Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ბიზნესი და ეკონომიკა
->
აგრობიზნესი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
აგროქიმიკქტები
, სასუქები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LSoso
Super Member
ჯგუფი: Registered
LSoso
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 113019
რეგისტრ.: 17-February 10
#34963470
· 29 Jan 2013, 23:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სასუქი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჯიმი ლევი
Judge Dredd
ჯგუფი: Moderators
ჯიმი ლევი
Judge Dredd
ჯგუფი: Moderators
წერილები: 36351
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07
#34975849
· 30 Jan 2013, 21:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LSoso
?
--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LSoso
Super Member
ჯგუფი: Registered
LSoso
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 113019
რეგისტრ.: 17-February 10
#34993971
· 31 Jan 2013, 23:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ჯიმი ლევი @ 30 Jan 2013, 21:26 )
LSoso
?
ფლორა და ფაუნიდან დავაკოპირე, იყოს ჩვენთანაც თუ პრობლემა არაა...
* * *
აგროქიმიკატების მოკლე ცნობარი-
http://nfa.gov.ge/files/infor/5B551d01.pdf
http://1tv.ge/video/5673
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dzleviskedeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
dzleviskedeli
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2189
წევრი No.: 32057
რეგისტრ.: 26-March 07
#34994945
· 1 Feb 2013, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
LSoso
სასუქები!
--------------------
[size=7]www.aisiforce.org[/size]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LSoso
Super Member
ჯგუფი: Registered
LSoso
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 788
წევრი No.: 113019
რეგისტრ.: 17-February 10
#35062490
· 5 Feb 2013, 22:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აგროქიმიკატების მოკლე ცნობარი
2008 წელი
ავტორი - ირინე ცომაია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ნიადაგი და მასზე მოზარდი მცენარეულობა წარმოქმნიან ერთიან ურთიერთმჭიდროდ
დაკავშირებულ სისტემას. ნიადაგის უმნიშვნელოვანესი თვისება ნაყოფიერებაა, ანუ ნიადაგის უნარი უზრუნველყოს
მცენარის მოთხოვნილებები კვების ელემენტებსა და წყალზე, შექმნას შესაბამისი ჰაეროვანი და თბური რეჟიმი და სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავალი. ნიადაგი მცენარისათვის საჭირო ელემენტების (მიკრო და მაკროელემენტები) წყაროა, რომელსაც მცენარე შეითვისებს ფესვთა სისტემის, ასევე ფოთლების მეშვეობით. მცენარეული ორგანიზმის შემადგენლობაში 74-ზე მეტი ქიმიური ელემენტი შედის, რომელთაგან 16 უპირველესად აუცილებელია. ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი ორგანული ელემენტებია. ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და გოგირდი ნაცრის ელემენტებია, ხოლო ბორი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და კობალტი მიკროელემენტებია. ნახშირბადი, ჟანგბადი და წყალბადი ნახშირწყლების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილებია. აზოტი უმთავრესად გავლენას ახდენს მცენარის ზრდის პროცესზე. მისი ნაკლებობის დროს მცენარე უფერულდება და ცუდად ვითარდება, მცირდება მოსავლიანობა. ნიადაგში აზოტის ძირითადი დაგროვების წყარო ატმოსფეროა. დედამიწის ზედაპირის თითოეული ჰექტრის
ფართობზე 70-80 ტონა აზოტია. მაგრამ, იგი მცენარისათვის შეუთვისებად ფორმაშია. ატმოსფეროს აზოტის შებოჭვა ნიადაგში ორი გზით ხდება: ჭექა-ქუხილის დროს ნალექთან ერთად ამიაკის სახით, ატმოსფეროს აზოტის ფიქსაცია ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმების (განსაკუთრებით კოჟრის ბაქტერიების) მეშვეობით. ფოსფორი ხელს უწყობს ნაყოფის წარმოქმნას და მომწიფების დაჩქარებას, აძლიერებს მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ მცენარეთა გამძლეობის უნარს, აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. მცენარე მისთვის საჭირო ფოსფორს მხოლოდ ნიადაგიდან ითვისებს,
სადაც იგი მინერალური და ორგანული შენაერთების სახით მოიპოვება. კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლების წარმოქმნასა და
გადაადგილებაში, მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლეობაში. აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს, მის ტრანსპორტაბელობას. კალიუმი ნიადაგში შედარებით მეტი რაოდენობით მოიპოვება, ვიდრე აზოტი და ფოსფორი. გოგირდი, მაგნიუმი და რკინა მონაწილეობს დაჟანგვით პროცესებში, ქლოროფილის
შექმნასა და ფოტოსინთეზში. სხვა დანარჩენი ელემენტები ორგანული ნივთიერებების შენებისას მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფერმენტულ პროცესში.
