http://bayern.ge/index.php?newsid=4850უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბაიერნის თამაშებს თუ ადევნებდით თვალყურს, ამ გუნდს ვერც შეადარებდით იმასთან, რომლიც თამაშებიც აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ვიხილეთ.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იუპ ჰაინკესის შეგირდებმა 1147 წუთი გაძლეს გაშვებული გოლის გარეშე და გზაზე არავინ დაინდეს (მათ შორის არც მანჩესტერ სიტი). იმ პერიოდში სწორედ ბაიერნის განიხილებოდა იმ გუნდად, რომელსაც შესწევდა ძალა კონკურენცია გაეწია ესპანელი გიგანტებისთვის (რეალი და ბარსელონა).
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ადრე თუ 8 ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ მიუნხენლებს ახლა ეს 7 ქულიან ჩამორჩენად იქცა. ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ დამაჯერებელმა გამარჯვებამ არ მოგატყუოთ! ერთი მატჩი არაფერს წყვეტს: ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ბავარიელებს თავიანთი ძალა რომ დაამტკიცონ.
იუპ ჰაინკესი, მწვრთნელი რომელზეც ამბობდნენ რომ გუნდში იდილია დაამკვიდრა და წარმატების გზაზე დააყენა, ახლა გაგდების პირასაა. ბევრი რამ გადაწყდება სამშაბათის მატჩში ბაზელთან, რომლებშიც ბავარიელებმა მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა მოიგონ, ვინაიდან მათ მოახერხეს და შვეიცარიაში წააგეს.
მოკლედ რომ ვთქვათ ბაიერნს ძალიან დიდი და რთული პრობლემები აქვს. საქმე აქ ეხება როგორც ტრავმებს, ისე თავდაჯერებულობის, ფორმის დაკარგვას და ასევე გუდში შიდაარეულობას, რაც მოედანზე ფეხბურთელების ერთმანეთში კამათსა და ჩხუბში გამოიხატება. ისე თუ გავიხსენებთ ყველაფერი ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ნოემბრის დასაწყისში ბასტიან შვაინშტაიგერმა ტრავმა მიიღო.
ნოემბრიდან მოყოლებული ბავარიელთა ლიდერს არ დასცალდა წესიერად ტამაში. სულ რაღაც მეორე შეხვედრაშივე მან მეორე ტრავმა მიიღო და თებერვლის შემდეგ უკვე პირველად მას შეეძლება ძირითადში თამაში.
ისიც უნდა აღინიშნოს რომ ბასტის გარდა გუნდს კიდევ ბევრი რამ სჭირდება. აუცილებელია, რომ შემტევი ოთხეული, განსაკუთრებით რობენი, გომესი და მიულერი, ფორმაში იყვნენ და სისულელეები არ აკეთონ.
თუმცა მაინც გუნდის ლიდერის დაბრუნება, როგორც მორალურად დაეხმარება მოთამაშეებს, ისე მოედნის ცენტრში თამაშს დაალაგებს, ვინაიდან ერთერთ საუკეთესო ნახევარმცველად აღიარებული შვაინშტაიგერი მთელ თავის გამოცდილებას მოახმარს თანაგუნდელებს. ასე რომ შეიძლება ითქვას ბასტიან შვაინშტაიგერი ნამდვილად დროულად უბრუნდება თავის კლუბს!
ბუნებრივია, ვერ ვიმედოვნებთ რომ დაბრუნების მომენტშივე ბასტი ძველებურ ფორმაში იქნება და კვლავ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს თამაშებს, თუმცა აქ მთავარია გუნდი მეოთხედფინალში გავიდეს, ხოლო შემდეგ...
...შემდეგ რამდენიმე კვირა გვაქვს წინ, სანამ ახალი მეტოქე გაირკვევა და მასთან შეხვედრა მოგვიწევს. მანამდე თუკი რამე კიდევ არ მოხდა, ბასტი ისეთ ფორმაში იქნება, როგორშიც ადრე იყო და ვინ იცის იქნებ გუნდმა კიდევ უფრო უკეთაც ითამაშოს ვიდრე ამას სეზონის დასაწყისში აკეთებდა. ამ გუნდს მართლაც რომ ყველაფრის ძალა შესწევს: თუ არ გჯერათ ჰოფენჰაიმს ჰკითხეთ!
სტატისტიკაბასტიან შვაინშტაიგერთან ერთად22 ჩატარებული მატჩი
17 მოპოვებული გამარჯვება
77,3% გამარჯვებებისა
57 გატანილი გოლი
10 გაშვებული გოლი
ბასტიან შვაინშტაიგერის გარეშე15 ჩატარებული მატჩი
9 მოპოვებული გამარჯვება
60% გამარჯვებებისა
28 გატანილი გოლი
11 გაშვებული გოლი
ბასტუ დაბრუნდა აღარაფერი მანერვიულეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეებს: D თან რა სტატისტიკით