუაცია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Utopian
ჯგუფი: Members
Utopian
ჯგუფი: Members
წერილები: 10167
წევრი No.: 58734
რეგისტრ.: 17-April 08
#45462735
· 20 Aug 2015, 20:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავფიქსირდები მეც
როგორ ხართ?
ბოლოსკენ რაღაც ჩაკვდა თემა
ალბათ ისვენებთ ^^
ეკინროთ რა კარგი თემა გაგიხსნია
კირჩხიბთ მოძულისგან ასეთს არ ველოდი :დ
--------------------
my sweet prince ♥
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
წერილები: 22268
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12
#45462854
· 20 Aug 2015, 20:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთ ძალიან მაგარ კირჩხიბს ვიცნობ ..
გილოცავთ ახალ თემას
და ისე კირჩხიბები სახეზე იცნობა .. ნიკაპი და ლოყები სხვანაირად აქვთ ..თავისებური წყობაა და არავის ჰგავს
--------------------
Muffin lover
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
ეკინროთ
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1270
წევრი No.: 201755
რეგისტრ.: 1-May 15
#45463500
· 20 Aug 2015, 22:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვივიანა
კიბო კაცი მერწყული ქალი- ნაკლებპერსპექტიული ურთიერთობაა. მერწყულ ქალს თავისუფლება უყვარს, ვერაფრით აიტანს შეზღუდვებს, კიბოს კი სჭირდება რომ საყვარელი ადამიანი მას ეკუთვნოდეს და კონტროლში ყავდეს. ძალზე რთული იქნება ამ ორის ერთად ყოფნა.
ეს მაგრად ტეხავს
Utopian
რა ვქნა მაინც ვერ შევიცვლი ნიშანს და ვეგუები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვივიანა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
ვივიანა
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 19978
წევრი No.: 97684
რეგისტრ.: 12-August 09
#45463649
· 20 Aug 2015, 22:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეკინროთ
სინასტრიას ნუ გამაკეთებინებ ამ შუაღამისას
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პარამეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(110)
[1]
2
3
...
ბოლო »
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0437 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.