კვების რეჟიმის რეგულირების ამოცანაა მცენარეების საკვები ელემენტებით უზრუნველყოფა ზრდა-განვითარების ყველა ფაზაში, რისი მიღწევის ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება მინერალური და ორგანული სასუქებია. მინერალური და ორგანული სასუქების გამოყენების მაღალი ეფექტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწათმოქმედებისა და მემცენარეობის ძირითად კანონებზე.პირველი - “სასიცოცხლო ფაქტორების თანაბარი მნიშვნელობისა და შეუცვლელობის კანონი”, რომლის მთავარი არსი ისაა, რომ მცენარის არცერთი სასიცოცხლო ფაქტორი არ შეიძლება შეიცვალოს სხვა ფაქტორით. მართლაც, რაც არ უნდა ბევრი სასუქი შევიტანოთ ნიადაგში, იგი ვერ აანაზღაურებს ტენის დეფიციტს ან, არ შეიძლება შეიცვალოს ფოსფორი
აზოტით ან კალიუმით. მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ყველა ფაქტორი თანაბარი მნიშვნელობისაა და თითოეული მათგანი ასრულებს გარკვეულ ფიზიოლოგიურ როლს. მეორე - მინიმუმის, ოპტიმუმის და მაქსიმუმის კანონი, რომლის მიხედვით სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას განსაზღვრავს ნიადაგში არსებული ის საკვები ელემენტი, რომელიც მინიმუმშია. მაგალითად: თუ ნიადაგში აზოტის რაოდენობა საკმარისია
ჰექტარზე 20 ცენტნერი მოსავლის მისაღებად, ხოლო ფოსფორისა და კალიუმის მარაგი ეყოფა 80 ცენტნერს, მოსავალი მაინც 20 ცენტნერის ფარგლებში იქნება. ან, თუ წყლის მარაგი ნიადაგში 15 ცენტნერისათვის არის საკმარისი, ხოლო სასუქები 50 ცენტნერისათვის, მოსავალი მაინც 15 ცენტნერამდეა მოსალოდნელი. მესამე - “მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების ერთობლივი მოქმედების კანონი”, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სასიცოცხლო ფაქტორი (ჰაერი, სითბო, სინათლე, ტენი, საკვები ელემენტები და ა.შ.) მცენარის პროდუქტიულობაზე გავლენას ახდენს არა იზოლირებულად ცალკ-ცალკე, არამედ ერთმანეთთან მჭიდრო და ერთობლივი მოქმედებით. სოფლის მეურნეობაში ნიადაგების ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად, საკვები ელემენტების
დეფიციტის შესავსებად და სასოფლო სამეურნეო კულტურათა გასანოყიერებლად გამოიყენება როგორც მინერალური, ისე ორგანული სასუქები და სხვადასხვა აგრომადნეულები.
აზოტიანი სასუქები
ამონიუმის გვარჯილა NH4NO3 ამიაკურ-ნიტრატული ფორმის სასუქია, N-34-34,5%. თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერის ცვილისმაგვარი მარილია, ძლიერ ჰიგროსკოპიულია, ჰაერზე ტენიანდება და იბელტება, ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციისაა. არის როგორც გრანულირებული, ისე კრისტალური, რომელთაგან პირველის ფიზიკურ-ქიმიური თვსებები უკეთესია. ამ სასუქში ნიტრატული და ამიკური აზოტი თანაბარი რაოდენობითაა
წარმოდგენილი (50-50%). მცენარე მისი განვითარების პირველ ფაზაში, უფრო მეტი რაოდენობით შეითვისებს ამონიუმს, შემდეგ ფაზაში კი უფრო მეტად ითვისებს ნიტრატს. ამონიუმის გვარჯილას აზოტი უფრო მოძრავია, ვიდრე ამონიუმის სულფატისა, რის გამოც მცენარეთა დამატებითი გამოკვებისას ამონიუმის გვარჯილით უკეთესი შედეგი მიიღება. ამასთან, აზოტმჟავა ამონიუმის გამოყენება უკეთეს შედეგს იძლევა ურწყავ, ნალექებით ღარიბ
რაიონებში. აზოტიან სასუქებს შორის ამონიუმის გვარჯილა ყველაზე კარგ სასუქად ითვლება და შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობით გამოიყენება.
ნატრიუმის გვარჯილა NაNO3. N- 15-16%. აზოტს შეიცავს ნიტრატული ფორმით. იგი მოიპოვება საბადოების სახით, ასევე მზადდება სინთეზური გზითაც. იგი წყალში კარგად ხსნადი, კრისტალური ნივთიერებაა. ფიზიოლოგიურად ტუტე სასუქია, საკმაოდ ჰიგროსკოპულია. მისი სისტემატიური გამოყენება იწვევს ნიადაგის არის რეაქციის გატუტიანებას, ნატრიუმის იონების დაგროვებას და კალცუმის იონების გამოძევებას მშთანთქავი კომპლექსიდან. მიზანშეწონილია მისი გამოყენება კალციუმის შემცველ სასუქებთან მორიგეობით.იგი უპირველესად გამოიყენება იმ სასოფლო სამეურნეო კულტურებში, რომელთაც სჭირდებათ შაქრის დაგროვება. მისი სწრაფი მოქმედების გამო გამოიყენება დამატებით განოყიერებაში. არ არის მიზანშეწონილი ბიცობ ნიადაგებში შეტანა.
კალციუმის გვარჯილა ჩა(NO3)2 . ნიტრატული ფორმის სასუქია N-13-15%. თეთრი კრისტალური ჰიგროსკოპიული, ფიზიოლოგიურად ტუტე რეაქციისაა. მისი სისტემატიური გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ახდენს მჟავე რეაქციის განეიტრალებას. ამდიდრებს ნიადაგს კალციუმით, რაც განსაკუთრებით აკეთილშობილებს ნიადაგის სტრუქტურას. სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის გაზრდის თვალსაზრისით აზოტიან სასუქთა შორის კალციუმის გვარჯილას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ისე როგორც ნატრიუმის გვარჯილა, იგი გამოყენებული უნდა იქნეს მცენარეთა გამოკვებისათვის.
ამონიუმის სულფატი (NH4)2შO4. N-20,5-21,5%. ამიაკური ფორმის აზოტიანი სასუქია. იგი მოთეთრო-მონაცისფრო მოლურჯო-მოწითალო შეფერილობის ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია. მისი სისტემატიური გამოყენება იწვევს ნიადაგის გამჟავიანებას. იგი ნაკლებად ჰიგროსკოპიულია და ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით. წყალში კარგად იხსნება, ამიტომ ადვილად იხსნება ნიადაგის ხსნარშიც. ამონიუმი ნიადაგის მიერ შთაინთქმება და მისი გადაადგილება ზედა ფენიდან ქვევით ისე ადვილად არ ხდება, როგორც ამას ადგილი აქვს ამონიუმის გვარჯილის გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ უმჯობესია მისი გამოყენება ნალექებით მდიდარ და სარწყავ რაიონებში. თუ აზოტიანი სასუქი შემოდგომით უნდა იქნეს ნიადაგში შეტანილი, მაშინ უმჯობესია ამონიუმის შემცველი სასუქების გამოყენება.
უწყლო ამიაკი NH3. N-80-82,3%. ყველაზე კონცენტრიული უბალასტო სასუქია. იგი მიიღება გაზისებრი ამიაკის წნევით შეკუმშვისას. უწყლო ამიაკი უფერო მოძრავი სითხეა. მაღალი ტემპერატურის პირობებში სწრაფად გადადის გაზისებრ მდგომარეობაში და მისი მოცულობა იზრდება. ნიადაგში შეტანილი უწყლო ამიაკი ხსნარიდან აირად გარდაიქმნება, იგი ადსორბცირდება ნიადაგის კოლოიდური ფრაქციის მიერ და შთაინთქმება ნიადაგის ტენის მიერ.
ნიადაგის მიერ ამიაკის შთანთქმის სისწრაფე და ხარისხი დამოკიდებულია ჰუმუსის შემცველობაზე, ნიადაგის ტენსა და მექანიკურ შედგენილობაზე, სასუქის შეტანის წესსა და სიღრმეზე და სხვ. მისი გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე სპეციალური შემტანი ტექნიკის საშუალებით.
ამიაკური წყალი NH4OH. N-20,5-21%. იგი სინთეთიკური ამიაკის წყალში გახსნილი ხსნარია. იგი ხასიათდება ამიაკის ორთქლის დაბალი დრეკადობით (25%). მისი გადატანა ხდება ჩვეულებრივი ფოლადისაგან დამზადებული ჰერმეტულად დახურული ავზებით. ნიადაგში შეტანილი ამიაკური წყლის ამიაკი ადსორბირდება კოლოიდების მიერ, ამიტომ ნიადაგში მისი გადაადგილება სუსტად მიმდინარეობს. მაგრამ, დროთა განმავლობაში ამიაკური აზოტი განიცდის ნიტრიფიკაციას, ამით იძენს გადაადგილების მაღალ უნარს და ნიადაგის ხსნართან ერთად განიცდის მიგრაციას. მისი სასუქად გამოყენება უწყლო ამიაკთან შედარებით უფრო ადვილი და ნაკლებად საშიშია. იგი შეიტანება ნიადაგში თხევადი სასუქის შემტანი ტექნიკით, რის შემდეგაც აუცილებელია მაშინვე მისი ნიადაგში ჩაკეთება, მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებისთვის 10-12 სმ-ზე, ხოლო მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებისათვის 14-18 სმ-ზე. ამიაკური წყალი გამოიყენება ყველა კულტურაში როგორც გაზაფხულზე თესვის წინ, ისე შემოდგომითაც.
ქლორამონიუმი NH4ჩL. N-24-25%. იგი თეთრი ფერის ოდნავ მოყვითალო კრისტალური მარილია, ხასიათდება დაბალი ჰიგროსკოპულობით და კარგი ფიზიკური თვისებებით, არიბელტება, წყალში კარგად იხსნება. ფიზიოლოგიურად მჟავე მარილია. ქლორამონიუმის ამონიაკი ნიადაგის მიერ შთაინთქმება, ხოლო ხსნარში გადადის წყალში კარგად ხსნადი მჟავა. მისი გამოყენება პირველ რიგში მიზანშეწონილია ფუძეებით მაძღარ კარბონატულ ნიადაგებზე, ხოლო მჟავე ნიადაგებში იგი გამოიყენება მოკირიანების შემდეგ. ქლორამონიუმის გამოყენება ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურების გასანოყიერებლად
არ არის მიზანშეწონილი (კარტოფილი, თამბაქო, ვაზი, ხახვი, კომბოსტო) სხვა კულტურებში მისი გამოყენება ისეთივე ეფექტს იძლევა, როგორც ულფატამონიუმი.
შარდოვანა (კარბამიდი) ჩO(NH)2. ამიაკური ფორმის აზოტიანი სასუქია. სინთეზურ შარდოვანაში აზოტი 46%-ია. აზოტიან სასუქთა შორის ყველაზე უფრო
კონცენტრირებულია. იგი თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა, კარგი ფიზიკური თვისებების, პრაქტიკულად არ იბელტება, ინარჩუნებს გაბნევადობის კარგ უნარს. სასუქის წარმოებისას გრანულირების პროცესში ტემპერატურის გავლენით შარდოვანაში წარმოიქმნება მცენარეზე ტოქსიკურად მოქმედი ნივთიერება-ბიურეტი, რომელიც ნიადაგში მთლიანად იშლება სასუქის შეტანიდან 10-15 დღის განმავლობაში. იგი ნიადაგში შეტანილი უნდა იქნეს
თესვამდე 1-2 თვით ადრე. შარდოვანაში დასაშვებია 1%-მდე ბიურეტი, რომელიც უარყოფით გავლენას არ ახდენს მცენარეზე. ნიადაგში შარდოვანას შეტანით წარმოქმნილი ამონიუმი შთაინთქმება კოლოიდების მიერ და მას თანდათანობით შეითვისებს მცენარე. შარდოვანა გამოიყენება ყველა ნიადაგზე ყველა კულტურაში, როგორც თესვის წინა განოყიერებისათვის, ისე სავეგეტაციო გამოკვებისას და ეფექტურობით იგი ამონიუმის გვარჯილის ტოლფასია. ტენით უზრუნველყოფილ ზონებში მსუბუქი შედგენილობის ნიადაგებზე შარდოვანა კარტოფილის, შაქრის ჭარხალის და ბოსტნეულის მეტ მოსავალს იძლევა, ვიდრე ამონიუმის გვარჯილა. ასევე მაღალია მისი ეფექტურობა საშემოდგომო ხორბლის ფესვგარეშე გამოკვებაში, მარცვლის ცვილისებრ
სიმწიფეში. აზოტიან სასუქებს შორის გრანულირებული შარდოვანა ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია. საერთოდ აზოტიანი სასუქების გამოყენებისას ნორმები განისაზღვრება სასოფლო სამეურნეო კულტურათა ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მეცნიერული კვლევებითა და ცდებით დადგენილი დოზების შესაბამისად სასუქში აზოტის (N) პროცენტული შემცველობის, ბიოლოგიური აზოტის რაოდენობის, ნიადაგში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების, ორგანული სასუქების შეტანის ნორმების, სასოფლო სამეურნეო მცენარეების მიერ ნიადაგიდან აზოტის გამოტანის, ერთეული პროდუქციის
შექმნაზე საჭირო აზოტის რაოდენობის და სხვათა გათვალისწინებით. სასოფლო სამეურნეო კულტურისათვის აზოტის დოზის გაანგარიშება და მისი შეტანის ოპტიმალური ვადის დადგენის საუკეთესო საშუალება ნიადაგთან ერთად ფოთლის დიაგნოსტიკაა.
ფოსფორიანი სასუქები სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ყველა ფოსფორიანი სასუქი ფოსფორმჟავა კალციუმის მარილებია. ისინი ხსნადობის მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა: 1. წყალში ხსნადი ერთჩანაცვლებული ფოსფატები. 2. ნახევრადხსნადი (იხსნება სუსტი კონცენტრაციის მჟავეებში). ორჩანაცვლებული ფოსფატები 3. წყალში არახსნადი, სუსტ მჟავეებში ნაკლებად ხსნადი სამჩანაცვლებული ფოსფატები. ფოსფორიან სასუქებს შორის ყველაზე მეტად
გავრცელებულია პირველი ჯგუფის სასუქები.
მარტივი სუპერფოსფატი ჩა(H2PO4).H2O. P2O5-16-20%. იგი მიიღება წვრილად დაფქვილი ფოსფორიტის ან აპატიტის ნედლეულზე 57%-იანი გოგირდმჟავას დამატებით. ფოსფორიტისაგან მიღებული სასუქი მუქი მონაცისფრო ფერისაა, ხოლო აპატიტისაგან მიღებული ღია მონაცრისფრო ფერისაა, გოგირდის მჟავას დამახასიათებელი სუნით. სუპერფოსფატი არის ფხვნილისებრი და გრანულირებული. ეს უკანასკნელი ბევრად უკეთესი თვისებებით ხასიათდება. სუპერფოსფატი გამოიყენება ყველა კულტურაში, უმეტესად ფუძეებით მაძღარ კარბონატულ ნიადაგებში. ნიადაგში შეტანილი სუპერფოსფატის ფოსფორი
კოლოიდებთან ურთიერთქმედების შედეგად მცენარისათვის ძნელად შესათვისებელ, ძნელადხსნად სამკალციუმიან და სამმაგნიუმიან ფოსფატების ან რკინის და ალუმინის ფოსფატების ფორმაში გადადის. წითელმიწა ნიადაგებში ის გადადის რკინისა და ალუმინის ფოსფატებში და ამიტომ შედარებით მცირე ეფექტს იძლევა. ეფექტიანობის გაზრდა შეიძლება ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით გამდიდირებით, მოკირიანებით. სუპერფოსფატის ეფექტურობა იზრდება მისი ნიადაგში შეტანის პროგრესული წესების გამოყენებით, როგორიცაა მწკრივულ განოყიერება და ბუდნებში შეტანა. ვინაიდან სუპერფოსფატის ფოსფორი ნიადაგის მიერ ადვილად შთაინთქმება და გადადის მცენარისათვის ძნელადმისაწვდომ ძნელადხსნად ფორმაში, მისი გამოყენების კოეფიციენტი
ძალზე დაბალია, არ აღემატება 15-25%. იგი ჰიგროსკოპული სასუქია, ხასიათდება ცუდი ფიზიკური თვისებებით. ძნელია სასუქის შემტანი მანქანების გამოყენება, ამიტომ უკეთესია გრანილირებული სუპერფოსფატის გამოყენება.
ორმაგი სუპერფოსფატი P2O5-40-46%. იგი კონცენტრირებული ფოსფორიანი სასუქია, მიიღება ფოსფორიტებისა და აპატიტების გადამუშავების შედეგად. მასში ფოსფორი ძირითადად იმყოფება ერთჩანაცვლებული კალციუმის ფოსფატის სახით. იგი გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურის გასანოყიერებლად. შეიტანება ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს, ასევე გაზაფხულზე თესვის წინ.
პრეციფიტატი P2O5-27-31%. იგი კონცენტრირებული სასუქია. მიიღება ფოსფორის მჟავაზე კირის დამატებით. წყალში არ იხსნება, მაგრამ ადვილად იხსნება სუსტი კონცენტრაციის ორგანულ და მინერალურ მჟავეებში. იგი თავისი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება სუპერფოსფატს, პირიქით ფუძეებით
არამაძღარ ნიადაგებზე უკეთეს შედეგს იძლევა. პრეციფიტატი ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით, მისი შერევა შეიძლება აზოტიან და კალიუმიან სასუქებთან, გამოიყენება ყველა კულტურაში, უმთავრესად ძირითად განოყიერებაში. ფოსფორიტის ფქვილი. გარდა იმისა, რო ფოსფორიტის ფქვილი წარმოადგენს ნედლეულს სუპერფოსფატის წარმოებისათვის, იგი გამოიყენება უშუალოდ როგორც ფოსფორიანი სასუქი. საბადოებიდან ამოღებული ფოსფორიტი იფქვება სპეციალურ წისქვილში, რაც შეიძლება წვრილ ნაწილაკებად. ფოსფორიტის ფქვილში ფოსფორი ძნელადხსნად ფორმაშია.
ამიტომ მისი სასუქად გამოყენება ყველა ტიპის ნიადაგში სასურველ შედეგს არ იძლევა. იგი რეკომენდირებულია მჟავე რეაქციის დასავლეთ საქართველოს წითელმიწა და ეწერ ნიადაგებზე, რაც გამხსნელად მოქმედებს ფოსფორიტში შემავალ ფოსფორზე. ფოსფორიტის ფქვილის ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს თანამგზავრი სასუქები. სასურველია იგი გამოყენებულ იქნეს ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქებთან ერთად (სულფატამონიუმი, ქლორკალიუმი, და სხვ.) ფოსფორიტის ფქვილი სუპერფოსფატზე გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგეზე ციტრუსების, სიმინდის და ბოსტნეული კულტურებისათვის.
ვივიანტი. ადგილობრივი სასუქია, მას შეიცავს ტორფი, P2O5-ის შემცველობა 28%-მდეა. თეთრი მორუხო ფხვნილია. ჰაერზე იღებს ლურჯ შეფერვას. მისი გამოყენება შეიძლება ყველა ტიპის ნიადაგზე და ყველა კულტურისათვის. იგი თავისი ეფექტურობით უახლოვდება ფოსფორიტის ფქვილს. მსუბუქი მექანიკური შედგენილობის სილნარ ნიადაგებზე ტორფოვივიანიტის ეფექტურობა უფრო მაღალია, ვიდრე ფოსფორიტის ფქვილისა.საერთოდ ფოსფორიანი სასუქების გამოყენება უნდა დაეყრდნოს ნიადაგში მის შემცველობას და მისი საკმაო რაოდენობით არსებობისას შეტანილმა სასუქის რაოდენობამ უნდა
უზრუნველყოს ნიადაგში არსებული დონის შენარჩუნება. ასევე ნიადაგიდან ფოსფორის გამოტანას და ერთეული პროდუქციის შექმნაზე საჭირო ფოსფორის დანახარჯს.
კალიუმიანი სასუქები
კალიუმი ნიადაგში შედარებით მეტი რაოდენობით მოიპოვება ვიდრე აზოტი და ფოსფორი. საერთო კალიუმის რაოდენობასა და თიხის შემცველობას შორის ნიადაგში არსებობს ერთგვარი პროპორციული დამოკიდებულება. რამდენადაც მეტია ნიადაგში თიხის შემცველობა, იმდენად მეტია კალიუმი. ნიადაგში არსებული კალიუმი ხსნადობისა და შეთვისების მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფა: წყალხსნადი, შთანთქმული, ადვილადხსნადი (მცენარისათვის შესათვისებელი) და ძნელად ხსნადი (ძნელად შესათვისებელი) წყალხსნადი და შთანთქმული კალიუმი ნიადაგში საერთო კალიუმის რაოდენობასთან
შედარებით მცირეა, ხოლო ადვილადხსნადი ბევრად მეტია. კალიუმიანი სასუქები არ გამოიყენება დამლაშებულ ნიადაგებზე. კალიუმიანი სასუქების გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგში მის შემცველობას, რომლის გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს შესატანი
ნორმა, რაც დამოკიდებულია მცენარის მიერ მის გამოტანაზე, ერთეული პროდუქციის შექმნაზე, საჭირო რაოდენობაზე და სხვ. კალიუმიანი სასუქების ეფექტურობა მაღალია ყველა კულტურაში და განსაკუთრებით კალიუმის მოყვარულ კულტურებზე, როგორიცაა: კარტოფილი, თამბაქო, ძირხვოვანი
კულტურები და სხვ.
ქლორკალიუმი KჩL. K2O 52,5-60%. თეთრი წვრილკრისტალური მარილია, მინარევების სახით შეიცავს ნარინჯისფერ და წითელ კრისტალებს. ხასიათდება ჰიგროსკოპულობით, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია, გაცილებით ნაკლები რაოდენობით შეიცავს ქლორს, ვიდრე კალიუმის მარილი, გამოიყენება ყველა კულტურაში. ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურებში (კარტოფილი, თამბაქო, ვაზი და სხვ.) უმჯობესია მისი შეტანა თესვის ან დარგვის წინ შემოდგომით, ან ადრე გაზაფხულზე, რათა ამ პერიოდის ნალექების ზემოქმედებით ქლორი ჩაირეცხოს ქვედა ფენებში. მჟავე ნიადაგებში მისი შეტანა ეფექტურია
ფიზიოლოგიურად ტუტე სასუქებთან ან ფოსფორიტის ფქვილთან ერთად ან ნიადაგის მოკირიანების შემდეგ.
კალიუმის მარილი K2O–30-40%. იგი თეთრი, მოვარდისფრო მარილია. ხასიათდება სუსტი ჰიგროსკოპულობით, ნაკლებად იბელტება. ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია. დიდი რაოდენობით შეიცავს ქლორს. სასუქში კალიუმთან ერთად შედის ნატრიუმიც (2 წილ კალიუმზე 1 წილი ნატრიუმი). გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, გაცვლითი კალიუმის შემცველობის გათვალისწინებით, ყველა კულტურაში ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურების გარდა,
სადაც ბევრად ეფექტურია ქლორკალიუმის გამოყენება.
კალიუმის სულფატი K2შO4. K2O-48-52%. იგი საუკეთესო სასუქია. რუხი ფერის წვრილკრისტალური, არაჰიგროსკოპიული მარილია, არ იბელტება, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით. კალიუმის სულფატი ბუნებრივ პირობებში საბადოების სახით არ მოიპოვება. იგი მიიღება ქლორკალიუმზე გოგირდის მჟავის მოქმედებით. კარგი ფიზიკური თვისებების მქონე ფიზიოლოგიურად მჟავე მარილია. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურის გასანოყიერებლად. მისი გამოყენება მნიშვნელოვნადზრდის სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. კალიუმის სულფატი პირველ რიგში გამოიყენება ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურების გასანოყიერებლად.
კალიუმის გვარჯილა KNO3. K2O-44%, N-18%. მოყვითალო-რუხი ფერის კრისტალური მარილია. ნაკლებად ჰიგროსკოპიულია, სუსტად იბელტება. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა კულტურაში. კალიუმთან ერთად აზოტის შემცველობა ბევრად განაპირობებს მის მაღალ ეფექტს.
კალიმაგნეზია K2შO4 MგშO4. K2O-28%, MგO-8%. კრისტალური მოთეთრო ფერის მარილია, ყვითელი მინარევებით. ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით. არ იბელტება. წარმოება უშვებს როგორც ფხვნილის, ისე გრანილირებული სახით. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა კულტურის გასანოყიერებლად. უპირველესად ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურებში და Mg-ით ღარიბ ნიადაგებზე.
კალიუმ-მაგნეზიური კონცენტრატი - K2O-18,5%, MგO-9%. რუხი ფერის გრანულირებული მარილია, ნაკლებად ჰიგროსკოპიულია, არ იბელტება. ცეცხლ და ფეთქებად საშიშია, რის გამოც დაცული უნდა იქნეს შენახვის წესები, გამოიყენება ყველა კულტურაში, უპირველესად ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურებში. რთული და კომპლექსური სასუქები რთული სასუქები იყოფა ორ ჯგუფად:
1. სასუქები, რომლებიც შეიცავენ ორ ელემენტს (ორმაგი სასუქები): აზოტსა და ფოსფორს,
აზოტსა და კალიუმს, ფოსფორსა და კალიუმს. ასეთ სასუქებს ორმაგი ეწოდება.
2. სასუქები, რომლებიც შეიცავს აზოტს, ფოსფორს და კალიუმს. ასეთ სასუქებს სამმაგი
ეწოდება.
რთული სასუქები მაღალი პროცენტული შემცველობის სასუქებია. მათი გამოყენება ძალზე ეფექტურია როგორც სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის გადიდების და ხარისხის გაუმჯობესების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რამეთუ ბევრად ნაკლებია მისი
ტრანსპორტირების, შენახვის, ნიადაგში შეტანის ნორმები და დანახარჯები. რთული სასუქები შეიძლება ასევე იყოს კომპლექსური, რომლებიც მაკროელემენტებთან ერთად შეიცავენ მიკროელემენტებს სხვადასხვა პროცენტული შემცველობით.
ამოფოსი NH4H2PO4. N-10-12%, P2O5-46-52%. იგი ერთჩანაცვლებული ამონიუმის ფოსფატია. თითქმის არ შეიცავს ბალასტს. ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით, თანაბარი გაფანტვის უნარით, ნაკლებ ჰიგროსკოპულია, კარგი შენახვის პირობებში არ იბელტება. ნიადაგში შეიტანება სასუქების შემტანი ჩვეულებრივი ტექნიკით. საკვები ელემენტები მცენარის მიერ ადვილად შეითვისება. გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში. ნიადაგში შეტანის ნორმა განისაზღვრება მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების და ნიადაგის ფოსფორით უზრუნველყოფის და ყველა იმ პირობების შესაბამისად, რაც ფოსფორიანი სასუქის გამოყენებაში არის გათვალისწინებული. შეიტანება ძირითადად განოყიერებაში, ასევე თესვის ან დარგვის დროს.
პოლიფოსკა N-8%, P2O5- 24%, K2O–24%. Kკარგი ფიზიკური თვისებების რთული სასუქია. მცირედ ჰიგროსკოპულია, ხასიათდება გაფანტვის კარგი უნარით, გამოიყენება ძირითადად განოყიერებაში, თესვისწინა დამუშავების დროს, მწკრივულ განოყიერებაში და გამოკვებაში.
დიამოფოსიNN(N H4)2HPO4. N-18%, P2O5-50%. რთულ სასუქებს შორის იგი ყველაზე კონცენტრირებული სასუქია. იგი მიიღება თავისუფალი ფოსფორის მჟავას ამიაკით გაჯერების შედეგად. არ შეიცავს ბალასტს. გამოიყენება ყველა კულტურაში თესვისა და დარგვის წინ. აზოტის ის რაოდენობა, რომელიც დიამოფოსშია განაპირობებს საწყის ეტაპზე მცენარის აზოტზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. აზოტის მოყვარული კულტურებისათვის აუცილებელია მარტივი აზოტიანი სასუქის დამატება გამოკვებაში.
ნიტროამოფოსი N-23%, P2O5-23%. კარგი ფიზიკური თვისებების მქონე თეთრი მონაცისფრო მარილია. მცირედ ჰიგროსკოპულია, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით. გამოიყენება როგორც ძირითად განოყიერებაში, ისე მცენარეთა გამოკვებაში.
კარბოამოფოსკა N-20%, P2O5-20% და K2O-20%. იგი აზოტს შეიცავს ამიდური და ამიაკური ფორმით. მასში შემავალი ფოსფორისა და კალიუმის მთელი რაოდენობა წყალში კარგად ხსნადია. კარბოამოფოსკას წარმოების ტექნოლოგია საკვები ელემენტების სასურველი შეფარდების სასუქის გამოშვების საშუალებას იძლევა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობისათვის. ტექნოლოგიურ პროცესში კალიუმის მარილების დამატების გარეშე
მიიღება კარბოამოფოსი, რომელშიც აზოტის და ფოსფორის შემცველობა 30- 30%-ია.
ამონიზირებული სუპერფოსფატი. იგი შეიცავს N-8%, P2O5-30%. მიიღება მარტივი სუპერფოსფატის ამონიაკით გაჟღენთვის გზით. ამ შემთხვევაში სასუქში მცირდება თავისუფალი მჟავა და ჰიგროსკოპულობა, უმჯობესდება სასუქის ფიზიკური თვისებები. იგი მაღალეფექტური სასუქია ყველა სასოფლო
სამეურნეო კულტურისათვის. ამონიზირებული სუპერფოსფატი მთლიანად შესათვისებელია მცენარისათვის. მაგრამ, იგი საკმარისი არ არის მცენარის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ეს სასუქი გამოიყენება თესვის დროს, როდესაც მცენარის მოთხოვნილება აზოტის მიმართ დიდი არ
არის. სხვა შემთხვევაში ამ სასუქის გამოყენებისას საჭიროა დამატებით აზოტიანი სასუქის შეტანა იმ დოზით, რაც საჭიროა მცენარისათვის. ამონიზირებული სუპერფოსფატი შეიტანება ნიადაგის საგაზაფხულო და საშემოდგომო დამუშავებისას, მწკრივულ განოყიერებაში. იგი
ხელს უწყობს ფესვთა სისიტემის განვითარებას, აჩქარებს ნაყოფის თანაბარზომიერ მომწიფებას. მნიშვნელოვნად აფერხებს რადიონუკლიდების გადასვლას პროდუქციაში (სადაც აღინიშნება ნიადაგის დაბინძურება რადიონუკლიდებით). პოლიფოსფატები. მაღალკონცენტრირებული კომპლექსური სასუქებია. P2O5-ის შემცველობა 70-80%-მდეა. პოლიფოსფატების წარმოებისათვის საწყის ნედლეულს პოლიფოსფორმჟავას ნაზავი წარმოადგენს. პოლიფოსფატების სტრუქტურა საშუალებას იძლევა მათ მოლეკულაში ერთდროულად ჩაერთოს რამოდენიმე საკვები ელემენტი: აზოტი, კალიუმი, კალციუმი და მიკროელემენტები. მიკროელემენტები შეყვანა პოლიფოსფატების სტრუქტურაში მეტად ეფექტური ღონისძიებაა, რაც უზრუნველყოფს ღარიბ ნიადაგებზე დეფიციტის შევსებას. ნიადაგში პოლიფოსფატები უფრო ნელა წარმოქმნის რკინის, ალუმინის და მანგანუმის ძნელადხსნად ფოსფატებს, ვიდრე
ორთოფოსფატები. ნიადაგში პოლიფოსფატების მოძრაობა ნაკლებია, ვიდრე ორთოფოსფატების. განსაკუთრებით საყურადღებოა ამონიუმის პოლიფოსფატი. იგი შეიცავს 15% აზოტს და 60% P2O5. მასზე ამონიუმის გვარჯილას და ქლორკალიუმის დამატებით მზადდება სამმაგი სასუქი, რომელიც შეიცავს 12% აზოტს, 24% P2O5 და 24% K2O.ეფექტური სასუქია ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში.
დიამოფოსკა. გრანულირებული რთული სასუქია. შეიცავს N-10%, P2O5-26%, K2O-26%. არაჰიგროსკოპულია, არ იბელტება, აქვს კარგი გაფანტვის უნარი. შეიძლება შერევა სხვა სასუქებთან. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში, ნიადაგის ძირითად და მწკრივულ განოყიერებაში, გამოკვებაში. შეტანის ნორმაა 200-350კგ/ჰა.
კალიუმის მეტაფოსფატი. P-60,13%, K2O-39,8%. იგი უბალასტო სასუქია. მნიშვნელოვნად ზრდის სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას. უმეტესად გამოიყენება კალიუმის მოყვარულ კულტურებში. ტექნოლოგიის მიხედვით იგი შეიძლება იყოს წყალში ხსნადი, ასევე წყალში არარხსნადი, მაგრამ სუსტი კონცენტრაციის მჟავეებში იხსნება და ასეთ შემთხვევაში იგი პოლიმერია.
კალიუმის გვარჯილა KNO3. N-13%, K2O-45%. იგი რთულ სასუქს იეკუთვნება, მცირეა ბალასტი. ხასიათდება კარგი ფიზიკ
This post has been edited by
LSoso
on 5 Feb 2013, 22:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mg1988
Junior Member
ჯგუფი: Registered
Mg1988
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 163092
რეგისტრ.: 7-March 13
#35826640
· 31 Mar 2013, 16:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(LSoso @ 5 Feb 2013, 22:21 )

კალიუმის გვ
--------------------
[COLOR=blue][SIZE=7][B]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leva1990
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
leva1990
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 93170
რეგისტრ.: 8-June 09
#35991947
· 12 Apr 2013, 19:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაუჩერებით რო რიგდება სასუქი, 3 წელი არარ უნდა არაფრის სეტანაო იცით ვინმემ რა ხარისხისაა კარგია თუ ჩვეულებრივი სასუქის მოყრა ჯობია??
--------------------
"ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი"
"ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა"!!!
"მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა"
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
აგრობიზნესი
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს:
CLOUD9
[ Script Execution time: 0.0474 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.